მოწმეთა დაკითხვის წესზე იუსტიციის საბჭო იმსჯელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 09:56

მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით იმსჯელებენ დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. ასევე შემუშავდება სასამართლო სისტემის რეფორმის 2016-20 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

მოწმეთა დაკითხვის წესი 20 თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს. დღევანდელ სხდომას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე დაესწრება.

ჯერ-ჯერობით უცნობია იმსჯელბენ თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარის წინააღმდეგ დაწყებულ დისციპლინარულ დევნაზე, რაც წინა სხდომის მთავარი საკითხი იყო.

წაკითხულია 564 ჯერ

Related items

  • ოპოზიციური პარტიები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით დღეს ღია წერილს აქვეყნებენ

    ოპოზიციური პარტიები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით დღეს ღია წერილს ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამი, რომ 26 მაისს ჩანიშნული მოსამართლეთა კონფერენცია, რომლის მიზანია იუსტიციის საბჭოს ოთხი ახალი წევრის არჩევა, უნდა გადაიდოს.

    „2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერ ოპოზიციურ ძალებს პრინციპულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, არ განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (როგორც მოსამართლე ასევე არამოსამართლე) წევრების არჩევა მანამ, სანამ პარლამენტი არ შეიმუშავებს შეთანხმებით გათვალისწინებულ საკანონმდებლო ცვლილებებს – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფომირების მიზნით. აღნიშნული შინაარსის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც რეფორმის ამ ნაწილის განხორციელებამდე მორატორიუმის გამოცხადებას გულისხმობს, პარლამენტში უკვე შესულია.

    საბჭოს დაკომპლექტებისკენ გადადგმული ნაბიჯები, და/ან ამ ნაბიჯების მხარდამჭერი პოზიცია (თუნდაც გამართლებული ფორმალური სამართლებრივი საფუძვლებით), მანამ სანამ პარლამენტს არც კი დაუწყია მსჯელობა რეფორმის ამ ნაწილზე, ჩვენი მხრიდან შეფასებულია როგორც 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულების არშესრულების მცდელობა.

    სასამართლოს სწორი და სიღრმისეული რეფორმა ჩვენი ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული მომავლის ქვაკუთხედია. აღნიშნული საკითხის აქტუალობას ამძაფრებს ისიც, რომ სასამართლოს შესაბამისი რეფორმის განხორციელება წარმოადგენს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური დახმარების გაგრძელების მკაცრ წინაპირობას, რაზეც საუბარი იყო ელჩების მიერ ორი დღის წინ გავრცელებულ განცხადებაშიც.

    საქართველოს მოქალაქეებს არაერთი წარუმატებელი სასამართლო რეფორმა ახსოვთ, ამის უმთავრესი მიზეზი იყო ის, რომ ვერც რეფორმის პროცესმა და ვერც შედეგმა სასამართლოს მიმართ საზოგადოებაში ვერ შექმნა ნდობა. საზოგადოების ნდობა კი კრიტიკულად აუცილებელია – მის გარეშე შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებები შედეგს ვერ გამოიღებს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ა.წ. 26 მაისს ჩანიშნული მოსამართლეთა კონფერენცია, რომლის მიზანია იუსტიციის საბჭოს ოთხი ახალი წევრის არჩევა, უნდა გადაიდოს. ახალი მოსამართლე წევრები არჩეულ უნდა იქნან ახალი წესით, რომლის შემუშავებაც რეფორმის ფარგლებში უნდა მოხდეს. ასევე, რეფორმა უნდა უსწრებდეს წინ საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევასაც.

    ჩვენის მხრივ, ვიღებთ ვალდებულებას, პარლამენტმა პრიორიტეტულად გამოყოს კონკრეტულად იუსტიციის საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებული საკითხი და გონივრულ ვადაში მოხდეს შესაბამისი ცვლილებების ინიცირება და მიღება, რათა ინსტიტუციების მუშაობა არ შეფერხდეს; ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მართლმსაჯულების სხვა საკითხების რეფორმირება განხორციელდეს ეტაპობრივად, არაუგვიანეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიისა, როგორც ეს შეთანხმებაშია მითითებული“, - აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერს – საპარლამენტო ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“, პოლიტიკური გაერთიანება „სტრატეგია აღმაშენებელი“, ხათუნა სამნიძე, „რესპუბლიკური პარტია“, დავით ბაქრაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი და ზურა ჯაფარიძე – „გირჩი – მეტი თავისუფლება“.

  • გიორგი მამალაძის დაკითხვის პროცედურა დღეს განახლდება
    ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვის პროცედურა დღეს განახლდება. ბრალდებული სასჯელაღსრულების #9-ე დაწესებულებაში 13:00 საათზე დაიკითხება.. დაცვის მხარის განცხადებით, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც გუშინ დაკითხვა ვერ მოხერხდა.
  • დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს განახლდება
    ე.წ. ”ციანიდის საქმეზე” ბრალდებული, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს განახლდება. ბრალდებულის დაკითხვა გუშინ 8 საათი გაგრძელდა. ადვოკატების თქმით, მამა გიორგი მამალაძემ პროკურატურის ძალიან ბევრ შეკითხვას უპასუხა, თუმცა, რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. ბრალდებულმა ოჯახის უსაფრთხოება მოითხოვა.
  • ნიკა გვარამია დაკითხვაზე დაიბარეს

    სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი  ნიკა გვარამია  შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზეა დაბარებული, - ამის შესახებ ინფორმაციას   "რუსთავი 2" ავრცელებს.

    "უწყებაში ნათქვამია, რომ გვარამია დაიკითხება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის, პირადი საუბრების უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების საქმეზე. შს სამინისტრომ ნიკა გვარამიას საჯარო განცხადების საფუძველზე გამოძიება 3 ოქტომბერს დაიწყო. საქმე ეხება ინტერნეტში ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის გავრცელებას. ეს ჩანაწერი, როგორც მაშინ გვარამიამ  განაცხადა, გაკეთებული იყო თავად მის მიერ სპეციალური აპარატით და არა  - ტელეფონით. ჩანაწერის გაკეთების მიზეზად მან შესაძლო პროვოკაციის თავიდან აცილება დაასახელა და თქვა, რომ ეს ჩანაწერი გარკვეული პერიოდი მის პირად კომპიუტერში ინახებოდა და შემდეგ განადგურდა, რადგან საინტერესო მასალას არ შეიცავდა," - აღნიშნულია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციაში.  

    ნიკა გვარამია მოწმის სახით შს სამინისტროში 3 ნოემბერს უნდა გამოცხადდეს.

     

     
  • ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დაკითხეს

    ახალციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, წუხელ ღამით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დაიკითხა. აღნიშნული პარტიის წევრი ნიკოლოზ ხიზაძე ახალციხის პოლიციაში სამი საათის განმავლობაში იკითხებოდა. როგორც ხიზაძემ ჟურნალისტებს დაკითხვის შემდეგ განუცხადა, შეკითხვები ძარცვის მუხლით დაწყებულ საქმესთან დაკავშირებით დაუსვეს. 
    ”აღნიშნული ფაქტი რაც იყო, დეტალურად აღვწერე და მოვყევი. ძირითადად კითხვები შეეხო, თუ ვინ იყვნენ ადგილზე, ვინ მომაყენა შეურაცხყოფა. კამერა არ მინახავს და არ ვიცი სადაა”, - განაცხადა ხიზაძემ. 
    ახალციხეში იმყოფება ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი დავით დარჩიაშვილიც. მისი თქმით, ოპონენტები ”ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლის მიმართ მასობრივ ზეწოლას მიმართავენ. 
    ”მათ გონიათ, რომ თუ მოსახლეობა დაშინდება, ეს მოიტანს შედეგს. დაშინდება თუ პირიქით გაღიზიანდება, ამას ვნახავთ," - განაცხადა დარჩიაშვილმა. 
    ხიზაძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს და მის თანმხლებ პირებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, გუშინ სოფელ მუსხში ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წინასაარჩვნო შეხვედრის გადასაღებად მიდიოდა, რა დროსაც გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძის მანქანით გზა გადაუღობეს, რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდა ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი გია ბალიაშვილი, კამერა წაართვა და ტერიტორია გუბერნატორთან და სხვა პირებთან ერთად დატოვა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური