გივი თარგამაძე ბიძინა ივანიშვილზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 14 თებერვალი 2016 16:03

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები დღეს ციხისძირში ისევ შეიკრიბნენ, სადაც ხეების გადატანის სამუშაოები ბიძინა ივანიშვილის მისვლის შემდეგ შეჩერებულია. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის თქმით, ციხისძირის სამუშაოები შეჩერებულია ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მიერ.

“ეს სამუშაოები შეჩერებულია არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტიზანი მებაღეების და რა თქმა უნდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მიერ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ამ ოლიგარქის თავგასულობა, თუ ეს მოვახერხეთ აქ, ამას მოვახერხებთ ხვალ სხვაგანაც და საბოლოო ჯამში წერტილს დავუსვამთ მის უკანონო მმართველობას ოქტომბრის არჩევნებზე,“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ნაციონალური მოძარობის ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის თქმით ისინი ოქტომბერში გაიფორმებენ საბოლო გამარჯვებას.

“ჩვენ ერთი ეპიზოდი მოვიგეთ, ჩვენ მოვიგებთ ბრძოლას, ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, ჩვენ გამოვიყვანთ ამ არსებას მზის შუქზე, გავაშიშვლებთ და ის იქნება 7 მილიარდიანი ფუღურო მხოლოდ და ოქტომბერში ჩვენ გავიფორმებთ საბოლოოდ გამარჯვებას,“ - აღნიშნა  გივი თარგამაძემ. 

წაკითხულია 853 ჯერ

Related items

  • ბიძინა ივანიშვილი - გარეთ ქართველები ვერ ვვარგივართ, ეს ჩემს თავზე გამოვცადე

    გარეთ ქართველები ვერ ვვარგივართ, ეს ჩემს თავზე გამოვცადე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ახლა ვნახავთ, რომ 8 წლის თავზე ემიგრანტები საქართველოში დაბრუნებას დაიწყებენ.
    ”ოთხი წლის განმავლობაში დაიწყება შემობრუნება. ვიზალიბერალიზაციას მივიღებთ ძალიან სწრაფად და საზღვარგარეთ გადახვეწილი ჩვენი მოქალაქეები დაბრუნებიან და აქ იშოვიან სამუშაოს, საკუთარ სარჩენსა და საკუთარ საწნახელს მიხედავენ. გარეთ ქართველები ვერ ვვარგივართ, ეს ჩემს თავზე გამოვცადე. საწნახელი ტყუილად არ ვახსენე, ნავთან არის შედარებული. ჩვენ ასეთი კულტურა გვაქვს”, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

  • ექსპერტები მოჭრილ ხეებს სწავლობენ
    პროკურატურის თანამშრომლები ყაზბეგის გამზირზე მუშაობენ, იქ სადაც კომპანია ორბი ჯგუფის მიერ ხეები მოიჭრა, ამ დროისთვის. საექსპერტო კრიმინალური სამსახურის თანამშრომლები მოჭრილ ხეებს სწავლობენ.
  • დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით ხეების ჭრის პროცესი შეჩერებულია
    ქალაქ თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შეჩერებულია ყაზბეგის N 22-ში ხეების ჭრის პროცესი, ვინაიდან, მოჭრილი ხეების ვიზუალური დათვალიერებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ეჭვქვეშ დადგა შპს “ფორესთ კომპანის” მიერ გაცემული დასკვნის ობიექტურობა. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქმის მასალების საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაგზავნის თაობაზე. ამასთან, ვავრცელებთ შპს “ფორესთ კომპანის” დასკვნას და ამავე დასკვნის საფუძველზე თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემულ ნებართვას, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ გამწვანების სამსახურის მიერ თანხმობა გაიცა მხოლოდ ხანდაზმული, დაავადებული და ხმობადი ხეების მოჭრაზე. ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ შპს “ორბი ჯგუფი თბილისი”-სთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ტერიტორიაზე უნდა შენარჩუნდეს 18 ძირი საღი კვიპაროზი, 5 ძირი ხე კი აგროტექნიკური ღონისძიებების სრული დაცვით გადაირგოს მიმდებარედ, ისე, რომ არ დაირღვეს მათი სასიცოცხლო ფუნქცია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, შპს “ფორესთ კომპანის” დასკვნის თანახმად, ყაზბეგის N22-ში 68 ხიდან 45 ხე ხანდაზმული, დაავადებული და ხმობადია, სწორედ აღნიშნული დასკვნის მიხედვით მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურმა გასცა ნებართვა 45 ხის მოჭრის თაობაზე. რაც შეეხება აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი პროექტის მშენებლობას, დაგეგმილია 150 მილიონიანი უცხოური ინვესტიციის განხორციელება სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის მიზნით, 2000 მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნა, ამავე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონის განვითარება. უნდა აღვნიშნოთ, რომ დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქალაქში მსხვილი ინვესტიციების მოზიდვა და განხორციელებაა, შესაბამისად, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვითა და მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, თბილისის მერია ახლაც და მომავალშიც ხელს შეუწყობს ურბანიზაციას, ქალაქის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. თბილისის მერია საზოგადოებას სისტემატურად მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას კონკრეტულად ყაზბეგის N 22-ში და სხვა მსგავსი მასშტაბური პროექტების მიმდინარეობის შესახებ. მოსახლეობას შევახსენებთ, რომ ახალი გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, რომელიც არის ძალიან სერიოზული და მასშტაბური პროექტი და რომელშიც 200-მდე სხვადასხვა დარგის სპეციალისტი და მოწვეული ექსპერტია ჩართული, მერიამ შეაჩერა ე.წ. კ-2 კოეფიციენტით - ანუ მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესი თბილისის ცენტრში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საზოგადოების აქტიურობა მხოლოდ თბილისის მოსახლეობისა და ქალაქის მომავალი განვითარებისთვის სასიკეთო შედეგებზე იქნება ორიენტირებული.
  • გამწვანების სამსახურის უფროსი ვერეს ხეობაში დარგული მარადმწვანე ხეების მდგომარეობას გაეცნო

    თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურისწარმომადგენლებმა ვერეს ხეობაში დარგული მარადმწვანე ხეების მდგომარეობა შეისწავლეს. ადგილზე მერიის წარმომადგენლებთან ერთად კონტრაქტორი კომპანიის შპს „გრინსერვის+“ ხელმძღვანელებიც იმყოფებოდნენ.

    სპეციალისტების შეფასებით, ხეობაში დარგული მცენარეების მინიმუმ 80%-ი გაიხარებს. რაც შეეხება დანარჩენს, კონტრაქტორი კომპანიის შპს „გრინსერვის+“-ის მიერ ნერგების მოვლა-პატრონობაზე აღებული ვალდებულების ფარგლებში, იგივე სახეობისა და ზომის ხე მცენარეებით სრულად ჩანაცვლდება. ეს ჩანაცვლება კი არსებული საკონტრაქტო ღირებულების ფარგლებში მოხდება.

    ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ნინო სულხანიშვილის განცხადებით, დარგული მცენარეების მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს.

    „მსგავსი მასშტაბის გამწვანების პროექტი ქალაქში არ განხორციელებულა, ამიტომ ბუნებრივია, რომ ინტერესი საზოგადოების მხრიდან არის ძალიან მაღალი. ჩვენ გვაქვს მუდმივი მონიტორინგი დარგული მცენარეების, ასევე თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობს კონსულტაცია, როგორც დამოუკიდებელ ექსპერტებთან, ასევე ბოტანიკური ბაღისა და კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტებთან“,- განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.

    კონტრაქტორი კომპანია შპს „გრინსერვის+“-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველაფერი კეთდება მწვანე ნარგავების შესანარჩუნებლად. უკვე შეტანილია სასუქი, მიყვანილია წვეთოვანი სარწყავი სისტემა და დაყენებულია ჭიგოები.

    პროექტის ფარგლებში, ვერეს ხეობაში სულ 5 000 ნერგი დაირგო

  • ივანიშვილი: ახლო მომავალში მშპ-ის ორნიშნა ციფრით ზრდა სავსებით შესაძლებელია

    ბეჭდური და ონლაინ მედიის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრისას, ბიძინა ივანიშვილმა ლარის დევალვაციისა და ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების შესახებ დასმულ კითხვებსაც უპასუხა. მისი თქმით, კითხვები ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიმართ არსებობდა, თუმცა დევალვაცია ზოგადი რეგიონული პრობლემებით იყო განპირობებული. ივანიშვილის განცხადებით, ახლო მომავალში მთლიანი შიდა პროდუქტის ორნიშნა ციფრით ზრდა სავსებით შესაძლებელია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური