ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაზე გამოძიება გრძელდება

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 10:15

ფონიჭალაში მომხდარ საზარელ შემთხვევაზე გამოძიება გრძელდბა,გუშინ 35 წლის ქალი  ყელის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით მისაღებ ოთახში ნახეს, 3 წლის გოგონა კი საძინებელში დამწვარი იპოვეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით  მომხდარში ძარცვის ნიშნები არ იკვეთება, რაც თავდაპირველად მკვლელობის მოტივად სახელდებოდა.    ოჯახის ახლობლების ცნობით,  გარდაცვლილი ქალბატონის მეუღლემ, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში იკითხებიოდა,  პოლიციის შენობა უკვე დატოვა, თუმცა შსს-ში დეტალებზე არ საუბრობენ.    

დაღუპულების ახლობლებს   მომხდარის  მოტივებზე საუბარი უჭირთ. ფაქტზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

შემთხვევის ადგილზე  მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ კრიმინალისტები და სამართალდამცავები. შინაგან საქმეთა სამინისტროს

ინფომაციით,  საცხოვრებელი  ბინიდან ოქრო  და თანხა წაღებული არ არის.  

 

წაკითხულია 616 ჯერ

Related items

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შესახებ შსს-ს პრეს-სამსახური იუწყება.

    მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებული ვ.პ., 1994 წელს დაბადებული ა.მ., 2001 წელს დაბადებული ა.ი., 1998 წელს დაბადებული ლ.ა., 1973 წელს დაბადებული ა.მ., 2002 წელს დაბადებული ე.მ., 1982 წელს დაბადებული ე.ფ., 1989 წელს დაბადებული დ.მ. და 1993 წელს დაბადებული რ.ა.
    დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები სისტემატურად ყიდდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.
    სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
    პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 94 შეკვრა „ჰეროინი“, ასევე, ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი", 16 000 ლარამდე თანხა და მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო.
    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე 273-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას გულისხმობს.
  • სპეცოპერაცია ფონიჭალაში - დაკავებულია ერთი პირი

    ქვემო ფონიჭალაში სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღებაში ბრალდებული პირი დააკავეს. 
    სპეცოპერაცია 2 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. ადგილზე ამ დრომდე რჩებიან პოლიციელები. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა სპეცოპერაციის დროს ბრალდებულის შვილიც დააკავეს, შსს-ში არ დაადასტურეს.

  • აწყურის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი მოკლეს

    მკვლელობა აწყურის ქუჩის 31 ნომერში-გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალია. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობამდე  სახლიდან ჩხუბის ხმა ისმოდა. მეზობლების თქმით, სახლი გაქირავებული იყო და იქ  ახალგაზრდა ცოლ-ქმარი  ცხოვრობდა. ამ დროისთვის გარდაცვლილის ვინაობა უცნობია. ადგილზე კრიმინალისტები და სამართალდამცავები მუშაობდნენ.მომხდარზე სისხლის  საქმე სისხლის სამართლის კოდექსის  108 -ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

  • "ვითომ ამხელა რეზონანსული საქმეა და ახლა გამოაქვეყნეს მტკიცებულები"-ლანა პაპიძეზე წოლაზე საუბრობს

    მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პირველი სხდომა დასრულდა, რის შემდგაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ლანა პაპიძემ, რომელიც ზეწოლაზე საუბრობს:

    „აქ ჩემი დის სიცოცხლე წყდება. ჩვენ ნამდვილად, ყველანაიარად თავს ვიკავებთ, რომ ზედმეტი არაფერი გველაპარაკა. არ იყო ლამაზი თავიდანვე რომ გამოაქვეყნა პროკურატურამ ბევრი რამ. რომელ საკითხზე გამოუტანიათ აქამდე ამდენი მტკიცებულება, ვითომ ამხელა რეზონანსული საქმეა და ახლა გამოაქვეყნეს მტკიცებულები?...ჩემი დის გამო ყველაფერს გავაკეთებთ. რომ მეტყვის არ მისცეთ ინტერვიუ, არ ვაძლევ. ახლა რაღაც პატარა ზეწოლები ვიგრძენი, რადგან გვიკრძალავენ ელემენტარულად პასუხის გაცემას. რატომ? როცა შენ ამხელა ტყუილს მიმჟღავნებ ჩემს ოჯახზე, მე არ მაქვს უფლება ჩემი ოჯახი დავიცვა? გამოდის მეზობელი, დედამთილი, აბსურდს ლაპარაკობს და მე ჩემი ოჯახის თავმოყვარეობა არ უნდა დავიცვა? თუ ქუჩაში მყავს ჩემი და ნაპოვნი?“, - განაცხადა ლანა პაპიძემ.

     

     

  • გორში ყოფილი ცოლის და მისი მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა,თავი მოიკლა

    ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ერთი თვის წინ გორში ყოფილი მეუღლის სიკვდილშია ეჭვმიტანილი ,  სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა .მამაკაცმა, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო. ცხედარი მეზობლებმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში იპოვეს.ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 115 -ე მუხლით დაიწყო. შეგახსენებთ, საზარელი შემთხვევა გორში,თებერვლის დასაწყისში მოხდა.პროკურატურის ინფორმაციით  მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილი ცოლი და მისი მეუღლე  მოკლა.დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კახა კისიშვილმა შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა. მას სამართალდამცავები ერთი თვის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური