ძალადობა ქალთა წინააღმდეგ : გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტის პირველი ვიზიტი საქართველოში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 13:37

2016 წლის 15-19 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა დუბრავკა სიმონოვიჩი, გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტი. ვიზიტის მიზანია  ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის მხრივ ქვეყანაში არსებული საერთო მდგომარეობის შეფასება და პირველწყაროდან ძალადობის ფაქტებზე ინფორმაციის  მოპოვება.
“მადლობელი ვარ საქართველოს მთავრობის, რომელმაც აქ მომიწვია. ეს ჩემი, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელის, პირველი ოფიციალური ვიზიტია”, - განაცხადა ქ-მა სიმონოვიჩმა.
“საერთოდ, ქალთა წინააღმდეგ ძალადობა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა კუთხით ერთ-ერთ  ფართოდ გავრცელებულ დარღვევას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ზოგადად ყველა ქალს ეხება”, - ხაზგასმით განაცხადა მან. - “სახელმწიფოებს აკისრიათ უმთავრესი ვალდებულება, მიიღონ ეფექტიანი ზომები ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოსაფხვრელად; ამგვარად, საბოლოოდ სახელმწიფო ორგანოებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა ეს რეალობად იქცეს”     
ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი შეხვდება საქართველოს ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს როგორც თბილისში, ასევე კახეთსა და შიდა ქართლის რეგიონებში.  
ექსპერტი ასევე ეწვევა თავშესაფარს, სადაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები არიან განთავსებულნი, აგრეთვე იძულებით  გადაადგილებულ პირთა განსახლების ადგილს. ის შეხვდება ძალადობის მსხვერპლ ქალებს და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ ქალებს. “იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შედეგად, მე  ჩემს წვლილს  შევიტან მიმდინარე  განხილვებსა და კონკრეტულ ძალისხმევაში, რაც ქვეყანაში ამგვარი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება”, - განაცხადა მან.
19 თებერვალს, 17:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” (თავისუფლების მოედანი, თბილისი) გაეროს სპეციალური მომხსენებელი გამართავს პრესკონფერენციას  და წარმოადგენს წინასწარ დასკვნებს ვიზიტის თაობაზე. პრესკონფერენციაზე დაშვებული იქნებიან მხოლოდ ჟურნალისტები.  
ვიზიტის დროს მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შემუშავებულ საბოლოო ანგარიშს  და შესაბამის რეკომენდაციებს ქ-ნი სიმონოვიჩი 2016 წლის ივნისში წარადგენს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ოცდამეთორმეტე სესიაზე.
----
ქ-ნი დუბრავკა სიმონოვიჩი დაინიშნა ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალურ მომხსენებელად 2015 წლის ივნისში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ. მანდატის მიზანია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის და მისი გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების გაცემა ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე.
2002 წლიდან 2014 წლის ჩათვლით ქ-ნი სიმონივიჩი გახლდათ ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის გაეროს კომიტეტის წევრი. ის ხელმძღვანელობდა ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროში; გახლდათ ხორვატიის მუდმივი მისიის წარმომადგენელი გაეროში, ნიუ-ორკში; აგრეთვე ელჩი ეუთოსა და გაეროში, ვენაში; ასევე თანათავმჯდომარე ევროპის საბჭოს  საგანგებო კომიტეტის, რომელმაც შეიმუშავა კონვენცია ქალთა და ოჯახური ძალადობის  წინააღმდეგ (სტამბულის კონვენცია); აქვს საოჯახო სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი; რიგი  წიგნებისა და სტატიების ავტორია ადამიანის უფლებათა და ქალთა უფლებათა საკითხებზე. Uუფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს:  http://www.ohchr.org/EN/Issues/Women/SRWomen/Pages/SRWomenIndex.aspx
სპეციალური მომხსენებლები წარმოადგენენ ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური პროცედურების ნაწილს. გაეროს ადამიანის უფლებათა სისტემაში დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შემდგარი სპეციალური პროცედურები ყველაზე დიდი ორგანოა და არის საბჭოს დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმის ზოგადი სახელი, რომელიც იკვლევს კონკრეტულ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას ან თემატურ საკითხებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით. სპეციალური პროცედურები მუშაობენ ნებაყოფლობით საფუძველზე; ისინი არ არიან გაეროს თანამშრომლები და არ იღებენ ხელფასს;  მოქმედებენ მთავრობისაგან ან ნებისმიერი ორგანიზაციისაგან  დამოუკიდებლად.  

წაკითხულია 538 ჯერ

Related items

  • ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დ. ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროკომისარ ო. ვარჰელთან

    ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელთან.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში თანამშრომლობას, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტერიალისა და ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში განხილულ საკითებს, კერძოდ პარტნიორობის მომავალ სამიტის სამზადისს და პარტნიორობის მომავალის ხედვას 2020 წლის შემდგომ პერიოდში.

    მხარეებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს მოსაზრებები,საქართველოს პრიორიტეტებსა და ხედვასთან დაკავშირებით.

    ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს Covid-19- პანდემიის დროს გაწეული ქმედითი დახმარებისთვის.
    თავის მხრივ,ევროკომისარმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ვირუსის გავრცელების პრევენციის მიმართულებით.

    შეხვედრაზე განხილული იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. დაგმობილი იქნა საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებები, რამაც განსაკუთრებული სიმძაფრე შეიძინა Covid-19-ის პანდემიის დროს,მათ შორის შეშფოთება გამოითქვა 11 ივლისს, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტზე.

    ხაზი გაესვა ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის პროცესში და ასევე ევკოკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას ადგილზე ვითარების ესკალაციის პრევენციისა და მონიტორინგის პროცესში.

  • ლიბერთი ბანკსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    დღეს, ლიბერთი ბანკსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. რომლის თანახმად,  ლიბერთი ბანკი,  მჭიდროდ  ითანამშრომლებს გაეროს მოსახლეობის ფონდთან  ხანდაზმული (60+) მოსახლეობის ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობისა და გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების მიმართულებებით. თანამშრომლობის მიმართულებები მოიცავს:

    -          ხანდაზმული მოსახლეობის ინფორმირებას Covid-19 პრევენციის მიზნით. კერძოდ , მთელი ქვეყნის მასშტაბით ბანკის ქსელის მეშვეობით,  გავრცელდება სპეციალურად 60+ ასაკის  მოსახლეობისთვის შედგენილი ბროშურები. გაეროს მოსახლეობის ფონდი ლიბერთი ბანკთან ერთად, ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში,  განახორციელებს ფართომასშტაბიან სოციალურ კამპანიას.   

    -          ლიბერთი ბანკი მხარდაჭერას გაუწევს „60+ კლუბებს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“, რომლებიც UNFPA საქართველოს ოფისის ინიციატივით ჩამოყალიბდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით, სადაც კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება და განხორცილდება ხანდაზმული მოქალაქეებისათვის COVID-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემოღებული შეზღუდევების მოხსნის შემდეგ;

    -          ლიბერთი ბანკი და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი განიხილავენ მომავალ შესაძლებლობებს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალების და გოგონების გაძლიერებისთვის საქართველოში.   

     დღეს, ჩვენ ვამაყობთ გაეროს მოსახლეობის ფონდთან პარტნიორობით, რომელიც კიდევ უფრო ხაზს უსვამს ლიბერთის მიერ აღებულ პასუხისმგებლობას ასაკოვან მოსახლეობაზე ზრუნვის მიმართულებით. განსაკუთრებით დღეს, როცა უფროსი თაობის უსაფრთხოებისთვის, ინფორმაციის გავრცელება და ცნობადობის ამაღლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უკვე რამდენიმე წელია, ლიბერთი უწყვეტად ახორციელებს 60+ ადამიანებისთვის სპეციალურ საგანმანათლებლო და შემეცნებით პროგრამებს. მინდა მივესალმო ჩვენს ახალ პარტნიორს და იმედი მაქვს, ჩვენ ერთიანი ძალებით კიდევ უფრო გავზრდით ჯანსაღი დაბერებისა და აქტიური ცხოვრების მნიშვნელოვნებას და ასევე, ვითანამშრომლებთ ქალების გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით.განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა

    ვფიქრობთ, „ლიბერთი ბანკთან“ თანამშრომლობას უზარმაზარი პოტენციალი აქვს,“ აღნიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ, „აქტიური და ჯანსაღი დაბერებისა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა ხელს უწყობს ქვეყანას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესშიჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანიაპარტნიორად გვეგულებოდეს „ლიბერთი“ - კომპანიარომელიც ჩვენს ღირებულებებს იზიარებს და მზადაახანდაზმული მოქალაქეებისქალებისა და მოზარდი გოგონების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში მოახდინოს ინვესტირებაგვჯერარომ ჩვენი თანამშრომლობა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება უფრო თანასწორი საზოგადოების მშენებლობის გზაზესადაც არავინ დარჩება განვითარების ტალღის მიღმა.“ 

  • გაეროს განვითარების პროგრამამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს

    გაეროს განვითარების პროგრამისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით საქართველოს პოლიცია მომხმარებელზე ორიენტირებული და შშმ პირებზე მორგებული სერვისების მიწოდებაში გადამზადდება

    გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის ფარგლებში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის თანამშრომლები სერვისების მიწოდების ახალ უნარ-ჩვევებს შეიძენენ

    თბილისი. 6 მაისი 2020 – გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებენ ახალ ინიციატივას, რომლის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის,ყოფილი „მე-12 ოთახის“ თანამშრომლების შესაძლებლობებისა და სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.   

    გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოაგილემ, კახა საბანძემ 5 მაისს გამართულ ონლაინ შედხვედრაზე ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების  მემორანდუმს.

    “შინანგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს მომსახურების ცენტრის რეფორმას, რომლის მიზანია „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდება მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ. „მიმდინარე რეფორმის პროცესში ცენტრის თანამშრომლების ტრენინგი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს“.

    „პოლიციის საქმიანობა ყოველთვის სტრესს უკავშირდება, რაც განსაკუთრებით კრიზისის დროს ვლინდება“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა. „ჩვენი გადამზადების პროგრამის შედეგად საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი შეიმუშავებს ახალ მიდგომებს და აღიჭურვება შესაბამისი უნარ-ჩვევებით, რათა ეფექტიანი მომსახურება გაუწიოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებსა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს“.

    საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი 2018 წელს ჩამოყალიბდა და მოქალაქეებს 50-ზე მეტი სერვისით უზრუნველყოფს. მათ შორისაა ჯარიმები, მართვის მოწმობის შეჩერება, დაკარგული სანომრე ნიშნების აღდგენა და საჯარიმო სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანასთან დაკავშირებული თანხმობა. UNDP-ის მხარდაჭერით, ცენტრის თანამშრომლები  მომხმარებელთან ურთიერთობის, ემოციების მართვისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდების ტრენინგს გაივლიან.

    გარდა ამისა, UNDP ხელს შეუწყობს მომსახურების ცენტრს, დანერგოს საჯარო სექტორის ხარისხის მართვის საერთაშორისო მექანიზმი, შეფასების ერთიანი სისტემა (CAF), რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებში 4,500-მდე საჯარო უწყება იყენებს.

    საქართველოში CAF სისტემის დანერგვა პირველად იუსტიციის სახლმა დაიწყო. UNDP-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით, ეს წარმატებული პრაქტიკა სხა უწყებებშიც დაინერგება.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა UNDP-სა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის 6 მილიონი აშშ დოლარის (4.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი) ღირებულების ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას ემსახურება და რეფორმის სამ ძირითად მიმართულებას ეხმიანება: პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია, ადამიანური რესურსების მართვა და საჯარო სამსახურის რეფორმა, და სახელმწიფო სერვისების მიწოდება.

  • ფოთის პორტში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი იმართება

    2020 წლის 7 აპრილიდან 9 აპრილის ჩათვლით ქ. ფოთის პორტში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ვიზიტი იმართება. აღნიშნული შენაერთის შემადგენლობაში შედის 5 ნატო-ს წევრი ქვეყნის - ბულგარეთის, კანადის, იტალიის, თურქეთის და რუმინეთის საზღვაო ხომალდი.
     
    ვიზიტის ფარგლებში SNMG2-ის წარმომადგენლები საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარებენ ერთობლივ სწავლებას დისტანციურ რეჟიმში. მსგავსი ტიპის სწავლებები მიზნად ისახავს საქართველოს და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერებას.
     
    მსოფლიოსა და საქართველოში კორონავირუსის პანდემიის ფონზე,  ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში ნატო-ს ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია და ნათლად ადასტურებს ალიანსის ერთგულებას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კურსისადმი. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს შავი ზღვის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს რეგიონში სტაბილურობის   განმტკიცებას.
     
    მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია.

  • PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“

    დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი - ბიზნესი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის ტრენინგების ჩატარების იდეას კომპანია PSP პირველი გამოეხმაურა.

    24 თებერვალს PSP აკადემიაშიშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით კერძო სექტორისთვის პროექტის პირველი ტრენინგი ჩატარდა. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით კერძო სექტორისთვის ტრენინგების პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორია ახორციელებს.

    ტრენინგების მიზანი მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანიების თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება და კომუნიკაციის გაუმჯობესებაა სხვადასხვა საჭიროების მქონე თანამოქალაქეებთან. სწორედ ამიტომ ტრენინგს PSP-ს სერვისი უზრუნველყოფის, აფთიაქების მენეჯერები, მომხმარებელთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, ტრენინგ-ცენტრის, იურიდიული, რეგიონალური, HR დეპარტამენტების თანამშრომლები დაესწრნენ. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას როგორ მოიქცნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, რომ არ შეიქმნას უხერხული სიტუაციები, როგორც უნებლიე დისკრიმინაციით (მაგ. არასწორი ტერმინოლოგიის გამო) ან მეტისმეტი მზრუნველობის ფონზე.

    „PSP-ს მთავარი ორიენტირი 25 წელია მოხმმარებლის ინტერესები და მათზე ზრუნვაა; ამიტომ ჩვენ შემოთავაზების მიღებისთანავე გამოვხატეთ მზაობა გავცნობოდით და მომსახურების პროცესში დაგვენერგა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული მითითებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან თანასწორი ურთიერთობის შესახებ. მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ნაკლებად აქვთ ინფორმაცია და შესაბამისი ცოდნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კომუნიკაციის კუთხით, რაც ხშირად იწვევს უხერხულ სიტუაციებს, განსაკუთრებით ზედმეტი ყურადღების და მზრუნველობის გამოხატვით. ტრენინგზე მიღებულ ინფრომაციას კომპანიის ყველა თანამშრომელს გავაცნობთ, რაც ჩვენს მომსახურების პროცესს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში თანასწორუფლებიანს და კომფორტულს გახდის“- აცხადებენ -PSP-ში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური