თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გათავისუფლებული მამუკა ახვლედიანი სასამართლოს მიმართავს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 11:29

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლა. საბჭოს გადაწყვეტილებას მამუკა ახვლედიანი არ ეთანხმება და მის გათავისუფლებას სასამართლოს წესით გაასაჩივრებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ახვლედიანმა კომენტარი მართლმსაჯულების სახლში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

მისი თქმით, საბჭოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და ბრძანება, რომელსაც მას ედავებიან, ერთი წლის წინ იყო გაცემული. შესაბამისად, ახვლედიანის განცხადებით, როგორც წესი, სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გაცემისთანავე დაუყოვნებლივ ეცნობა. 

"ამას გავასაჩივრებ რადგან თუკი სამომავლოდ რომელიმე მოსამართლის უფლებები შეილახება, მათ არ ჰქონდეთ საბჭოს შიში. მივმართავ ყველა ინსტანციას სადაც საჭიროა და დავამტკიცებ, რომ ასე მოსამართლის გათავისუფლება არ შეიძლება", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა. 

მისივე თქმით, საბჭოს გუშინდელი მოქმედება იმ პრობლემური საკითხების გადაფარვის მცდელობაა, რომელიც სასამართლოს სისტემაში არსებობს. 

წაკითხულია 723 ჯერ

Related items

  • პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ განკარგულება გამოსცა

    საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ განკარგულება გამოსცა.

    „განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის 111 პუნქტის შესაბამისად გამოსცა.

    როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, 2017 წლის 18 დეკემბრიდან ცხადდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი:

    ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი შეირჩევა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.

    მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანიზაციები უფლებამოსილი არიან საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინონ საბჭოს წევრის არა უმეტეს ერთი კანდიდატისა.

    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს უფლება აქვს წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლო-ებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.

    საბჭოს წევრობის კანდიდატი უნდა იყოს სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი და სარგებლობდეს მაღალი რეპუტაციით. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.

    საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად პირის რეგისტრაციისათვის წარდგენილი უნდა იქნეს:

    ა) წარდგინება, რომელსაც თან ახლავს წევრობის კანდიდატის წინასწარი თანხმობა;

    ბ) კანდიდატის ერთი ფოტოსურათი;

    გ) ავტობიოგრაფია;

    დ) უმაღლესი იურიდიული განათლების (მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

    ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

    ვ) სპეციალობით არანაკლებ 5 წლის მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

    ზ) თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია - დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში;

    თ) სარეკომენდაციო ხასიათის წერილები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

    საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატის წარდგენა შეიძლება კონკურსის გამოცხადებიდან ათი დღის განმავლობაში.

    საბუთები მიიღება მისამართზე: ქ. თბილისი, აბდუშე-ლიშვილის ქ. N1, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

    კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტმა”, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განკარგულებაში.

  • "თანხები, რომელიც ახვლედიანის განკარგულებაში იყო, მოსამართლის 120 წლის ჯამური ხელფასია"

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ფარული აუდიო ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სახეზეა გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო კორუფციული გარიგების მატერიალური მტკიცებულებები და უნდა ჩატარდეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება. 

    „დღეს, როდესაც უკვე სახეზეა გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო კორუფციული გარიგების მატერიალური მტკიცებულებები, საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასება და ბრალეული პირების გამოსავლენად ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება. სასამართლო უნდა იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან. ამ ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება არის იმის წინაპირობა და გარანტია, რომ ჩვენი საზოგადოება მომავალში, კორუფციული გარიგებების მოწმე აღარ გახდება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ბრიფინგზე გვარამია-ახვლედიანის ფარული აუდიო ჩანაწერის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას მტკიცებით ჩანაწერი დამონტაჟებული იყო.

    „საზოგადოებას შევახსენებ, რომ საუბარია „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ბატონ მამუკა ახვლედიანს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელიც თვითონ გვარამიამ ჩაიწერა ფარულად და რომლის დროსაც, ეს უკანასკნელი, სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს სკანდალით გადადგომის სანაცვლოდ მილიონებს სთავაზობდა ქრთამის სახით. შეგახსენებთ, აგრეთვე, რომ გვარამია ნაწილობრივ აღიარებდა ჩანაწერის ავთენტურობას, მხოლოდ ამტკიცებდა, რომ ეს ჩანაწერი დამონტაჟებული იყო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

    მისივე თქმით, დასკვნის თანახმად, სადაც დასტურდება, რომ ჩანაწერი ავთენტური და დაუმონტაჟებელია, იკვეთება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ნიკა გვარამია უხეშად ერეოდა სასამართლოს საქმიანობაში. საპარლამენტო უმრავლესობსი ლიდერის განცხადებით, მას შემდეგ რა შეკითხვებს პასუხები გაეცა ნაციონალურ მოძრაობამ და ნიკა გვარამიამ დაგეგმეს და განახორციელეს საჯარო პროვოკაციები. „და სწორედ ახლა, როცა შეკითხვებს გაეცა დამაჯერებელი პასუხი, ნათელი ხდება ამ პოლიტიკური ისტერიის რეალური მიზეზებიც, რასაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვაკვირდებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.

    ცხადია, რომ მას შემდეგ, რაც გახმაურდა „რუსთავი-2“-ის საქმესთან დაკავშირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ალავიძისა და ქათამაძის საქმეებზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდო ზეწოლისა და მათი მოსყიდვის მცდელობის ფაქტები, ნაციონალურ მოძრაობას და ნიკა გვარამიას, სხვა არაფერი დარჩენოდათ, თუ არა, დაეგეგმათ და პოლიტიკურ სატელიტებთან ერთად განეხორციელებინათ საჯარო პროვოკაციების სერია უზენაეს სასამართლოსთან და მერიასთან. მანამდე კი, ეწარმოებინათ ცილისმწამებლური კამპანია მოსამართლეების მიმართ, რომლებზეც ზეგავლენა სავარაუდოდ ვერ მოახდინეს თვითონ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, იმედი გამოთქვა, რომ სწრაფად იქნება გამოძიებული აქვს თუ არ ადგილი მოსამართლე ახვლედიანის მხრიდან უკანონოდ მიღებული მილიონიანი ქონების ლეგალიზაციას.

    „იმედი მაქვს, რომ სწრაფად იქნება გამოძიებული, აქვს თუ არა ადგილი რეალურად მოსამართლე ახვლედიანის მხრიდან უკანონოდ მიღებული მილიონიანი ქონების „უტიფარი“ ლეგალიზაციის შემთხვევას ვინაიდან, თანხები, რომელიც მის განკარგულებაში იყო, მოსამართლის 120 წლის ჯამური ხელფასია.

    დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ შედგეს კორუფციისგან და პოლიტიკური გავლენებისგან სრულიად დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

     

  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მისვე წევრი აკრიტიკებს

    ვახტანგ მჭედლიშვილი იყო დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთადერთი წევრი, რომელმაც ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე, სადაც ნიკა გვარამია და მამუკა ახვლედიანი საუბრობენ, განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა.მჭედლიშვილმა გააკრიტიკა კოლეგები იმის გამო, რომ ბოლო დღეებში გავრცელებული ფარული ჩანაწერებით ამართლებენ ისინი რამდენიმე თვის წინ, მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.„ასეთ საკითხებზე შეფასებები უნდა გაკეთდეს სათანადო გამოძიების და სათანადო დასკვნების შემდეგ. იმიტომ, რომ შეიძლება ვიღაც არის დამნაშავე და ვიღაც არის მისასალმებელი, რომ ღირსეულად მოიქცა. ეს უნდა გაკეთდეს სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ყველაფერს აქვს სწორი გზა.

     

  • მამუკა ახვლედიანის სარჩელის განხილვა საქალაქო სასამართლოში

    ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მამუკა ახვლედიანის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. 

    საქმე ეხება სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ახვლედიანი თანამდებობიდან გათავისუფლდა. 

    პროცესის დაწყებამდე, საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა და სისტემაში არსებულ კორუფციაზე გაამახვილა ყურადღება.

  • მამუკა ახვლედიანი ნათია გუჯაბიძეზე

    თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ ნათია გუჯაბიძის მიერ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდა. ახვლედიანი დარღვევად აფასებს იმ ფაქტს, როდესაც მოსამართლემ შეიძლება მისივე ოჯახის წევრისგან ბინა იქირაოს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში რეაგირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა მოეხდინა.

    „ამ ფაქტის თაობაზე, როგოც თქვენ, ისე ჩემთვისაც ცნობილი გახდა ტელევიზიით. პრაქტიკაში ზოგადად არსებობს, აუცილებელიც არის და კანონმდებლობით არის განსაზღვრული, რომ მოსამართლეს, რომელიც რეგიონიდან არის, ან ასრულებს მოსამართლის მოვალეობას რეგიონში, მას სახელმწიფო უნაზღაურებს ამ ხარჯებს. რაღაც ტიპის დარღვევა არის ეს და ნამდვილად არ არის სასურველი, რომ ოჯახის წევრს უხდიდეს,“ - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური