საუდის არაბეთში მასწავლებელმა 6 კოლეგა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 14:32

საუდის არაბეთის ჯიზანის პროვინციაში მასწავლებელმა  6 კოლეგა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. 

ინციდენტის შედეგად, კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა. პოლიციმ შემთხვევის ადგილი გადაკეტა. თავდამსხმელი ამ დროისთვის დაპატიმრებულია. მკვლელობის მოტივის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.  

წაკითხულია 228 ჯერ

Related items

  • დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას შეხვდა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნიუ-იოკში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან. 
    შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც გამოიხატება მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობაში სხვადასხვა სფეროში.
    ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა თურქეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.
    როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ანკარა კვლავაც გააგრძლებს საქართველოს მხარდაჭერას, როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.
    ორმხრივი ურთიერთობის კონტექტსში მხარეებიმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს  საქართველო-თურქეთს შორის  მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და გამოთქვეს მზადყოფნა საბჭოს მომდევნო შეხვედრისთვის, რომელიც ანკარაში გაიმართება.  
    შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-თურქეთის ჩართულობა საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში და ის მნიშვნელოვანი როლი, რასაც საქართველო და თურქეთი ასრულებენ სამხრეთ  დერეფნის განვითარების პროცესში. ამ მხრივ ხაზი გაესვა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს და მისი იმპელემნტაციის მნიშვნელობას. ქართული მხარე ასევ მიესალმა ტრანსანატოლიური გაზსადენის TANAP-ის პროექტის გახსნას.

    მინისტრმა თურქ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ასევე ესუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“. მან მადლობა გადაუხადა თურქეთს არაღიარების პოლიტიკის განხორციელებაში საქართველოს მხარდაჭერისათვის.
    თურქმა კოლეგამ კიდევ ერთხელ მიულოცა დავით ზალკალინს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა. ეს გახლდათ მინისტრის პოზიციიდან კოლეგების პირველი შეხვედრა. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე საერთაშორისო ფორმატებში ურთიერთმხარდაჭერის მიმართულებით. 

  • საუდის არაბეთში თოვლია

    საუდის არაბეთში თოვლია. ჰაერის ტემპერატუა მინუს -3 გრადუსია. თოვლის საფარის ქვეშ ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში არსებული უდაბნოები მოექცა. 

     

     

  • საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ჩარჩო შეთანხმებას

    დღეს   „საქართველოს მთავრობასა და  საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო“ შეთანხმებას  ხელი მოეწერა. შეთანხმების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს  საქართველოს მხრიდან  ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, ხოლო საუდის არაბეთის მხრიდან საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ელჩმა, მესაად იბრაჰიმალ-სულაიმმა.

    აღნიშნული ჩარჩო შეთანხმება წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის საფუძველს, რომელსაც შემდგომში მოჰყვება ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება სხვადასხვა სფეროებში.  დოკუმენტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობის განვითარებას მრავალი მიმართულებით, მათ შორის ისეთი სფეროებში, როგორიც არის ვაჭრობა და ინვესტიცია, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვა.  

    საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით აღნიშნული ხელშეკრულება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაში. საქართველოსა და საუდის არაბეთს  შორის არსებობს ურთიერთობის განვითარების პოტენციალი სხვადასხვა სფეროებში. განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოში საუდის არაბეთის ინვესტიციების მოზიდვის, ისევე როგორც საუდის არაბეთში საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ზრდის კუთხით არსებული დიდი პოტენციალი. ასევე, საკმაოდ წარმატებულია ტურისტულ სფეროში თანამშრომლობა. ამ კუთხით აღსანიშნავია 2015 წელს საუდის არაბეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის 80%-იანი ზრდა.

    ქვეყნებს შორის გაფორმებული ჩარჩო შეთანხმება ძალაში შევა მხარეთა მიერ შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ.

    ხელმოწერის ცერემონიამდე მხარეებს შორის  გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

    ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურებულ პარტნიორობაზე მრავალი მიმართულებით. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა, ეკონომიკური და ბიზნეს სექტორების თანამშრომლობის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები,   თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის დარგში და ასევე ხალხთაშორისი კავშირების გაფართოება.
     
    აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას დიდად შეუწყო ხელი 2014 წელს რიადში საქართველოს საელჩოს გახსნამ და 2015 წელს საუდის არაბეთის მხარის მიერ საქართველოში პირველი არა-რეზიდენტი ელჩის  (რეზიდენციით ქ. ბაქო) დანიშვნამ.

  • საუდის არაბეთის დელეგაცია საქართველოს აგრარულ პოტენციალს ეცნობა

    საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლევან დავითაშვილი და იური ნოზაძე საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.  დელეგაციას   საუდის არაბეთის  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დოქტორი ემად ალ დაიჯი ხელმძღვანელობს.

    საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოში პირველად იმყოფებიან. ვიზიტი ერთკვირიანია, რომლის ფარგლებში მხარეები საქართველოს აგრარული სექტორის პოტენციალს გაეცნობიან და ორ ქვეყანას შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ.

    „მოგეხსენებათ, საუდის არაბეთში გადის ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტი -ცხვარი. დელეგაციის წევრებს დავათვალიერებინებთ და გავაცნობთ ინფრასტრუქტურას ვეტერინარიის კუთხით. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ასევე გაეცნობიან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებით მიმდინარე საქმიანობას “,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

    სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, დელეგაციის წევრებმა  სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ოფისები დაათვალიერეს და მათ საქმიანობას გაეცნენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჯიღაურაში სასოფლო-სამეურნეო ბაზის, ქვეყნის მასშტაბით სანერგე მეურნეობების, ფერმებისა და საწარმოების დათვალიერებაც.

    საუდის არაბეთის გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია. აღნიშნულ ბაზარზე ქართული აგრარული პროდუქციის გატანის ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკის და, მათ შორის, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

    საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის  შემადგენლობაში  არიან სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის, ნაჯრანის მებაღეობის კვლევითი ცენტრის, მცენარეთა დეპარტამენტის, ცხოველთა კარანტინის განყოფილების, ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.

  • მკვლელობა კასპში

    კასპის რაიონის სოფელ ხანდაკში 28 წლის ახალგაზრდამ 40 წლის მამაკაცი მოკლა. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური