ოპოზიცია პრემიერის შესაძლო სკანდალზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 14 მაისი 2015 12:37

„ღარიბაშვილის ქმედებები სასაცილოა,“ - ასე ეხმაურებიან, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოველ კოლეგას დაურეკა და მოსთხოვა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არ მიიღონ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად წინააღმდეგ შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის პრემიერმინისტრს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გადახედვით დაემუქრა.„ღარიბაშვილის ქმედებები სასაცილოა. ის უკავშირდება სახელმწიფოს მეთაურებს და ეუბნება რომ სააკაშვილთან არ ითანამშრომლონ. ღარიბაშვილს არავინ არ დაუჯერებს გაუფრთხილდეს საკუთარ რეპუტაციას, ამით მხოლოდ საკუთარ თავს ვნებს,“ - აცხადებს დეპუტატი სერგო რატიანინაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე კი ფიქრობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ქმედებები თანხვედრაში მხოლოდ რუსეთის ფედერაცისთან მოდის.„თავს იგდებს უკიდურესად უხერხულ მდგომარეობაში. ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ხელისუფლებებისათვის ივანიშვილ-ღარიბაშვილის ქმედებები და პოლიტიკა, არის სრულიად მიუღებელი და მხოლოდ თანხვედრაში მოდის მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან,“ - აცხადებს დეპუტატი ეკა ხერხეულიძე. 

წაკითხულია 344 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური