საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შესაძლოა სასჯელაღსრულების სამინისტრო გაუქმდეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2016 14:23

კახი კახიშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს გაუქმებას არ გამორიცხავს. როგორც მინისტრმა აღნიშნა სტრუქტურული ცვლილება შესაძლოა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელდეს.

კახიშვილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა დღის წესრიგში სხვა უწყებების გაუქმებაც დადგეს.

"მეც იმ აზრზე ვიყავი, რომ თავიდანვე უნდა გაუქმებულიყო იმისთვის, რომ ამ დარგს მისცემოდა მყარი განვითარების საშუალება. დღეს მიმაჩნია, რომ ვართ იმ დონეზე, როდესაც შესაძლებელია, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვიფიქროთ სხვადასხვა სტრუქტურულ ცვლილებებზე საქართველოს მთავრობაში," - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სამინისტროების გაუქმების ინიციატივა გუშინ  გააჟღერა.

წაკითხულია 396 ჯერ

Related items

  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი შინდისში მიაგეს

    სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროს ზაზა გრიგოლიასთან და უწყების წარმომადგენლებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი შინდისში მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ღონისძიებაში მონაწილეობა შიდა ქართლის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა პირობით მსჯავრდებულებმაც მიიღეს.

    სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.

    „შინდისი ის ადგილია, სადაც 9 წლის წინ რუსეთ-საქართველოს ომის ეპიცენტრი იყო. ამ ბიჭებმა სამშობლოს სიყვარულისა და გმირობის უპრეცენდენტო მაგალითი აჩვენეს. აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მივაგებთ და მათ ოჯახებს მადლობას ვეუბნებით ასეთი გმირების აღზრდისთვის,“-განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

    8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პირობით მსჯავრდებულებმა მარნეულსა და ბათუმშიც მიაგეს პატივი.

  • დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში არამწეველი და თამბაქოს მომხმარებლები ცალ-ცალკე საკნებში განთავსდებიან

    დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში არამწეველი და თამბაქოს მომხმარებელი ბრალდებულები/მსჯავრდებულები ცალ-ცალკე საკნებში განთავსდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.
    აღნიშნულ საკითხს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით, პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც უკვე ძალაშია. 
    განხორციელებული ცვლილებების მიზანი თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან თავის არიდებაა.

  • დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს შექმნასთან დაკავშირებულ კონფერენციაში კახა კახიშვილიც მონაწილეობდა

    დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნასთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში,სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მონაწილეობა მიიღო. კონფერენცია  „ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ იყო ორგანიზებული.

    საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის საკითხზე მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საელჩოების წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა იმსჯელეს. დიდი ბრიტანეთის, ჩრდილოეთ ირლანდიის, კანადის და სამხრეთ აფრიკის დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების ყოფილმა და მოქმედმა უფროსებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს თავიანთ ქვეყნებში არსებული გამოცდილება და საქართველოში მსგავსი ორგანოს შექმნის შესაძლებლობაზე ისაუბრეს.

    შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კანონპროექტი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ, რომელიც ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიმუშავა.

    სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილის თქმით, მთავარი ამოცანა არის ის, რომ არ მოხდეს გამოძიების კონკრეტულ უწყებებში ჩაკეტვა. თანამდებობის პირის მხრიდან ჩადენილი დანაშაული, იმავე უწყებამ არ გამოიძიოს.

    „ არ ვარ პროკურატურის პარალელური სტრუქტურის შექმნის მომხრე. ასე ძალიან შორს წავალთ. ჩემთვის წარმოუდგენელია საგამოძიებო ორგანო საკუთარი ოპერატიულ-სამძებრო, საგამოძიებო და პარალელური საპროკურორო ფუნქციებით. უნდა შეიქმნას ქმედითი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი პროკურატურის ზედამხედველობით. საჭიროა მკაცრი საკანონმდებლო გარანტიები, რომ დანაშაული, რომელიც უკავშირდება თანამდებობის პირებს, არ დარჩეს გამოსაძიებლად იმ უწყებას, სადაც ეს დანაშაული ხდება,“ _ განაცხადა კახა კახიშვილმა.

    მინისტრის თქმით, მონსტრების შექმნით კი არ უნდა ვიყოთ დაკავებულები, არამედ არსებული მოდელი უნდა გავმართოთ.

    პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით საუბრისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ დღეს ციხეებში აღარ ხდება სისტემური დანაშაული. აღარ არის წამება და არაადამიანური მოპყრობა. 
    კანონპროექტის ავტორების თქმით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი სამართალდამცველთა კონტროლის საშუალება იქნება და გაზრდის მათ ანგარიშვალდებულებას მოქალაქეების მიმართ. იგი განახორციელებს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებების გამოძიებას და სისხლის სამართლებრივ დევნას, რაც ნიშნავს, რომ დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება.

    კონფერენციაზე აღინიშნა, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ ცალკეულ დანაშაულთა ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნისათვის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და საზოგადოების მაღალი ნდობის მქონე მექანიზმის შექმნა ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების დაცვასა და ამ კუთხით ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.

  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

    სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლის შეხვდა. 
    გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელიც სამინისტროში გაიმართა, სასჯელაღსრულების სფეროში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრეს. შეხვედრაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ ხულორდავაც მონაწილეობდა. ყურადღება გამახვილდა მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, საგანმანათლებლო და პენიტენციური ჯანდაცვის პროგრამებზე, ასევე, მსჯავრდებულთა გათავისუფლებისთვის მომზადებისა და სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ მათი დასაქმების პერსპექტივებზე.
    სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ უმოკლეს დროში აღმოფხვრა არაადამიანური მოპყრობა. 
    მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში სასჯელაღსრულების სამინისტროსთვის მეგობარი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მხრივ, ქართული მხარისთვის საინტერესოა, ის წარმატებული პროგრამები და რეფორმები, რომელიც დიდ ბრიტანეთში სასჯელაღსრულების სფეროში წლებია ხორციელდება. 
    „ჩვენს სისტემაში რეფორმები მუდმივად ტარდება. ამ პროცესში ბრიტანეთის მაგალითი ძალიან საინტერესოა, მხედველობაში მაქვს კერძო ციხეების, პატიმრების დასაქმებასთან და მსჯავრდებულთა თავისუფლებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. ბრიტანეთში მსგავსი სახის პროგრამების განხორციელების სერიოზული გამოცდილება აქვთ“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა. 
    ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ დადებითად შეაფასა სასჯელაღსრულების უწყებაში გატარებული რეფორმები და მიღწევები. ელჩი სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევებითაც დაინტერესდა. მან განმეორებითი დანაშაულის რიცხვის კლებაზეც გაამახვილა ყურადღება და მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების დადებით მხარეებზეც ისაუბრა. 
    „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუშაობას გამუდმებით ვადევნებ თვალყურს. ვიცი, რომ ძალიან დიდი შრომა ჩაიდო პენიტენციურ სისტემაში არსებული პირობების გაუმჯობესებისთვის. ძველ და ახალ გარემოებებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ მინისტრის სურვილია დაეხმაროს პატიმრებს სასჯელის შემსუბუქებაში, უზრუნველყოს მათთვის საუკეთესო საგანმანათლებლო პროგრამები და სამედიცინო მომსახურება. ძალიან მნიშვნელოვანია გათავისუფლების შემდეგ პირის საზოგადოებაში ჯანსაღი ინტეგრირება“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში. 
    მხარეებმა გამოცდილების გაზიარებასა და სამომავალო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.

  • სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალი ინიციატივა

    ქალ მსჯავრდებულებს დღეიდან ხანგრძლივი პაემნით სარგებლობა შეუძლიათ. შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაწესებულების ტერიტორიაზე დღეს  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა, პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. 

    ქალ მსჯავრდებულთათვის ხანგრძლივი პაემნით სარგებლობა აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობაზე კახა კახიშვილის ერთ-ერთი პირველი დაპირება წლის ბოლომდე სწორედ ქალ მსჯავრდებულებულთა ხანგრძლივი პაემნების უზრუნველყოფა იყო, რაც 5 თვეში შესრულდა კიდეც. N5 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ხანგრძლივი პაემნებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. აშენდა კოტეჯის ტიპის ნაგებობა, რომელშიც ხანგრძლივი პაემნისთვის ოთხი ოთახი განთავსდა.

    ხანგრძლივი პაემნის სერვისით პირველად დღესვე, სრულიად უფასოდ ისარგებლებს ორი მსჯავრდებული ქალბატონი, რომლებიც სასჯელს N5 პენიტენციური დაწესებულების დედათა და ბავშვთა სახლში იხდიან. ისინი დაწესებულებაში მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობენ და მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ოჯახის წევრებთან შეხვედრას ხშირად ვერ ახერხებენ. სასჯელაღსრულების მინისტრის კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტრომ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო რეგიონებიდან მსჯავრდებულების ოჯახის წევრების ჩამოყვანა და მათ ახალი წლის ახლობლებთან ერთად გატარების საშუალება მისცა.

    მსჯავრდებულს ხანგრძლივი პაემნის უფლება მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან და ძმასთან. ხანგრძლივი პაემანი გრძელდება არაუმეტეს 23 საათისა. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ხანგრძლივი პაემნით სარგებლობა შეუძლია მსჯავრდებულს, რომელსაც არ აქვს დაკისრებული დისციპლინური სახდელი ან/და არ აქვს შეფარდებული ადმინისტრაციული პატიმრობა. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მსჯავრდებულს შეუძლია ხანგრძლივი პაემნით ისარგებლოს წელიწადში სამჯერ, წახალისების ფორმით კი, შესაძლოა, მიეცეს 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემნის შესაძლებლობა. ხანგრძლივი პაემნის საფასური 60 ლარს შეადგენს, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთათვის კი, უფასოა. დღესვე, მინისტრი კახა კახიშვილი N5 დაწესებულებაში დედათა და ბავშვთა სახლსაც ეწვია, იქ მყოფ მსჯავრდებულებს ახალ წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური