საჯარო რეესტრის რეფორმებს ყაზახეთის დელეგაცია გაეცნო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 16 თებერვალი 2016 11:39

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გამოცდილებასა და რეგისტრაციის კუთხით გატარებულ რეფორმებს ყაზახეთის დელეგაცია გაეცნო.

სასწავლო ვიზიტი მიზნად უძრავი ქონების რეესტრის, საკანონმდებლო ბაზის, კადასტრის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, არქივის,   „ერთი ფანჯრის პრინციპის“, ელექტრონული მმართველობისა და სხვა საკითხების გაცნობას ისახავდა.

დელეგაცია, რომელსაც ყაზახეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე   აბდირაიმ ბაკიტჟან ჟარილკასინული ხელმძღვანელობდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ მიიღო და სტუმრებს ქართულ სარეგისტრაციო სისტემაში განხორციელებული რეფორმები წარუდგინა.

„უდავოდ სასიხარულოა ის ფაქტი, რომ უძრავი ქონების და ბიზნესის რეგისტრაციის კუთხით განხორციელებული რეფორმების გასაცნობად და  პრაქტიკის გასაზიარებლად ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოდის. მივესალმებით ქართული გამოცდილების მიხედვით რეფორმების სხვა სახელმწიფოებში გატარებას და მზად ვართ, სასწავლო ვიზიტების კუთხით მხარდაჭერა კვლავაც გავაგრძელოთ“,-განაცხადა საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

დელეგაციის შემადგენლობაში ყაზახეთის სხვადასხვა სამინისტროს, მიწის კადასტრის უწყებისა და უძრავი ქონების ცენტრის წევრებიც  შედიოდნენ. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის სტუმრებს საკადასტრო მონაცემების დამუშავებისა და არქივირების პროცესები, გეოინფორმაციული სისტემები, GEOCORS და საჯარო რეესტრში დანერგილი IT ინფრასტრუქტურაც გააცნეს.

წაკითხულია 442 ჯერ

Related items

  • განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის პრეზენტაცია

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.

    რეფორმა განათლების სისტემის კომპლექსურ ცვლილებებს გულისხმობს და მოიცავს როგორც სკოლამდელ, ასევე, ზოგად, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას.

    განათლების რეფორმის ფარგლებში 2021-2023 წლებისათვის სასკოლო მზაობის პროგრამა უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ყველა აღსაზრდელებისთვის. გარდა ამისა, დაინერგება ახალი სასწავლო პროგრამები და რესურსები, რომლებიც ინკლუზიური და სამოქალაქო განათლების პრინციპებს დაეფუძნება. შემუშავდება და დამტკიცდება მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელი და სახელფასო პოლიტიკა.

    ზოგადი განათლების მიმართულებით შემუშავდა უნარებისა და ღირებულებების განვითარებაზე, კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებაზე, სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებასა და წიგნიერებაზე ორიენტირებული „ახალი სკოლის“ მოდელი. იგი სკოლების ავტონომიასა და დეცენტრალიზაციას, უნიფიცირებული მიდგომიდან დიფერენცირებულ მიდგომაზე გადასვლას, სკოლის დირექტორის ლიდერად ჩამოყალიბებას, გადამზადებულ პედაგოგებს გულისხმობას. „ახალი სკოლის“ მოდელის პილოტირება 150-ე საჯარო სკოლაში წარმატებით განხორციელდა და მისი დანერგვა ეტაპობრივად 2024 წლისათვის ყველა სკოლაში მოხდება.

    „ახალი სკოლის“ მოდელის ფარგლებში სკოლებში განახლდება კომპიუტერული კლასები, აღიჭურვება ინტერნეტითა და WiFi-ით. პირველკლასელთა ნეტბუქები მოდიფიცირდება თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებით (მაგ. Minecraft Education Edition, Scratch და სხვა). განვითარდება ვებგვერდის el.ge, სადაც თავმოყრილი იქნება საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსები. დაინერგება სთრიმინგ გაკვეთილები. საინტერესო სპიკერები ონლაინ რეჟიმში ჩაატარებენ ლექციათა ციკლს, რომელიც მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და მათემატიკური და ალგორითმული უნარების გაღრმავებაზე იქნება ორიენტირებული.

    2018-2019 სასწავლო წელს მე-11 და მე-12 კლასელთათვის მოიხსნა გამოსაშვები გამოცდები. შეფასების ახალი მოდელის მიზანია უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი ზრდა, ეროვნული გამოცდების პროგრამის სასკოლო პროგრამასთან დაახლოება და მშობლების დანახარჯების შემცირება.

    2020 წლიდან მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება: ქართულსა და უცხო ენაში. მესამე კი უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით განისაზღვრება: მათემატიკა - ტექნიკური, ხოლო ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.

    მასწავლებლებისთვის გაუქმება კრედიტქულები. პედაგოგები გათავისუფლდებიან თვითშეფასების ვალდებულებისაგან. გამარტივდება და დაჩქარდება პროფესიაში კადრების შესვლის გზები.

    2019 წელს თბილისსა და რეგიონებში 9 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და 265 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდება. განახლდება 8 სპეციალური სკოლაც. დაიწყება 35 ახალი სკოლის მშენებლობა. დაგეგმილია განათლებისა და მეცნიერების ქალაქის აშენება, რომელიც სხვადასხვა საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს.

    უსაფრთხო, ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შესაქმნელად მანდატურის სამსახური სამ მნიშვნელოვან რგოლს გააერთიანებს: მანდატურს, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებსა და კრიზისული ინტერვენციის ჯგუფს, რომელიც კრიზისულ სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით შეიქმნა. 2019-2020 წლებში მანდატური წარმოდგენილი იქნება დამატებით 260 საჯარო სკოლაში. 8 არსებულ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს 2019 წელს სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში ორი ახალი დაემატება. გარდა ამისა, შეიქმნება მანდატურის სამსახურის 8 რეგიონული ცენტრი.

    პროფესიული განათლება რეგიონული განვითარების საჭიროებებსა და სწრაფ დასაქმებაზე იქნება ორიენტირებული. დაგეგმილია ახალგაზრდების პროფესიული მიმართულებით დაინტერესება და მათთვის მომზადება-გადამზადების პროგრამების შეთავაზება. პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების ატესტატს გაუთანაბრდება. კერძო სექტორთან თანამშრომლობით კერძო პროფესიული სასწავლებლებიც დაარსდება.

    უმაღლესი განათლების კუთხით შემუშავდა ორწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG 2015) დანერგვას ისახავს მიზნად. იგეგმება ცენტრის გაწევრიანება ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR), რაც უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული დიპლომების უპირობო აღიარებას ევროპაში და ქართველი და უცხოელი სტუდენტების მობილობა.

    მეცნიერების მიმართულებით 2019 წელს ფონდი ევროკომისიის ინიციატივაში EURAXESS საქართველოს გაწევრიანდება. შეიქმნება EURAXESS-Georgia პორტალი, რომელიც EURAXESS-ის პანევროპულ პორტალთან ინტეგრირდება. პორტალში ამჟამად 40-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. EURAXESS-ში ჩართვა ქართველი მკვლევრებისათვის ხელმისაწვდომს გახდის ევროკავშირის შიდა სამეცნიერო რესურსებს და გაზრდის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში ჩართვის შესაძლებლობას. გამოიცემა ახალი რეფერირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის „საქართველოს მეცნიერების“ (Georgian Science). სახელმწიფო სრულად დააფინანსებს საჯარო და კერძო უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომას.

    განათლების რეფორმა ყველა მიმართულებისათვის კომპლექსურ და მათ შორის ინტერდისციპლინურ მიდგომებს გულისხმობს, რაც განათლების ერთიანი სისტემის ტრანსფორმაციას უზრუნველყოფს.

     

     

  • დიმიტრი ქუმსიშვილი - მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ჩვენ კიდევ ერთ ახალ რეფორმას ვიწყებთ

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა თურქეთის დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეროვნული ბანკის, საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს საბანკო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის და მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ახალი ინიციატივები.

    შეხვედრაზე თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ გამოცდილებაზე ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თურქეთის საკრედიტო საგარანტიო ფონდის მიერ შემოთავაზებულ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების საგარანტიო მექანიზმებზე. აღნიშნული მექანიზმები თურქეთში წარმატებით ფუნქციონირებს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას და ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას, რაც შესაბამისად აისახა დასაქმებასა და ეკონომიკური ზრდაზე.

    „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და აღნიშნული სეგმენტისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, ჩვენ კიდევ ერთი ახალი რეფორმის დაწყება გვსურს. საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი, რომელზეც დღეს ვსაუბრობდით, თავისი შინაარსით არის საგარანტიო ფონდი, რომელიც კომერციული ბანკებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული სესხების უკან დაბრუნების გარანტორად გამოდის. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ აღნიშნული რეფორმა კიდევ ერთ სტიმულს მისცემს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში და შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.

    აღსანიშნავია, რომ დაკრედიტების საგარანტიო მექანიზმები წარმატებით გამოიყენება ევროპის მრავალ ქვეყანაშიც და მათი მიზანია ეკონომიკის დამატებითი დაკრედიტების ხელშეწყობა და ბაზრის ჩავარდნების აღმოფხვრა, რომლებიც ხელს უშლის სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში. საკრედიტო საგარანტიო ფონდების პოპულარობა, განსაკუთრებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაიზარდა, რადგან ამ გზით მნიშვნელოვნად მარტივდება ფინანსებზე წვდომა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, რაც ეკონომიკური ზრდას მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს.

  • განცხადება ყაზახეთის რესპუბლიკაში მომხდარ ავტო-სატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებით

    18.01.2017 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2018 წლის 18 იანვარს ყაზახეთის რესპუბლიკის აქტობეს ოლქში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით.
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს თანადგომას უცხადებს უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას და ხალხს.  

    შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში, სამარა-შიმკენტის საავტომობილო გზაზე ავტობუსს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ყაზინფორმი“ იუწყება. „წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 52 ადამიანი, 5-მა კი ცეცხლმოკიდებული ავტობუსიდან გამოსვლა შეძლო. ავტობუსს ცეცხლი სამარა-შიმკენტის საავტომობილო გზაზე, ქალაქ აქტობედან 320 კილომეტრში გაუჩნდა“, - წერს სააგენტო.

  • შეხვედრა ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრთან

    საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და რეგიონში არსებული ეკონომიკური ვითარება განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრმა ჟენის კასიმბეკმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

    საუბრისას მხარეებმა დადებითად შეაფასეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით არსებული დინამიკა და ამ მხრივ არსებული კავშირების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.

    ყურადღება დაეთმო სარკინიგზო და გადაზიდვების სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებას.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღინიშნა, რომ ყაზახეთი საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. გიორგი კვირიკაშვილმა დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრმა საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ყაზახური კომპანიების ჩართვის დაინტერესება გამოთქვა.

    მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ახალი აბრეშუმის გზის  პროექტის ფარგლებში თანამშრომლობაზე. პრემიერ-მინისტრმა ყაზახური დელეგაცია თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია.

    ყაზახურმა მხარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა „ექსპო 2017"-ში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ მასშტაბურ გამოფენაზე საქართველო ღირსეულად იყო წარმოდგენილი.

    საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ყაზახეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში განსახილველ საკითხებს, რომლის მეცხრე სხდომა დღეს თბილისში გაიმართება.

  • გიორგი მარგველაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისდახვერდის ოფიციალური ცერემონია ასტანაში, ყაზახეთისპრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

    საქართველოს პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევმა“აკორდას” სასახლეში უმასპინძლა.

    პრეზიდენტებმა ერთმანეთს ოფიციალური დელეგაციებიწარუდგინეს და სახელმწიფო ჰიმნების შესრულებისშემდეგ ყაზახეთის სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი.

    დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგსაქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტებმა პირისპირშეხვედრა გამართეს.

    ნურსულთან ნაზარბაევმა კმაყოფილება გამოთქვა, რომსაქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანთარიღს, საქართველო-ყაზახეთის დიპლომატიურიურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს დაემთხვა.

    გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყაზახეთისპრეზიდენტს მოწვევისათვის და განსაკუთრებულადაღნიშნა ყაზახეთისა და ასტანას ეკონომიკურიგანვითარების საინტერესო და შთამბეჭდავი ტემპები.

    მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.

    საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადანურსულთან ნაზარბაევს საქართველოს ტერიტორიულიმთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, საქართველოსოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისმხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხიხედავს და აფასებს ყაზახეთის ამ მხარდაჭერას.

    მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრობლემატიკა. აღინიშნა,რომ საქართველო ის სახელმწიფოა, რომელსაცმნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისომშვიდობის უზრუნველყოფაში.

    გიორგი მარგველაშვილმა ნურსულთან ნაზარბაევსსაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა დამიმდებარედ მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებებისსისტემატური დარღვევის ფაქტების და არსებულიჰუმანიტარული პრობლემების შესახებ ინფორმაციამიაწოდა.

    ორივე ქვეყნის ლიდერმა კიდევ ერთხელ გამოხატასაკუთარი პატივისცემა საერთაშორისო სამართლისა დაგაეროს ფუძემდებლური პრინციპებისადმი დადაადასტურეს თავიანთი ერთგულება საზღვრებისურღვეობის, დავების მშვიდობიანი მოგვარების,სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

    როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველოაქტიურად ავითარებს ყაზახეთთან პოლიტიკურურთიერთობებს და ამის საფუძველს სწორედ საქართველო- ყაზახეთის წარმატებული დიპლომატიური ურთიერთობებიქმნის, რომელსაც 25 წელი შეუსრულდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური