მაკედონიაში საპროტესტო აქციები გრძელდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 14 მაისი 2015 16:58

მაკედონიის რესპუბლიკის დედაქალაქ სკოპიეში საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. აქციის მონაწილეები ქვეყნის ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ. აქცია მთავრობის უსაფრთხოების ძალებსა და ანტი-სამთავრობო ჯგუფებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დემონსტრანტები მაკედონიის დროშას და პლაკატებს აფრიალებდნენ ლოზუნგებით: „პროტესტი“ და „გადადექით“.

დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქ კუმანოვოში ტერორისტული აქტი განხორციელდა. გასულ კვირას შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 8 პოლიციელი. სამართალდამცავებმა 30 თავდამსხმელი უკვე დააკავეს. 

წაკითხულია 692 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური