ბიზნეს იდეების წარმოდგენის მეორე რაუნდი დაიწყო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 12:48

15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონულ მოსახლეობას კვლავ ეძლევა შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი ბიზნეს იდეა ვებ-გვერდის მეშვეობით www.qartuli.ge და ჩაერთოს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან 5 000 დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსების გაცემას გულისხმობს და წარმოადგენს ბიზნესის განვითარების კარგ შესაძლებლობას.ბიზნეს იდეის წარდგენა შესაძლებელია ა.წ 31 მარტამდე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამა ხელს უწყობს რეგიონული მოსახლეობის გააქტიურებას. ფინანსური დახმარების გაწევის გზით რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით.

ორშაბათიდან,  ერთი თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ანა კვარაცხელია და სხვა წარმომადგენლები საინფორმაციო ტურის ფარგლებში ესტუმრებიან ყველა რეგიონს და დეტალურად გააცნობენ დაინტერესებულ პირებს პროგრამაში ჩართვის და განხორციელების ყველა დეტალს.  პირველი საინფორმაციო შეხვედრა 15 თებერვალს, კახეთში შედგება, ქ. თელავში საკრებულოს დარბაზში (ერეკლე მე-2 №16) პრეზენტაცია 12:00 საათზეა დაგეგმილი, ხოლო გურჯაანშიგამგეობის დარბაზში (ნონეშვილის 13,  მე-3 სართული) 16:00 საათიდან შეძლებს მოსახლეობა დაწვრილებით ინფორმაციას გაეცნოს.

ამასთანავე,მეწარმეობისგანვითარების სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში რეგიონებში არსებული საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით:

 

  • ნებისმიერი დაინტერესებული პირი ადგილზე მიიღებს პროგრამასთან დაკავშირებულ ინფორმაციას
  • უსასყიდლოდ ისარგებლებს საზოგადოებრივ ცენტრებში არსებული კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით
  • დაინტერესების შემთხვევაში გადამისამართდება მეწარმეობის განვითარების სააგენტოში ან პროგრამის განმახორციელებელ  კონტრაქტორ ორგანიზაციებთან, რის შედეგადაც მოხდება პროექტთან დაკავშირებული ყველა ნიუანსის განხილვა

 მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • ბიზნეს იდეის წარდგენა ვებგვერდზე www.qartuli.ge აპლიკაციის ფორმის შევსების გზით
  • ბიზნეს გეგმის წერის ტრენინგი
  • დამუშავებული ბიზნეს გეგმის წარდგენა
  • საბოლოოდ არჩეული ბიზნეს გეგმების თანადაფინანსება
  • ბიზნესის კეტებისათვის საჭირო ტრენინგი და ინდივიდუალური კონსულტაციები

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის  მეორე რაუნდში იგეგმება მინიმუმ

1500 ბენეფიციარის დაფინანსება   და   3000-მდე ბენეფიციარის გადამზადება. ზოგადად პროგრამის ეფექტურობას ცხადყოფს პირველი რაუნდის მონაცემებიც, რომლის ფარგლებშიც უკვე დაფინანსებულია  1620 ბენეფიციარი, ამასთანავე ტრენინგი გაიარა 3118 ბენეფიციარმა.

 

 

 

წაკითხულია 793 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური