პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 14 მაისი 2015 13:03

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისა და მალის სამხედრო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა მონაწილეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ახალი ბრძანება გამოსცა. გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს თანხმობის მისაღებად 2015 წლის 11 მაისს გამოცემული ბრძანება წარუდგინა, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მრჩეველთა მისიაში, სწრაფი რეაგირების ჯგუფში მონაწილეობის მიღების მიზნით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ხუთკაციანი ჯგუფის, ხოლო მალის რესპუბლიკაში, ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მონაწილეობის მიღების მიზნით, ერთი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას ითვალისწინებს.პრეზიდენტის ბრძანებაზე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანამდე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში იმსჯელებენ. საკითხზე მომხსენებელი უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილია.

 

წაკითხულია 433 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური