ეროვნული ჩემპიონატის რეფორმა ზაფხულიდან დაიწყება

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 10:28

ფეხბურთის განვითარების 5-წლიანი სახელმწიფო პროგრამის ეროვნული ჩემპიონატის რეფორმას ითვალისწინებს, როგორც ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა პროგრამის ოფიციალურ პრეზენტაციაზე განაცხადეს,  2016 წლის ზაფხულიდან დაიწყება მოკლე, გარდამავალი, თუმცა სრულფასოვანი ჩემპიონატი, რომელიც დეკემბრის პირველ რიცხვებში დასრულდება: 16 გუნდი 8-8-გუნდიან ორ ჯგუფად დაიყოფა და ორ წრედ (14 მატჩი) ითამაშებს. ჩემპიონი ჯგუფების გამარჯვებულს შორის გამოვლინდება, ისევე, როგორც ევროსაგზურების მფლობელები. გარდამავალ ჩემპიონატში პირველი ლიგიდან გუნდი არ დაწინაურდება. გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ 10-10 გუნდი ითამაშებს PRO ლიგა 1-სა და PRO ლიგა 2-ში. ორ 10-10-გუნდიან ჯგუფად დაიყოფა ეროვნული ლიგა 1 (ანუ რეგიონული ლიგა). გარდა ამისა, ჩამოყალიბდება კიდევ ერთი რეგიონული ლიგა - ეროვნული ლიგა 2, სადაც გუნდების რაოდენობა ჯერ განსაზღვრული არაა. 
2017 წლიდან ჩემპიონატი გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავა - მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. ამას გარდა, დუბლების ჩემპიონატის ნაცვლად 20-გუნდიანი 19-წლამდელთა ჩემპიონატი გაიმართება. გამარჯვებული ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

წაკითხულია 388 ჯერ

Related items

  • განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის პრეზენტაცია

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.

    რეფორმა განათლების სისტემის კომპლექსურ ცვლილებებს გულისხმობს და მოიცავს როგორც სკოლამდელ, ასევე, ზოგად, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას.

    განათლების რეფორმის ფარგლებში 2021-2023 წლებისათვის სასკოლო მზაობის პროგრამა უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ყველა აღსაზრდელებისთვის. გარდა ამისა, დაინერგება ახალი სასწავლო პროგრამები და რესურსები, რომლებიც ინკლუზიური და სამოქალაქო განათლების პრინციპებს დაეფუძნება. შემუშავდება და დამტკიცდება მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელი და სახელფასო პოლიტიკა.

    ზოგადი განათლების მიმართულებით შემუშავდა უნარებისა და ღირებულებების განვითარებაზე, კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებაზე, სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებასა და წიგნიერებაზე ორიენტირებული „ახალი სკოლის“ მოდელი. იგი სკოლების ავტონომიასა და დეცენტრალიზაციას, უნიფიცირებული მიდგომიდან დიფერენცირებულ მიდგომაზე გადასვლას, სკოლის დირექტორის ლიდერად ჩამოყალიბებას, გადამზადებულ პედაგოგებს გულისხმობას. „ახალი სკოლის“ მოდელის პილოტირება 150-ე საჯარო სკოლაში წარმატებით განხორციელდა და მისი დანერგვა ეტაპობრივად 2024 წლისათვის ყველა სკოლაში მოხდება.

    „ახალი სკოლის“ მოდელის ფარგლებში სკოლებში განახლდება კომპიუტერული კლასები, აღიჭურვება ინტერნეტითა და WiFi-ით. პირველკლასელთა ნეტბუქები მოდიფიცირდება თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებით (მაგ. Minecraft Education Edition, Scratch და სხვა). განვითარდება ვებგვერდის el.ge, სადაც თავმოყრილი იქნება საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსები. დაინერგება სთრიმინგ გაკვეთილები. საინტერესო სპიკერები ონლაინ რეჟიმში ჩაატარებენ ლექციათა ციკლს, რომელიც მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და მათემატიკური და ალგორითმული უნარების გაღრმავებაზე იქნება ორიენტირებული.

    2018-2019 სასწავლო წელს მე-11 და მე-12 კლასელთათვის მოიხსნა გამოსაშვები გამოცდები. შეფასების ახალი მოდელის მიზანია უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი ზრდა, ეროვნული გამოცდების პროგრამის სასკოლო პროგრამასთან დაახლოება და მშობლების დანახარჯების შემცირება.

    2020 წლიდან მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება: ქართულსა და უცხო ენაში. მესამე კი უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით განისაზღვრება: მათემატიკა - ტექნიკური, ხოლო ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.

    მასწავლებლებისთვის გაუქმება კრედიტქულები. პედაგოგები გათავისუფლდებიან თვითშეფასების ვალდებულებისაგან. გამარტივდება და დაჩქარდება პროფესიაში კადრების შესვლის გზები.

    2019 წელს თბილისსა და რეგიონებში 9 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და 265 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდება. განახლდება 8 სპეციალური სკოლაც. დაიწყება 35 ახალი სკოლის მშენებლობა. დაგეგმილია განათლებისა და მეცნიერების ქალაქის აშენება, რომელიც სხვადასხვა საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს.

    უსაფრთხო, ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შესაქმნელად მანდატურის სამსახური სამ მნიშვნელოვან რგოლს გააერთიანებს: მანდატურს, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებსა და კრიზისული ინტერვენციის ჯგუფს, რომელიც კრიზისულ სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით შეიქმნა. 2019-2020 წლებში მანდატური წარმოდგენილი იქნება დამატებით 260 საჯარო სკოლაში. 8 არსებულ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს 2019 წელს სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში ორი ახალი დაემატება. გარდა ამისა, შეიქმნება მანდატურის სამსახურის 8 რეგიონული ცენტრი.

    პროფესიული განათლება რეგიონული განვითარების საჭიროებებსა და სწრაფ დასაქმებაზე იქნება ორიენტირებული. დაგეგმილია ახალგაზრდების პროფესიული მიმართულებით დაინტერესება და მათთვის მომზადება-გადამზადების პროგრამების შეთავაზება. პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების ატესტატს გაუთანაბრდება. კერძო სექტორთან თანამშრომლობით კერძო პროფესიული სასწავლებლებიც დაარსდება.

    უმაღლესი განათლების კუთხით შემუშავდა ორწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG 2015) დანერგვას ისახავს მიზნად. იგეგმება ცენტრის გაწევრიანება ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR), რაც უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული დიპლომების უპირობო აღიარებას ევროპაში და ქართველი და უცხოელი სტუდენტების მობილობა.

    მეცნიერების მიმართულებით 2019 წელს ფონდი ევროკომისიის ინიციატივაში EURAXESS საქართველოს გაწევრიანდება. შეიქმნება EURAXESS-Georgia პორტალი, რომელიც EURAXESS-ის პანევროპულ პორტალთან ინტეგრირდება. პორტალში ამჟამად 40-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. EURAXESS-ში ჩართვა ქართველი მკვლევრებისათვის ხელმისაწვდომს გახდის ევროკავშირის შიდა სამეცნიერო რესურსებს და გაზრდის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში ჩართვის შესაძლებლობას. გამოიცემა ახალი რეფერირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის „საქართველოს მეცნიერების“ (Georgian Science). სახელმწიფო სრულად დააფინანსებს საჯარო და კერძო უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომას.

    განათლების რეფორმა ყველა მიმართულებისათვის კომპლექსურ და მათ შორის ინტერდისციპლინურ მიდგომებს გულისხმობს, რაც განათლების ერთიანი სისტემის ტრანსფორმაციას უზრუნველყოფს.

     

     

  • დიმიტრი ქუმსიშვილი - მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ჩვენ კიდევ ერთ ახალ რეფორმას ვიწყებთ

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა თურქეთის დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეროვნული ბანკის, საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს საბანკო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის და მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ახალი ინიციატივები.

    შეხვედრაზე თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ გამოცდილებაზე ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თურქეთის საკრედიტო საგარანტიო ფონდის მიერ შემოთავაზებულ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების საგარანტიო მექანიზმებზე. აღნიშნული მექანიზმები თურქეთში წარმატებით ფუნქციონირებს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას და ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას, რაც შესაბამისად აისახა დასაქმებასა და ეკონომიკური ზრდაზე.

    „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და აღნიშნული სეგმენტისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, ჩვენ კიდევ ერთი ახალი რეფორმის დაწყება გვსურს. საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი, რომელზეც დღეს ვსაუბრობდით, თავისი შინაარსით არის საგარანტიო ფონდი, რომელიც კომერციული ბანკებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული სესხების უკან დაბრუნების გარანტორად გამოდის. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ აღნიშნული რეფორმა კიდევ ერთ სტიმულს მისცემს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში და შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.

    აღსანიშნავია, რომ დაკრედიტების საგარანტიო მექანიზმები წარმატებით გამოიყენება ევროპის მრავალ ქვეყანაშიც და მათი მიზანია ეკონომიკის დამატებითი დაკრედიტების ხელშეწყობა და ბაზრის ჩავარდნების აღმოფხვრა, რომლებიც ხელს უშლის სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში. საკრედიტო საგარანტიო ფონდების პოპულარობა, განსაკუთრებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაიზარდა, რადგან ამ გზით მნიშვნელოვნად მარტივდება ფინანსებზე წვდომა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, რაც ეკონომიკური ზრდას მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს.

  • პროფესიული რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპის შედეგების შეჯამება

    განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპის შედეგების შეჯამების, არსებულ გამოწვევებზე რეაგირების და რეფორმის სამომავლო ნაბიჯების განხილვის მიზნით შეხვედრა გამართა იმ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან, რომლებიც მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.

    შეხვედრის მიზანი იყო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისგან ინფორმაციის მიღება მოდულური და დუალური პროგრამების დანერგვის მიმდინარეობის შესახებ. ასევე, პროგრამების ფარგლებში სტუდენტთა მიღწევების, საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა და ინფორმაციის ურთიერთგაზიარება. მოდულურ პროგრამებზე ჩარიცხულმა სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საკუთარი გამოცდილების შესახებ.

    შეხვედრაზე მისულ სტუმრებს, მიეცათ საშუალება დაეთვალიერებინათ სწავლების პროცესში შექმნილი ნამუშევრები. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები. პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა 2015 წლიდან დაიწყო. მიმდინარე წლიდან კი დუალური სწავლების მიდგომებით პროფესიული პროგრამების პილოტირება ხორციელდება. დუალური სწავლება გერმანული პროფესიული განათლების მოდელია, რომელიც შრომით ბაზარზე პრაქტიკულად მორგებულ მიდგომას წარმოადგენს და დამსაქმებლის მონაწილეობით პარალელურ რეჟიმში თეორიული და პრაქტიკული ცოდნა-უნარების შეძენის საშუალებას იძლევა, რაც უმოკლესი გზაა დასაქმებისთვის.

  • „მერანის“ ისტორიული გამარჯვება და „ტორპედოს“ ფინალი

    მოულოდნელობებით სავსე აღმოჩნდა დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური შეხვედრები. პირველ ლიგაში მოასპარეზე  მარტვილის „მერანმა“ ისტორიული შედეგი დააფიქსირა. "მერანმა" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა, 3:0 დაამარცხა და  არსებობის ისტორიაში პირველად თასის ფინალში ითამაშებს.

    ანგარიში შეხვედრის  35-ე წუთზე ზვიად ქანთარიამ გახსნა და მასპინძლები დააწინაურა.  53-ე წუთზე კი „ჩიხურას“ კარში დანიშნული ტერთმეტმეტრიანი აკაკი წყაროზიამ  ზუსტად შეასრულა და სხვაობა ორამდე გაზარდა.  შეხვედრის მიწურულს იმერელთა კარში  ლევან წოწონავამ გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 3:0 დააფიქსირა.

    საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა მეორე ნახევარფინალური მატჩი, რომელიც თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის გაიმართა.  „დინამო არენაზე“ შეკრებილმა მაყურებელმა 5 გოლი იხილა.  ანგარიში მე-19 წუთზე ვაჟა ტაბატაძემ ძლიერი შორეული დაარტყმით გახსნა და ქუთაისელები დააწინაურა.  ბრწყინვალე "მაკრატელა" დარტყმით ჯაბა ჯირაურმა 30-ე წუთზე  ულამაზესი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.
    მეორე ტაიმის დასაწყისშივე   გიორგი ქიმაძის გოლით კვლავ „ტორპედო" დაწინაურდა.   62-ე წუთზე კი ჯიღაურმა დუბლი გაიფორმა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მხოლოდ ერთი წუთით,  63-ე წუთზე გრიგოლ დოლიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.  
    79-ე წუთზე დინამოელები  მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ.  მსაჯმა,  არსენ ნონიკაშვილმა მოედნიდან ლადო დვალიშვილი არბიტრის მიმართ უხეში მიმართვისთვის გააძევა.

    დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი  22 ნოემბერს ზესტაფონში,  დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

  • ევროპარლამენტარებს რეფორმებზე ინფორმაცია ქართულმა დელეგაციამ მიაწოდა

     საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების 2015 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიში განიხილა ევროპარლამენტმა.

    ევროპარლამენტარებს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ინფორმაცია ქართული დელეგაციის წევრებმა მიაწოდეს.

    ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესსა და რეკომენდაციებზე ისაუბრეს.

ბიზნეს ნიუსი

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ 4 ივლისი ამერიკელი ხალხ...

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური