თურქულ კომპანიას მესტიის საკურორტო ზონაში ფრენების განხორციელების ნებართვა მიენიჭა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 16:22

მესტიაში Heli-skiing ტურების ორგანიზებასა და ტურისტული ჯგუფების მომსახურებას თურქული კომპანია GUNEYDOGU HAVACILIK ISLETMESIAS განახორციელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სამოქალაქოავიაციისსააგენტომ“დააკმაყოფილა კომპანიის განაცხადი მიმდინარეწლის მარტიდან აპრილისჩათვლითმესტიისსაკურორტოზონაში ოპერირებისგანხორციელებისთაობაზე.

 ვერტმფრენების კომპანიამესტიის საკურორტო ზონაში ოპერირებას ქართულ „SkiGeorgia“ ჯგუფთან პარტნიორობით გეგმავს. ფრენები თურქული კომპანიის კუთვნილი ორი ერთეული Eurocopter AS 350 83-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით, ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, ვიზუალური ფრენის წესებით (VFR) განხორციელდება.

„Heli-Skiing”-ი ექსტრემალური სპორტის სახეობაა და მოთხილამურეებისადასნოუბორდისტებისგან დაკომპლექტებული მცირე ჯგუფებისვერტმრენებით გაუკვალავთოვლშიგადასხმას და პროფესიონალი ინსტრუქტორების დახმარებით მათვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს. სათავგადასავლო ტურიზმის მიმდევრები ტურების დაჯავშნას წინასწარ, ზამთრის სეზონის დადგომამდე ახდენენ.

 საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების თაობაზე  სამოქალაქო ავიაციის სააგენტომიმდინარე  წელს მესამე განაცხადს აკმაყოფილებს. გერმანული „HTM Helicopter Travel Munich GmbH“-ისა  და ავსტრიული „Wucher Helikopter Gmbh“-ის კუთვნილი ვერტმფრენები გუდაურის საკურორტო ზონაში ოპერირებენ.

აღნიშნული კომპანიების ოპერირება ხელს შეუწყობს ზამთრის ტურიზმის განვითარებას საქართველოში, უცხოელი ტურისტების მოზიდვას ქვეყნის სათხილამურო კურორტებზე და ზამთრის ტურიზმისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას.

 

წაკითხულია 640 ჯერ

Related items

  • კოვიდ-19-ის ვაქცინა შეიძლება ოქტომბრისთვის იყოს ხელმისაწვდომი

    ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აცხადებს, რომ შეიძლება, კოვიდ-19-ის ვაქცინა მზად ოქტომბრის ბოლოსთვის იყოს. ამის შესახებ TRT-ქართული წერს.

    კომპანია Pfizer–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ ამერიკულ CBS-ის ტელევიზიას განუცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინა ცდების დასკვნით ეტაპზე იმყოფება.

    მისივე თქმით, ვაქცინის წარმოებაში ჩაშვება წლის ბოლომდე შეიძლება, თუ ის „უსაფრთხო და ეფექტური“ იქნება.  „თუ ყველაფერი კარგად წარიმართება და ჩვენ გვექნება საკმარისი მტკიცებულება მისი უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ვაქცინა შეიძლება ხელმისაწვდომი ოქტომბრისთვის გახდეს“, - განაცხადა ალბერტ ბურლამ.

     

  • კომპანიამ „პორშე ცენტრი თბილისი“ პირველი სრული ელექტრომობილი „Taycan“-ი წარადგინა

    24 ივლისს, თბილისში გაიმართა საზეიმო ღონისძიება, სადაც „პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორმა პეტრე წაქაძემ მედიის წარმომადგენლებს ავტოკონცერნ „პორშეს“ პირველი სრული ელექტრომობილი „Taycan“-ი, წარუდგინა. პ. წაქაძემ დაწვრილებით ისაუბრა ახალი ელექტრო ავტომობილის უპირატესობაზე და აღნიშნა, რომ ეკოლოგიურად სუფთა ელექტრომობილი 450 კმ-ს გადის და მის დამუხტვას სულ რაღაც 3-4 საათი სჭირდება.

    კომპანიამ ინსტალაციის დახმარებით გადაწყვიტა მიეტანა თავისი სათქმელი მომხმარებლებისთვის. 17 ივლისს, თბილისში, ღვინის ქარხნა #1-ის ტერიტორიაზე გამოჩნდა ინსტალაცია, რომელზეც გამოსახულია ლათინური სიტყვა „SOUL“, სადაც „O“ ბორბლის და წყლის წისქვილის შინაარსის მატარებელია. ბორბალი გადაამუშავებს წყალს და ფუნქციურად ელექტროენერგიას აწვდის ინსტალაციას. ინსტალაციის განათება აწყობილია პორშეს ავტო ნაწილებით, ინსტალაცია დოდო ჩხეიძემ შექმნა. სული შეგვიძლია ყველაფერს შთავბეროთ და გავიაზროთ მისი არსი. ინსტალაციის შინაარსის გაგებაში მასზე დამონტაჟებული ტექსტი დაგეხმარებათ - „სული არის შინაარსი და სხეული არის ფორმა“. 

    „Soul Electrified“ ანუ სულის ელექტრიფიცირება, ასე ჟღერს „Taycan“-ის მთავარი საკომუნიკაციო გზავნილი, რომელიც პორშესთვის დამახასიათებელ ემოციურ და სპორტულ ხასიათს, ელექტრულ ენერგიაზე გადაყვანის მიუხედავად ინარჩუნებს. „პორშე ცენტრი თბილისის“ კამპანიის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის, ქართველ აუდიტორიამდე „Taycan“-ის ღირებულებების გასაგებ ენაზე მიტანა. 

    კამპანიის პირველ ეტაპზე საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ერთი და იგივე კითხვა დაუსვეს - რა არის სული?“, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პასუხი განსხვავებული იყო, ყველა მათგანს აერთიანებდა „გრძნობა“, როგორც სულის მთავარი განმსაზღვრელი ნიშანი, ეს კი პორშეს ღირებულებებთან ძალიან ახლოს დგას.

    შეგახსენებთ, რომ 2019 წელს „პორშეს“ ბრენდმა თავისი პირველი ელექტრო ავტომობილი „Taycan“ წარუდგინა მსოფლიოს. „პორშეს“ ისტორია სწორედ ელექტრო ავტომობილით დაიწყო, ჯერ კიდევ 1898 წელს, ფერდინანდ პორშეს მიერ დაპროექტებული პირველი ავტომობილი ელექტროძრავით იყო აღჭურვილი.

    „პორშეს“ ბრენდი ლეგენდარულ 70 წლიან ისტორიას ითვლის. მისი ლეგენდარულობა ორი მთავარი მიზეზით არის განპირობებული, პირველი ეყრდნობა გამოცდილებას, ცოდნას და შრომას, „პორშე“ არასდროს ღალატობს მისთვის დამახასიათებელ მაღალ ხარისხს, პროფესიონალიზმს და ინოვაციურობას; მეორე მიზეზი აბსტრაქტულია - ემოცია, კავშირის მთავარი დამამყარებელი მომხმარებელსა და ავტომობილს შორის, შეგრძნება რომელსაც „პორშეს“ მართვისას იღებს მძღოლი. ყველა მოდელი 911-ის “დნმ”-ით იქმნება და ბრენდის სპორტული სული იგრძნობა როგორც მის ქროსოვერებში, ასევე ბიზნეს კლასის სედანის ტიპის ავტომობილებში. სწორედ ამიტომ, ბრენდი ხშირად იყენებს „სულს” იმის განსამარტავად, რომ ყველა ავტომობილი ერთი სპორტული ხასიათის მატარებელია, მათ შორის „Taycan“-იც, რომლის „სული“ იგივე დარჩა და ზუსტად ის ემოციური „პორშეა“ რომელიც გიყვართ, განსხვავებული ენერგიის წყაროთი.

     

  • GM Pharma-ს ახალი სტრატეგიული პარტნიორი - ევროპული კომპანია „CINFA“

    GM Pharma წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები)  იწარმოება საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

    ბოლო პერიოდში GM Pharma-ს  პროდუქციაზე მოთხოვნილების მნიშვნელოვანი მატების გამო, განსაკუთრებით საზღვარგარეთ კომპანიის ზრდის მასშტაბებიდან გამომდინარე, გარკვეული პროდუქტების ფარმაცევტული წარმოების ევროპის სხვადასხვა კომპანიაში დაწყების აუცილებლობა დადგა.  ამიტომ  GM Pharma-ს და ესპანურ კომპანია Cinfa-ს შორის გაფორმდა სალიცენზიო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც Cinfa კონტრაქტულ წარმოებაში GM Pharma-ს სტრატეგიული პარტნიორი გახდა. აღნიშნული სალიცენზიო შეთანხმების თანახმად Cinfa-მ მის საკუთრებაში მყოფ ევროკავშირის  GMP-სერტიფიცირებულ ქარხანაში GM Pharma-სთვის დაიწყო პრეპარატის - მონსერა - წარმოება.

    მონსერა ესპანეთში წარმოებული  პროდუქტია, რომელიც წარმატებით გამოიყენება კარდიოვასკულური დაავადებების სამკურნალოდ მთელს მსოფლიოში. ცნობილია, რომ კარდიოვასკულური დაავადებები ხასიათდება გართულებების (ინფარქტი, ინსულტი) და სიკვდილობის  მაღალი მაჩვენებლებით, ამიტომ აღნიშნული კატეგორიის პაციენტთა მკურნალობისთვის თანამდროვე და ხელმისაწვდომი მედიკამენტების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

    GM Pharma-ს პრეპარატთა ჩამონათვალში არის თანამედროვე მედიცინისთვის აქტუალური პროდუქტები, რომლებიც რეკომენდებულია უკანასკნელი წლების  საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით.  სწორედ ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი - მონსერა -  დაემატა  GM Pharma-ს პორტფელს. უახლოეს მომავალში აღნიშნული პრეპარატი GM Pharma-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ დაინერგება საექსპორტო ბაზრებსა და საქართველოში, სულ ექვს ქვეყანაში.  

    სინფა ჯგუფი წარმოადგენს მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის წლიურმა ბრუნვამ 2019 წელს ნახევარი მილიარდი ევრო შეადგინა. კომპანიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს 5 ფარმაცევტული ქარხანა და ჰყავს 2000 თანამშრომელი.

    GM Pharma-ს სამომავლო გეგმებშია ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში (ამპულების, ლიოფილიზატების, ორალური ხსნარების საწარმოო სიმძლავრეების დამატება), წარმოების მოცულობის ხუთჯერადი გაზრდა, ყოველ წელს ერთი ახალი საექსპორტო ბაზრის დამატება (ევროკავშირის ფარმაცევტულ ბაზარზე შესვლის ჩათვლით) და 2025 წლამდე ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტის 100 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდა.

  • კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის ტარიფი შეუმცირა

    საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციით, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“, რომელიც საქართველოში ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიაა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მის ქსელში ჩართულ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის სამომხმარებლო ტარიფი 10 თეთრით შეუმცირა.

    აღნიშნული უწყების ცნობით, მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში ყველა ეს ობიექტები ერთ კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრის ნაცვლად 76 თეთრს გადაიხდიან.

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პურის ქარხნებსა და საცხობებს მისცემს შესაძლებლობას, შეინარჩუნონ პურის ფასი, რაც დღეისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობისთვის.

    ეკონომიკის მინისტრმა გულითადი მადლობა გადაუხადა კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ხელმძღვანელობას მიღებული გადაწყვეტილებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი სახის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

  • PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“

    დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი - ბიზნესი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის ტრენინგების ჩატარების იდეას კომპანია PSP პირველი გამოეხმაურა.

    24 თებერვალს PSP აკადემიაშიშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით კერძო სექტორისთვის პროექტის პირველი ტრენინგი ჩატარდა. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით კერძო სექტორისთვის ტრენინგების პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორია ახორციელებს.

    ტრენინგების მიზანი მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანიების თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება და კომუნიკაციის გაუმჯობესებაა სხვადასხვა საჭიროების მქონე თანამოქალაქეებთან. სწორედ ამიტომ ტრენინგს PSP-ს სერვისი უზრუნველყოფის, აფთიაქების მენეჯერები, მომხმარებელთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, ტრენინგ-ცენტრის, იურიდიული, რეგიონალური, HR დეპარტამენტების თანამშრომლები დაესწრნენ. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას როგორ მოიქცნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, რომ არ შეიქმნას უხერხული სიტუაციები, როგორც უნებლიე დისკრიმინაციით (მაგ. არასწორი ტერმინოლოგიის გამო) ან მეტისმეტი მზრუნველობის ფონზე.

    „PSP-ს მთავარი ორიენტირი 25 წელია მოხმმარებლის ინტერესები და მათზე ზრუნვაა; ამიტომ ჩვენ შემოთავაზების მიღებისთანავე გამოვხატეთ მზაობა გავცნობოდით და მომსახურების პროცესში დაგვენერგა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული მითითებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან თანასწორი ურთიერთობის შესახებ. მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ნაკლებად აქვთ ინფორმაცია და შესაბამისი ცოდნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კომუნიკაციის კუთხით, რაც ხშირად იწვევს უხერხულ სიტუაციებს, განსაკუთრებით ზედმეტი ყურადღების და მზრუნველობის გამოხატვით. ტრენინგზე მიღებულ ინფრომაციას კომპანიის ყველა თანამშრომელს გავაცნობთ, რაც ჩვენს მომსახურების პროცესს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში თანასწორუფლებიანს და კომფორტულს გახდის“- აცხადებენ -PSP-ში.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური