იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს მოსამართლეობის კანდიდატებს უყრის კენჭს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 11:00
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს მოსამართლეობის კანდიდატებს უყრის კენჭს. აღნიშნულ პროცედურებს უნდობლობას უცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. კოალიციაში ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მიიჩნევენ, რომ მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის წესი ბუნდოვანია. კოალიცია მოქმედი ნორმების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებასა და მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშნვის შეჩერებას ითხოვს. ორგანიზაციები დღეს პროკურატურას მიმართავენ და მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ტესტებისა და პასუხების გამჟღავნების საკითხზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.
წაკითხულია 456 ჯერ

Related items

  • ოპოზიციამ თბილისის ექვსი მაჟორიტარული ოლქისთვის კანდიდატები დაასახელა

    საქართველოს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა დასრულდა.

    ოპოზიციამ თბილისის ექვსი მაჟორიტარული ოლქისთვის კანდიდატების შეთანხმებული სია დაასახელა.

    კერძოდ, ოპოზიციამ თბილისის ოლქებში შემდეგი კანდიდატები წარადგინა:

    მთაწმინდა – შალვა შავგულიძე

    სამგორი – ლევან ხაბეიშვილი

    ვაკე – ელენე ხოშტარია

    გლდანი – ნიკა მელია

    ისანი – გიორგი ვაშაძე

    ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი.

    საერთო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებში.

     

     

  • კლასტერპოლის შედეგები გასაჯაროვდა

    არასამთავრობო ორგანიზაცია „ საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის  და მონიტორინგის ცენტრი”  28 ოქტომბერს ახორციელებდა პარალელურ დათვლას საქართველოში განთავსებულ  277 უბნის  დათვლას კლასტრული დთვლის მეშვეობით.

    სულ დათვლის პროცესში დამუშავდა 201 364  ამომრჩევლის მონაცემი

    დათვლის შედეგები, რომლებიც ასახავდნენ საპრეზიდენტო კანდიდატების ელექტორალურ მხარდაჭერას შემდეგნაირად გადანაწილდა :

    48 სალომე ზურაბიშვილი- 43,42 %

    5. გრიგოლ ვაშაძე- 35 %

    2. დავით ბაქრაძე- 9.95%

    10. შალვა ნათელაშვილი-3, 64 %

    36. ზურაბ ჯაფარიძე- 1,72 %

    25. დაით უსუფაშვილი- 1, 51%

    კლასტერული შერჩევის ცდომილება არ აღემატება 0,5+ %

  • გიორგი მარგველაშვილი: "მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, რომ იყოს ყველას პრეზიდენტი"

    საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მეექვსე საარჩევნო უბანზე გააკეთა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ხმა მისცა პრეზიდენტობის იმ კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, რომ იყოს  საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. 
    "მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, რომ იყოს ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და იქნება მთავარსარდალი იმ განსაკუთრებული შეიარაღებული ძალებისა, რომელსაც მრავალი საუკუნის საოცარი, გმირული ისტორია აქვს. ეს მთავარსარდალი იქნება ამაყი იმით, რომ ამ გმირ ხალხს - ჩვენს შეიარაღებულ ძალებს უდგას სათავეში,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

  • 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის 25 კანდიდატია რეგისტრირებული

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.

    საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ამ დროისთვის 25 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან, 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 - საინიციატივო ჯგუფის მიერ.

    როგორც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრირებულ საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-12-ე დღისა (16 ოქტომბრის ჩათვლით) აქვს უფლება წერილობითი განცხადებით მომართოს ცესკოს და მოხსნას საკუთარი კანდიდატურა. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი შეყვანილი იქნება საარჩევნო ბიულეტენში.

    შეგახსენებთ, რომ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე სულ 46 განაცხადი იყო წარდგენილი, მათ შორის 20 პოლიტიკური პარტიის, ხოლო 26 საინიციატივო ჯგუფის მიერ.

    21 კანდიდატობის მსურველს სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლების გამო ეთქვა უარი კანდიდატად რეგისტრაციაზე; აქედან, ერთმა საინიციატივო ჯგუფმა არ შეასწორა ხარვეზი საარჩევნო დოკუმენტაციაში, ხოლო ერთ პოლიტიკურ პარტიას, უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობასა და კანდიდატის წარდგენაზე, ვინაიდან არ იყო რეგისტრირებული იუსტიციის სამინისტროს მიერ. რაც შეეხება 19 საინიციატივო ჯგუფს - მათ, დადგენილ ვადაში არ წარმოადგინეს მხარდამჭერთა სია და კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრაციაზე ეთქვათ უარი.

    აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის უარის შესახებ განკარგულებები უფლებამოსილი პირების მიერ არ გასაჩივრებულა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

  • ,,ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები კლინიკა „რუსთავში“ ამომრჩევლებს შეხვდნენ

     ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კლინიკა „რუსთავის“ ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდნენ.

    29-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ კლინიკის სამედიცინო პერსონალთან ,,ქართული ოცნების“ ახალი პროგრამის იმ ნაწილზე ისაუბრა, რომელიც  ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას ეხება. მისი თქმით,   ხელისუფლებამ საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპზე დაფუძნებულ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკას, რომელიც მოქალაქეთა ღირსეულ ცხოვრებას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

    „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებაა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან უკვე დაფინანსდა 2,4 მილიონზე მეტი შემთხვევა, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ოჯახების გაღარიბების თავიდან აცილება უზრუნველყო. დღესაც, ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება „ქართული ოცნების“ პრიორიტეტად რჩება“,-განაცხადა პაატა მხეიძემ.

     30-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ბეგაძემ ყურადღება რუსთავში არსებულ კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ კლინიკების თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურა და სერვისის ხელმისაწვდომობა მისი სამოქმედო გეგმის ნაწილი გახდება.

     „რუსთავის სამედიცინო პერსონალი ყოველთვის აკმაყოფილებდა მაღალ სამედიცინო სტანდარტებს, ჩვენ კვალიფიციურ მედიკთა დეფიციტი არასოდეს გვქონია, თვალნათელია, რომ წარმატებით მიმდინარეობს არსებული სამედიცინო დაწესებულებების განახლების პროცესი. ჩვენი პროგრამის პრიორიტეტულ თემად დავისახავ, რომ მაღალი ტექნოლოგიების სერვისი ჩვენს ქალაქში იყოს ხელმისაწვდომი და მედიკოსების შრომა მეტად დაფასებული“, - აღნიშნა გიორგი ბეგაძემ.

    რუსთაველ ამომრჩევლებთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც უბნებზე, ასევე ორგანიზაცია-დაწესებულებებში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური