ქართული მევენახეობა-მეღვინებისადმი მიძღვნილი გამოფენა ბორდოში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 12:53

2017 წელს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ღვინის ცივილიზაციისმსოფლიო ცენტრში  ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა მოეწყობა. ღონისძიება საქართველოს, როგორც ღვინის კულტურისა და უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყნის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია,  რომ  საქართველო იქნება პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელიც  ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში  მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილ გამოფენათა ციკლს გახსნის.

ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამოფენის წარმატებით და მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით, გამოფენის საორგანიზაციო საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია შეიქმნა. კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები შედიან, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია უხელმძღვანელებს.

დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2017 წელს ქალაქ ბორდოში ღვინის ცივილიზაციის ცენტრში გასამართი ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი გამოფენის ჩატარებისთვის შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრაზე  გამოფენის კონცეფციაზე და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. კომისიის წევრებმა  ღვინის ცივილიზაციის ცენტრისთვის გადასაცემად საინფორმაციო მასალების და შესაბამისი ლიტერატურის მომზადების და გამოფენაზე წარდსადგენი ღვინის სახეობების შერჩევის  საკითხებიც განიხილეს.

,,დღეს, როდესაც საქართველო ევროპასთან ინეგრაციის გზაზე დგას, ამასთან გაფორმებული გვაქვს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), ქართული პროდუქციის და ზოგადად, საქართველოს პოპულარიზაცია და პოზიციონირება ევროკავშირის ქვეყნებში ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ბორდო წარმოადგენს მეღვინეობის მსოფლიო ცენტრს. შესაბამისად, ბორდოს ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში  საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარდგენა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს მასშტაბით. მნიშვნელოვანია, რომ გამოფენაზე საქართველო წარსდგეს არა მხოლოდ ერთი - მეღვინეობის მიმართულებით, არამედ კომპლექსურად - კულტურული, ეთნოგრაფიული, ისტორიული მიმართულებითაც. სწორედ ამიტომ, გამოფენის საორგანიზაციო ჯგუფში ჩართულია სოფლის მეურნეობის, საგარეო საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, კულტურის და ძეგლთა დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების წარმომადგენლები“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

როგორც შეხვედრაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმაელჩმა საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონემ აღნიშნა,  ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრმა პირველ საპატიო სტუმრად საქართველო როგორც ღვინის სამშობლო, ღვინის ცივილიზაციის აკვანი, მიიწვია. ფაქტი, რომ მეღვინეობის მსოფლიო ცენტრში საქართველო იქნება წარმოდგენილი,  მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  ქვეყნის პოპულარიზაციას.

სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონე,  ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ასოციაცია ,,ქართული ღვინის“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი, საგარეო საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, ასევე ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქალაქ ბორდოში ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრი 2016 წლის 31 მაისს საზეიმოდ გაიხსნება. მასშტაბური კომპლექსის აშენებაქალაქ ბოროდს მერის, ალან ჟუპეს ინიციატივას წარმოადგენს. ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში ნაკლებად იქნება წარმოდგენილი მუზეუმისთვის დამახასიათებელი არქეოლოგიური ნაწილი. აღნიშნული ცენტრი, რომელიც 14 ათას კვადრატულ მეტრზე იქნება განლაგებული, თანამედროვე არქიტექტურითა და ტექნოლოგიებით იქნება გამორჩეული. ცენტრში წარმოდგენილი იქნება დარგში არსებული უახლესი მიღწევები. 

წაკითხულია 1094 ჯერ

Related items

  • PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

    PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო ხსნარები გამოჩნდა.

    „ბერტას“ ანტისეპტიკური, ფრანგული წარმოების ეთერზეთებით და არომატიზატორებით გამდიდრებული ხსნარი სწრაფად აღწევს კანის ფორებში და კლავს ბაქტერიებს.

    პირველი ქართული სადეზინფექციო ხსნარი „კუტექსი“ და ქართული წარმოების მრავალჯერადი ნიღბებიც პირველმა PSP-მ შესთავაზა საზოგადოებას.

    „PSP მიესალმება ყველა ახალ ქართულ წამოწყებას და მზაობას გამოთქვამს ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში თავისი ქსელში ხელი შეუწყოს ქართული წარმოების პროდუქციის რეალიზაციასა და პოპულარიზაციას. ჩვენ კომპანიას აქვს ქართული ფარმაცევტული საწარმო „ჯიემპის“ 20 წლიანი გამოცდილება და ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ქართველი მომხმარებლების მიერ“ - ახცხადებენ PSP-ში.

    (R)

  • “სამართლიანობა ხოჯალოს” საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში თბილისში, აზერბაიჯანელი მხატვრების გამოფენა გაიხსნა

    თბილისში, მირზა ფათალი ახუნდოვის კულტურის ცენტრში, აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით, “სამართლიანობა ხოჯალოს” საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში აზერბაიჯანელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

    გამოფენა ეძღვნება „ხოჯალოს“ ტრაგედიის 28 წლისთავს. ღონისძიების მიზანს წარმოადგენს აღნიშნული გამოფენის დახმარებით  „ხოჯალოს“ ტრაგედიის შესახებ მწარე სიმართლე მსოფლიოს თანამეგობრობის ყურამდე მიიტანოს.

    აზერბაიჯანის საელჩოსთან ერთად, გამოფენის ორგანიზატორია აზერბაიჯანული E-MEDIA GROUP. გამოფენაზე წარმოდგენილია აზერბაიჯანელი პროფესიონალი მხატვრების მიერ შესრულებული 50-მდე ნამუშევარი, რომლებიც „ხოჯალოს“ ტრაგიკულ მოვლენებს ასახავს.

    ღონისძიება წუთიერი დუმილით დაიწყო, რომელიც დაღუპულების ხსოვნას მიეძღვნა. მოგვიანებით ნაჩვენები იქნა აზერბაიჯანული E-MEDIA GROUP-ის მიერ მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც „ხოჯალოს“ ტრაგიკულ მოვლენებს მიეძღვნა. 

    ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა, რომელმაც ანიშნა, რომ „ხოჯალოს“ ტრაგედია წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან დანაშაულს ჩადენილს მსოფლიოს წინაშე. “სამართლიანობა ხოჯალოს” საერთაშორისო კამპანიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და მსოფლიოს თანამეგობრობას სამართლიანი ინფორმაცია მიაწოდა „ხოჯალოს“ ტრაგედიის შესახებ“, - აღნიშნა აზერბაიჯანელმა დიპლომატმა.

    შეგახსენებთ, რომ ღონისძიება სახელწოდებით „ხოჯალოს ისტორიის სისხლიანი მოგონებები“ დაიწყო აზერბაიჯანში მიმდინარე წლის 2 თებერვალს. ანალოგიური ღონისძიებები ჩატარდა გუბასა და გიანჯაში. 

    ასეთივე გამოფენა უახლოეს დღეებში სტამბულში, ანკარასა და იზმირში გაიხსნება.

    ავთანდილ ოთინაშვილი

     

  • ევროსაბჭოში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო-გამოფენა გაიხსნა

    ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო-გამოფენა სახელწოდებით „ზამთარი საქართველოში“ (Georgia in Winter) გახსნა. 

    საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტი ჰენრიკ დაემსი, ასევე საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია.

    დავით ზალკალიანმა მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ვრცლად ისაუბრა საქართველოში ზამთრის ტურიზმის მზარდ პოტენციალზე.

    „ზამთარი საქართველოში ვიზიტორებს დასვენების მრავალ სპექტრს სთავაზობს, იქნება ეს ულამაზესი ლანდშაფტები, ველური ბუნება, მაღალი მთები, განვითარებული სათხილამურო ინფრასტრუქტურა, ქართული სტუმართმოყვარეობა თუ სხვა”,- განაცხადა მინისტრმა.

    გამოფენა, რომელიც ორგანიზებულია ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ, ევროპის საბჭოს შენობაში რამდენიმე თვეს გასტანს.

    გარდა ამისა, დღეს გაიმართება ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება.

    როგორც ცნობილია  სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციაც მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას სწორედ ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

    შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარები საბჭოს 47 ქვეყნის ეროვნული პარლამენტების წევრები არიან. ისინი იკრიბებიან წელიწადში ოთხჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად და მოითხოვენ ევროპის ქვეყნების მთავრობებისაგან ინიციატივასა და გამოხმაურებას. ეს პარლამენტარები თავიანთი ამომრჩევლის - 800 მილიონი ევროპელის - სათქმელს ახმოვანებენ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, ამრიგად ევროპული ქვეყნების მთავრობები, რომლებიც ევროპის საბჭოში მინისტრთა კომიტეტის სახით არიან წარმოდგენილები, ვალდებულნი არიან, გამოეხმაურონ ასამბლეას.

     

  • თბილისში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

    11 ნოემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩომ თბილისში, სლოვაკეთის საელჩოსთან ერთად გამართა ხავერდოვანი რევოლუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სურათების გამოფენა „ხავერდოვანი რევოლუცია, ტოტალიტარული რეჟიმის დასასრული ჩეხოსლოვაკიაში“.

    ჩეხეთისა და სლოვაკეთის ელჩებმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას და გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა მათ გაიხსენეს იმდროინდელი მნიშვნელოვანი მოვლენები და აღნიშნეს, რომ ხავერდოვანმა რევოლუციამ შესაძლებლობა მისცა ორივე ქვეყანას დემოკრატიული განვითარების ახალ ეტაპზე გადასულიყვნენ.

    შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩომ თბილისში ასევე გამართა ხავერდოვანი რევოლუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თანამედროვე ცნობილმა ჩეხმა მუსიკოსებმა, ბატონმა იაროსლავ სვეჩენმა (ვიოლინო) და ქალბატონმა ლუცი ტოზიმ (როიალი). მუსიკოსებმა ვირტუოზულად შეასრულეს ბეთხოვენის, დვორჟაკის, რახმანინოვის და სმეტანას კლასიკური ნაწარმოებები და მათ მსმენელების მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • ქართული ფარმაცევტული კომპანია საერთაშორისო გამოფენაზე

    ფარმაცევტულმა კომპანია GM Pharma-მ საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენზე გერმანიაში საქართველო როგორც ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა წარადგინა.

    2019 წლის 5-7 ნოემბერს გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში გაიმართა უდიდესი საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა CPHI, რომელიც ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში.

    CPHI მოვლენაა, რომელზეც თავს იყრიან ფარმაცევტული სფეროს გავლენიანი წარმომადგენლები. წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2 500 კომპანია და 45 000 ვიზიტორი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის GM Pharma, როგორც ერთადერთი ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია საქართველოდან ამ გამოფენაზე. 

    GM Pharma საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს მედიკამენტებს  GMP სერტიფიცირებულ საწარმოებში საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში - ესპანეთი, გერმანია, შვეიცარია.

    GM Pharma-ს საწარმო თბილისში წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, ულტრათანამედროვე ფარმაცევტულ ქარხანას, სადაც მზადდება მედიკამენტები ევროპული და ამერიკული სტანდარტების დაცვით.

    GM Pharma უკვე წლებია თანამშრომლობს ისეთ წამყვან ევროპულ და ამერიკულ კომპანიებთან, როგორიც არის Lallemand Pharma (შვეიცარია), Welt Pharma (გერმანია), Laboratorios Basi (პორტუგალია), Hoffman La Roche (შვეიცარია), US Laboratories (აშშ) და სხვა.

    GM Pharma ეს არის,  ყოველწლიურად ნამკურნალევი  10 მილიონზე მეტი პაციენტი მსოფლიოს 10 - ზე მეტ ქვეყანაში.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური