ფილადელფიაში 7 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 14 მაისი 2015 16:28

ფილადელფიაში სამგზავრო მატარებლის რელსებიდან ამოვარდნის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ევრონიუსი ავრცელებს. სპეციალური სამუშაოების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ მძოღლმა სიჩქარის ლიმიტს ორჯერ გადააჭარბა, მეორე შემთხვევა კი ტრაგიკულად დასრულდა.

ექსპერტების თქმით, მატარებლის საბორტო თვითმწერი ბოლომდე გაშიფვრას საჭიროებს. ეროვნული ტრანსპორტირების უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლის განცხადებით, მატარებლის მაქსიმალური სიჩქარე საათში 80 კილომეტრს უდრიდა, აღნიშნული მატარებლის მძღოლმა კი საათში  170 კილომეტრი დაფარა.

შემთხვევის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, რამდენიმე მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. ოფიციალური პირების განცხადებით,  მატარებელში 243 მგზვარი იმყოფებოდა, თუმცა მათ ყველა მგზავრზე ინფორმაცია არ აქვთ.

წაკითხულია 708 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური