დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 18:04

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე თანამდებობიდან გადადგა. სანდრო ბრეგაძე თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გადაგა.ინფორმაცია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გვერდზე გამოქვეყნდა.
პოსტის დატოვების შესახებ ინფორმაცია ბრეგაძემ სოციალურ ქსელშიც დაწერა. 
„მე გადავდექი!!! უფრო სწორად ყველაფერი გააკეთეს, რომ გადავმდგარიყავი, რადგან კატეგორიულად მომთხოვეს ჩემს პრინციპებზე უარის თქმა!!!! დიახ!!! ერთსქესიანთა ქორწინება არასოდეს დაკანონდება, ვერც ეკლესიას და პატრიარქს შეაგინებს ვინმე და ჩვენც ეროვნული სახელმწიფო გვექნება!!!“ – წერს სანდრო ბრეგაძე პირად გვერდზე.

წაკითხულია 635 ჯერ

Related items

  • განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე ჩეხეთთან შეთანხმება გაფორმდა

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ დანა პრუდიკოვამ განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი და დაწყებითი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

    ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეები სისტემატიურად გაცვლიან ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებულ სიახლეებზე; ხელს შეუწყობენ მეცნიერების, განათლების ექსპერტებისა და სტუდენტების მონაწილეობას ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციებში, კონგრესებსა და სიმპოზიუმებში; გაღრმავდება პროფესიულ, უმაღლეს დაწესებულებებსა და სამეცნიერო/კვლევით ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობა; მხარეები ასევე წაახალისებენ თანამშრომლობას ევროკავშირის პროგრამებსა და პროექტებში; ორივე მხარის მეცნიერთა მონაწილეობას, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ საერთაშორისო კონკურსებში; ხელს შეუწყობენ მშობლიური ენის სწავლებასა და დიასპორის აქტივობებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში; ხელს შეუწყობენ სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტების აკადემიური პერსონალისა და მკვლევარების გაცვლას, სწავლისა და ლექციების წაკითხვის მიზნით; ასევე, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების გაცვლას, ასევე უზრუნველყოფენ მათ მონაწილეობას საზაფხულო სკოლებში და სხვ.

  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში TWINNING-ის პროექტი დასრულდა

    დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში“ "TWINNING" პროექტის - "საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტის დახურვას  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების, საავიაციო ინდუსტრიისა და სხვა პარტნიორი უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

    ღონისძიებაზე მხარეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა შეაჯამეს და ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოების კუთხით მიღწეული შედეგების შესახებ პრეზენტაცია გამართეს. როგორც აღინიშნა, ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტი - "საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან" მიზნად ისახავდა ქვეყანაში მოქმედი საავიაციო კანონმდებლობის სრულყოფასა და მისი ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, ასევე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლების სტრუქტურულ და ინსტიტუციონალურ გაძლიერებას. პროექტი 2015 წლის ივნისში დაიწყო და მისი ბიუჯეტი 1,23 მილიონ ევროს შეადგენდა.

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, ეს არის მნიშნელოვანი პროექტი, რადგან ის უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და რეგულაციების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესს. 

    "ეს არის თანამშრომლობის მეორე პროექტი, რომელიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან განახორციელეს იმის ფონზე, რომ ავიაკომპანიების ძალიან მზარდი ნაკადი   გვაქვს.  მოგეხსენებათ, რომ 2017 წლის პირველ 7 თვეში 48%-იანი ზრდა გვაქვს. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც აღნიშნული სტანდარტები უზრუნველყოფენ უსაფრთხოების, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლის დროს მათი რეგულაციების და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პრინციპებს.  ჩვენ ვხდებით ერთიანი ევროპული საჰაერო სივრცის წევრები და ამისთვის ეს  აუცილებელი წინაპირობაა“ - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა. 

    "პროექტი 27 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხორვატიელ და გერმანელ კოლეგებთან ერთად მასში ჩართულნი იყვნენ ავსტრიელი კოლეგები. პროექტი ეხებოდა ევროკავშირის საავიაციო მოთხოვნებთან ჩვენი მოთხოვნების დაახლოებას, ეროვნული ნორმატიული აქტების  მომზადებას. ძალიან ნაყოფიერი შრომის შედეგად გადმოტანილი იყო  რეგულაცია ჩვენს სამართლებრივ სივრცეში. რაც მთავარია, გაანალიზდა ის მოთხოვნები, რაც ევროკავშირთან მიმართებაში გვაქვს, გაიწერა სამოქმედო გეგმა, ასევე გაანალიზდა პროცესები და დაიგეგმა შემდგომი საქმიანობისთვის  აუცილებელი ნაბიჯები“ - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენელმა ლევან კარანაძემ.

    ავსტროკონტროლის პროექტის ლიდერის, ვილჰელმ იაგრიჩის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის  ეს ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯია.  

    "ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენთვის. საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა ავიაციის, ევროპული სტანდარტების დანერგვისა და მათი უსაფრთხოების კუთხით.  ეს ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ავიაციის სექტორისთვის, არამედ განვითარების ზრდის კუთხით. ეს შედის როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების ინტერესებში“ - განაცხადა ვილჰელმ იაგრიჩმა.

  • ტრენინგი „ფინანსური განათლება“ ჯარში დაიწყო

    საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ტრენერების ტრენინგი „ფინანსური განათლება ჯარში“ დაიწყო. ტრენინგის მიზანს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ფინანსური განათლების კუთხით ცნობიერების ამაღლება და ფინანსურ ვალდებულებებთან, ფინანსების გონივრულად მართვასთან დაკავშირებით, საჭირო უნარების განვითარება წარმოადგენს. ტრენინგის შედეგად, სამხედრო მოსამსახურეები ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის სწორ ფორმებს შეისწავლიან.

    ტრენინგის პირველი ეტაპი კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში იმართება. კურსი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაალ კაპანაძემ გახსნა, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პარტნიორებს თავდაცვის სამინისტროს სახელით მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, მურთაზ კიკორიამ და საქართველოში გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის რეგიონულმა დირექტორმა, ანია დაინცერმა მიმართეს, მონაწილეებს წარმატებები უსურვეს და აღნიშნულ პროექტში მათი ორგანიზაციების ჩართულობასა და როლზე ისაუბრეს.

    ღონისძიებას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, დანიელ ჰაასი დაესწრო, რომელმაც ყურადღება ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო კავშირზე ისაუბრა. გამომსვლელებმა პროექტის განხორციელების პროცესში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსა და გერმანიის საელჩოს მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნეს.

    ღონისძიებაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და საქართველოში გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც იოსებ ნოლტე იმყოფებოდნენ.

    ტრენინგში მონაწილეობას 85 სამხედრო და სამოქალაქო პირი იღებს. მსმენელები ოთხ ჯგუფად განაწილდებიან და სამი დღის განმავლობაში მნიშვნელოვან ინფორმაციებს პროფესიონალი ტრენერებისგან მიიღებენ. მონაწილეებს შორის შეიარაღებული ძალების ის წარმომადგენლები არიან შერჩეულები, რომლებსაც მოგვიანებით, კოლეგებისთვის ტრენინგების ჩატარებისა და ცოდნის გაზიარების შესაძლებლობა ექნებათ.

    პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ შორის არსებული სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ დაფინანსებით განხორციელდა. ტრენინგს ეროვნული ბანკისა და გერმანული მხარის მიერ შერჩეული კვალიფიციური ტრენერები უძღვებიან.

    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჰყავდეს განათლებული, ინტელექტუალურად განვითარებული, მოაზროვნე ჯარისკაცი. უწყების ხელმძღვანელობა სამხედრო მოსამსახურეების პროფესიული დონის ამაღლებასა და სხვადასხვა მიმართულებით ცნობიერების გაზრდაზე რეგულარულად ზრუნავს.

  • შს მინისტრის მოადგილე ამერიკის შეერთებული შტატების სენატორს შეხვდა

    შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას სენატორი ჯო დონელი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
    მხარეებმა, აშშ-ს თავდაცვისა და ენერგეტიკის დეპარტამენტებთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შს სამინისტროში განხორციელებული სხვადასხვა პროექტის შედეგები შეაჯამეს.
    სამინისტროს ცნობით, საქართველოს შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებმა სტუმრებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) საფრთხეებსა და გამოწვევებზე რეაგირების მექანიზმები გააცნეს. შეხვედრის მონაწილეები სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
    შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ ამერიკელ სტუმრებს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ავტომანქანები დაათვალიერებინა, რომელთა მეშვეობითაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ბირთვული და რადიაციული საფრთხეების აღმოჩენა და შესაძლო წყაროების გამოვლენა ხდება.
    ვიზიტის ფარგლებში, სენატორმა ჯო დონელიმ და დელეგაციის წევრებმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში არსებული ეროვნული ანალიტიკური ცენტრი მოინახულეს, რომელიც სასაზღვრო გამტარ პუნქტებში დამონტაჟებული რადიაციული პორტალების შედეგების ანალიზს უზრუნველყოფს. სტუმრებმა, ასევე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სადახლო“ და საზღვარზე არსებული ინფრასტრუქტურა და ბირთვული და რადიაციული საფრთხეების გამოვლენისთვის საჭირო აღჭურვილობა დაათვალიერეს.

  • მემორანდუმი საქართველოსა და ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის

    საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვისა და ოჯახის დაგეგმარების კომიტეტის მინისტრის მოადგილემ, ვან პეიანმა სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
    საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვისა და ოჯახის დაგეგმარების კომიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის, ინფრასტრუქტურული, კლინიკური დარგების სპეციალისტების გაცვლისა და საქართველოში ჩინური ტექნოლოგიების, ასევე სამედიცინო აღჭურვილობის დანერგვის შესაძლებლობებს მოიცავს.
    დავით სერგეენკოს განცხადებით, მემორანდუმი ორი ძირითადი შეთანხმების საფუძველზე შედგა. „აღნიშნული მემორანდუმი მოიცავს არსებული თანამშრომლობის გაფართოებას. ამის ძირითადი საფუძველი არის ორი შეთანხმება - ერთი, რომელიც ჩინეთში ვიზიტისას შედგა და მეორე - მთავრობათაშორისი შეთანხმება აბრეშუმის გზის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების შესახებ,“ - განმარტა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
    დელეგატებთან შეხვედრას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ესწრებოდა. შეხვედრაზე ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის სისტემა, სახელმწიფო პროგრამები, მათ შორის დედათა და ბავშვთა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები მიმოიხილეს. ასევე, „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციაზე“ იმსჯელეს და სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს.
    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვისა და ოჯახის დაგეგმარების კომიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო და 7 სექტემბერს დასრულდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური