ესტონეთში რუსეთის „მწვანე კაცუნების“ დაცხრილვისთვის ემზადებიან

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 14 მაისი 2015 17:22

ესტონეთის არმიის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი რიჰო ტერასი Financial Times-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ქვეყანა რუსეთის საიდუმლო სპეცდანიშნულების რაზმებთან, ე.წ. „მწვანე კაცუნებთან“  შესახვედრად მზად არის. ესტონელ სამხედროებს აქვთ ბრძანება, რომ გამოჩენის შემთხვევაში, ნებისმიერ მათგანს ესროლონ.

გენერალ-ლეიტენანტის განცხადებით, ესტონეთი და მისი ბალტიისპირელი მეგობრები საერთოდ არ გვანან უკრაინას. 1,3 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანა მსოფლიოს დონის, ნატოს უმნიშვნელოვანეს სამხედრო სწავლებაში მონაწილეობს. „ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ხდება რუსეთში და მზად ვიყოთ,“ - ამბობს ოფიციალური პირი.

„იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის აგენტები ან სპეცრაზმელები ესტონეთის ტერიტორიაზე შემოაღწევენ, თქვენ მათ უმალ უნდა ესროლოთ,“ - ბრძანა რიჰო ტერასმა.

„თუ ვინმე სამხედრო ნიშნის არმქონე ჩვენს ტერიტორიაზე ტერაქტს განახოციელებს, თქვენ ის უნდა ჩაცხრილოთ,“ -დაამატა მან.

ნატომ რამდენიმე თვე დახარჯა იმაზე, თუ რა პოზიციის დაჭერაა უმჯობესი ალიანსისთვის „მოსკოვის ფეთქებადი ტაქტიკის“ წინააღმდეგ - წერს Financial Times.

რიჰო ტერასი დარწმუნებულია, რომ ნატო მზად უნდა იყოს რუსეთთან დაპირისპირების შემთხვევაში ესტონეთს მხარი დაუჭიროს. იგი ასევე მიიჩნევს, რომ ნალიანსის წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის სფეროზე სოლიდური თანხის გამოყოფაზე უნდა იფიქროს. რიჰო ტერასს ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში თავდაცვაზე ხარჯების შემცირების ფაქტი ძალიან აწუხებს. 

წაკითხულია 773 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური