საქართველოში შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებულია ბიზნესგარემო
გამოქვეყნებულია
პოლიტიკა
ხუთშაბათი, 14 მაისი 2015 12:10
"რეგიონში შექმნილმა რთულმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე. თუმცა, საქართველოში შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებულია ბიზნესგარემო. საქართველო არის სრულიად ღია ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საგადასახადო სისტემითა და დაბალი გადასახადებით," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.