იუსტიციის საბჭომ 22 მოსამართლე აირჩია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 15:46

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი - კენჭისყრა დასრულდა. როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ განუცხადა, 30 ვაკანტურ ადგილზე გამწესდა 22 მოსამართლე, 8 ადგილი კი კვლავ ვაკანტური დარჩა. 

"დღეს დამთავრდა კონკურსის მესამე ეტაპი, ანუ კენჭისყრა. კენჭისყრის შედეგად საერთო სასამართლოების სისტემაში 30 ვაკანტურ ადგილზე 22 მოსამართლე გამწესდა, მათგან 8 არის ყოფილი მოსამართლე, 3 - იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული და 11 მოქმედი მოსამართლე. ვაკანტური დარჩა 8 ადგილი", -განაცხადა ნინო გვენეტაძემ. 

წაკითხულია 452 ჯერ

Related items

  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა

    ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა.

    გამოსვლა დღეს 15 საათზე დაიწყება საფრანგეთის დროით.

    საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ასამბლეას საანგარიშო პერიოდში მინისტრთა კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. მინისტრი ასევე ისაუბრებს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე, შეეხება ევროპის საბჭოში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებს და საპარლამენტო ასამბლეის წევრების კითხვებს უპასუხებს.

    ამასთან, 30 იანვარს ვენაში, ევროპის საბჭოს თავმჯდომარის რანგში, საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე წარსდგება. დავით ზალკალიანი თავის გამოსვლაში ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს წარადგენს.

    ვენაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეროვნულ დონეზე შეხვედრას გამართავს ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ასევე ეუთო-ს ხელმძღვანელობასთან.

    ასევე, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა სახელწოდებით „ზამთარი საქართველოში“ (Georgia in Winter). გარდა ამისა, გაიმართება ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება.

    ამასთან, სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტიც ჩადის. 28 იანვარს სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართავს. პრეზიდენტითავის გამოსვლაში ისაუბრებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე სიტუაციაზე.

  • საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის სექტორის 2030 წლის სტრატეგია დამტკიცდა

    2020 წლის 22 იანვარს,  ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა 1365-ე სხდომაზე, საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში  ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის სექტორის 2030 წლის სტრატეგია დაამტკიცა.
     
    აღნიშნული სტრატეგიის  ოთხი თემატური პრიორიტეტია:

    • ახალგაზრდობის  მიერ პლურალისტური დემოკრატიის აღორძინება;
    • ახალგაზრდების წვდომა უფლებებზე;
    • მშვიდობიან და ინკლუზიურ საზოგადოებებში თანაცხოვრება;
    • ახალგაზრდობის  მუშაობა.

    „ახალგაზრდობის სექტორის სტრატეგია 2030“, რომელიც მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში (2019 წლის ნოემბერი - 2020 წლის მაისი) ამოქმედდა, მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართვას ევროპის საბჭოს ღირებულებების განვითარებაში.
     
    2020 წლის 23 იანვარს, სტრასბურგში შედგება ახალგაზრდობის საკითხზე მინისტრთა მოადგილეების შეხვედრა, რომლის დასრულებისთანავე მინისტრთა კომიტეტის ფოიეში  „ახალგაზრდობის სექტორის სტრატეგია 2030“-ის ოფიციალური პრეზენტაცია და მიღება გაიმართება. ასევე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ პრიორიტეტთან დაკავშირებით გაიმართება შეხვედრა - „ახალგაზრდობის ჩართულობით დემოკრატიის გაძლიერება ევროპის საბჭოში და მის წევრ ქვეყნებში“.

  • ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ქართულმა მხარემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებაზე ისაუბრა

    2019 წლის 12 დეკემბერს, ვენაში, ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველოს ელჩმა დავით დონდუამ ადამიანის უფლებათა დღესთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა.

    ადამიანის უფლებათა დღე მსოფლიოს მასშტაბით 10 დეკემბერს აღინიშნება. სწორედ ამ დღეს, 1948 წელს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. 

    დავით დონდუამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები. მან ასევე დეტალურად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან მომდინარეობს.

    ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ადგილი აქვს ადამიანთა გატაცებას, წამებას, უკანონო დაკავებას, ქონების ხელყოფასა და ეთნიკური ნიშნით დევნას. ამასთან, ხელოვნური ბარიერების აღმართვისა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვით, იზღუდება თავისუფალი მიმოსვლის უფლება. ხოლო ათიათასობით იძულებით ადგილნაცვალ პირს, კვლავაც არ ეძლევა თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების საშუალება - აღნიშნა მან.

    საქართველოს წარმომადგენელმა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს წევრებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველოს ორთოპედთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს გატაცებულ იქნა საოკუპაციო ძალების მიერ და იგი ამ დრომდე რჩება უკანონო პატიმრობაში.

    სხდომის ფარგლებში, ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას, როგორც ორმხრივ, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის.

  • საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვია

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩის დახვედრის ცერემონია. მას ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დახვდნენ.

    გენერალური მდივნის ვიზიტი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავმჯდომარეობას უკავშირდება. ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან გამართავს.

    "მოგეხსენებათ, 2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო ხდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა, რაც 2020 წლის 15 მაისამდე გაგრძელდება.
    გენერალური მდივნის ვიზიტის მიზანია გაეცნოს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს და დაისახოს საქართველოსთან თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.

    თავმჯდომარეობის პერიოდის განმავლობაში დაგეგმილია მრავალი სხვადასხვა დონის ღონისძიება, რაც ფართოდ წარმოაჩენს საქართველოს სტრასბურგში" - განაცხადა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ირაკლი გივიაშვილმა.

    ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს 10-11 ნოემბერს სტუმრობს. საქართველოსთვის თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია კი 27 ნოემბერს სტრასბურგში გაიმართება.

  • ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილება განხორციელდა

    ლიბერთის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდარიშვილი სამეთვალყურეო საბჭოში გადადის.  გენერალური დირექტორის მოვალეობას ლევან ლეკიშვილი შეასრულებს.

     გიორგი კალანდარიშვილი 2017 წლის ოქტომბრიდან ს.ს ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა.

    ლევან ლეკიშვილი ს.ს. ლიბერთი ბანკს გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე 2018 წლის ივნისში შემოუერთდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური