ტვირთის მოტყუებით, გადასახადების გადახდის გარეშე გატანისათვის შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 11:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადებისა და მსხვილი საწარმოს ხელმძღვანელთა მხრიდან გულგრილობის ფაქტზე შვიდი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, 9 სხვადასხვა შპს-ს სახელით განხორციელდა ჯამში, 609 794 ლარის ღირებულების ცემენტის იმპორტი. გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სასაქონლო საბაჟო დეკლარაციებისთვის შეირჩა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყვითელი დერეფანი, რაც ავტომატურად გულისხმობს ტვირთის გატანამდე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას. ბრალდებულებმა, ტვირთის მოტყუებით გასატანად შეადგინეს გადახდის ყალბი დოკუმენტები, რეალურად არ მოახდინეს ბიუჯეტთან ანგარიშსწორება, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 110 000 ლარის ზიანი. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებისათვის, მოქალაქეებს ნიაზ ლაცუზბაიას, ჯაბა შელიას, პაატა ბასარაიას, გელა ბოხუას, ვიქტორ ხუფაცარიას, კობა ყოლბაიასა და შოთა ეხვაიას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე, 210-ე და 220 პრიმა მუხლით.
წაკითხულია 423 ჯერ

Related items

  • საქართველოში სპეცრეისით 40 000 PCR ტესტი და 20 ათასი ანტისხეულების ტესტი ჩამოვიდა

    დღეს დილით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან სპეც რეისი ჩამოვიდა, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 52 ტონა ტვირთი ჩამოიტანა. მათ შორის: 40,000 PCR ტესტი და ამდენივე ექსტრაქციის ნაკრები, დიდი რაოდენობით პირადი დაცვის საშუალებები, კომბინეზონები, ხელთათმანები, ხალათები და სხვა სამედიცინო ნივთები.

    იგივე რეისით ჩამოფრინდა, დამატებით ანტისხეულების 20,000 ტესტი, რომელიც საქართველოს ჩინეთის მთავრობამ უსასყიდლოდ გადასცა. მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საელჩო ჩინეთში.

    ტვირთს აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დახვდა.

    „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. დაფრინდა ბოინგი, ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოში ჩამოიტანა 52 ტონა ტვირთი და ამ ტვირთში ყველაზე დიდ ნაწილს წარმოადგენს 40 ათასი PCR ტესტი, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია, ველოდებით.

    ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ თვითმფრინავით ჩამოვიდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ნაჩუქარი 20 ათასი ანტისხეულების ტესტი. დანარჩენ ტვირთს კი წარმოადგენს პირადი დაცვის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი ექიმების უსაფრთხო სამუშაო გარემოს კოვიდინფექციის გავრცელების პერიოდში.

    გაწერილია ალგორითმი, ეს ალგორითმი ყოველდღიურ რეჟიმში მუშავდება და ემატება სხვადასხვა ჯგუფი. ამ ეტაპისთვის ეს ტესტები ხმარდება მიზნობრივად იმ ჯგუფებს, რაც დღემდე იყო გაწერილი: ეს გახლავთ სიმპტომიანი პაციენტები, ასევე კარანტინში მოთავსებული პაციენტები და ყველა ის პირი, რომელსაც ჰქონდა კოვიდ დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი. ვაფართოებთ ამ კვირაში ტესტირებას იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებშიც ძალიან მაღალია რისკი და კიდევ დამატებით ვმუშაობთ იმ საკითხზე, თუ ვინ იქნება შემდეგი პრიორიტეტი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

    PCR ტესტები და ექსტრაქციის ნაკრები შეძენილი იქნა ჩინეთის მთავრობის მიერ ავტორიზირებული კომპანიებისგან.

    ჩარტერული რეისი, შეღავათიან ფასად  განახორციელა ავიაკომპანია „ჯეოსქაი“-მ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური