შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის რეგიონისთვის ამერიკის დახმარებების კოორდინატორთან
14 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის რეგიონისთვის ამერიკის დახმარებების კოორდინატორს ალინა რომანოვსკის შეხვდა.
ეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ პრიორიტეტებს, ასევე, ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებას და საერთაშორისო დახმარების მობილიზებას აღნიშნული პროპრიტეტების მხარდასაჭერად.
„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარების კოორდინატორთან საუბარი შეეხო იმ პროგრმებზე, რომელსაც ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში, რეგიონში. ჩვენ შევეცადეთ, რომ გვესაუბრა იმ დახმარებებზე, რომელსაც ასევე, გამოყოფს ევროკავშირი, რათა არ მოხდეს გარკვეულ მიმართულებებთან დაკავშირებით ამ დახმარებების ერთმანეთზე გადადება. შესაბამისად, გამოვყავით ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელში მონაწილეობაც მიგვაჩნია მნიშვნელოვნად. ეს შეეხება ინფრასტრუქტურის პროექტებს, ინვესტიციებს, მცირე, საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში.“ -განაცხადა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან.