ვატიკანი პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას ფორმალურად აპირებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 14 მაისი 2015 16:22

ვატიკანი პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას ფორმალურად აპირებს. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც ხელს ოფიციალური პირები მალე მოაწერენ, უკვე მზადაა.  ვატიკანმა გადაწყვეტილება  პალესტინის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის რომში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო.

პალესტინელმა კანონმდებლმა, ჰანან აშრავმა ვატიკანის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა არა მხოლდო პოლიტიკური, არამედ მორალური კუთხით.  არსებობს ვერსია იმის შესახებ, რომ ვატიკანის ეს ნაბიჯი, შესაძლოა, რელიგიური ინტერესებიდან გამომდინარეობდეს, ვინაიდან პალესტინის ტერიტორიაზე უამრავი ქრისტიანული წმინდა ადგილია. გარდა ამისა, ერთ-ერთი მოსაზრებით, რომის პაპი ცდილობს, ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანი მრევლის წარმომადგენლობა გააძლიეროს მაშინ, როდესაც ათასობით არაბი ქრისტიანი ისლამისტების მხრიდან ძალადობის მსხვერპლია. 

ისრაელმა ვატიკანის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესებს ხელს შეუშლის.

შეგახსენებთ, რომ ამ კვირას პრეზიდენტი აბასი რომის პაპთან მოლაპარაკებებს გამართავს. ის ორი პალესტინელი მონაზვნის კანონიზების ცერემონიასაც დაესწრება.

წაკითხულია 527 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს

ლიბერთი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს

ლიბერთი ბანკი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან...

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური