EIB საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 150 მილიონამდე ევროს გამოუყოფს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016 17:43
ევროპის საინვესტიციო ბანკი(EIB) საქართველოს, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის, 150 მილიონამდე ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს, - ფინანსური ხელშეკრულებები დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაფორმდა. დოკუმენტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ლაზლო ბარანიაიმ მოაწერეს ხელი. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 100 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის" დასაფინანსებლად, რომლის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდება მცირე ზომის ინფრასტრუქტურული პროექტები - გზების, ქუჩების, წყალსადენის, კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია; განვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა; თბილისში წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღდგება. 49.45 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს კი საქართველო „საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი II" პროექტის - ზემო ოსიაური - ჩუმათელეთის მონაკვეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დასაფინანსებლად მიიღებს. ხელმოწერის ცერემონიამდე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა. გიორგი კვირიკაშვილმა ლაზლო ბარანიაის საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროპის საინვესტიციო ბანკთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა. შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი დაესწრნენ.
წაკითხულია 472 ჯერ

Related items

  • "ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება აუცილებლად უნდა აღვადგინოთ"

    პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება აუცილებლად უნდა აღვადგინოთ, ოღონდ საუკეთესო ევროპული პრაქტიკით.როგორც კვირიკაშვილმა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა, თავის დროზე ტექნიკური დათვალიერების სრულად გაუქმება შეცდომაა და ახლა მთავრობას აქვს გეგმა, მოიწვიოს საერთაშორისო კომპანიები და ტექდათვალიერების ახალი სისტემა დანერგოს.„ძალიან არასახარბიელო სიტუაციაა ამ კუთხით. ვფიქრობ, წლების წინ მიღებული გადაწყვეტილება ტექნიკური დათვალიერების მთლიანად გაუქმების თაობაზე, აბსოლუტურად არასწორი იყო. იმის მაგიერ, რომ ჩვენ დაგვეხვეწა ის რეგულაციები, რომლებიც არსებობდა ამ კუთხით და ტექნიკურად მოგვეწესრიგებინა, რომ არ ჰქონოდა მახინჯი ფორმა (და მართლაც ჰქონდა მახინჯი ფორმა წარსულში), ჩვენ საერთოდ გავაუქმეთ ტექნიკური დათვალიერება. მე ვფიქრობ, ჩვენ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ, მაგრამ საუკეთესო ევროპული პრაქტიკით. ჩვენ გვაქვს გეგმები, რომ მოვიწვიოთ საერთაშორისო კომპანიები, რათა სწორი სისტემა ჩამოვაყალიბოთ, საერთოდ გამოვრიცხოთ კორუფცია ამ სისტემაში და რაც ყველაზე მთავარია, იყოს ხელმისაწვდომი, იმიტომ, რომ ჩვენი ბავშვები ავადდებიან ამის გამო. ბავშვთა ასაკში სიმსივნის მაჩვენებელი საქართველოში ძალიან მაღალია და ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევწირავთ ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობას იმას, რომ საქართველოს ჰქონდეს საამაყო, რომ ნაკლები რეგულაციები აქვს. დასაცავია სწორი ბალანსი რეგულაციებსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას შორის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ანგარიშის თანახმად, 2012 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი საქართველოში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე ბულგარეთი, მე-3-ზე კი ჩინეთია.

  • "ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის მთავარი ბერკეტი იქნება ვიზალიბერალიზაცია"

    ამ წუთებში ბერლინში გიორგი კვირიკაშვილისა და ანგელა მერკელის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს, მანამდე კი საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა.გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით და ახლა ქვეყანა საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია.„ვარშავის სამიტზე მოკავშირეებმა უნდა აჩვენონ ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერა. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ სამიტის შედეგი იქნება მკაფიო და მტკიცებულება წევრობისკენ. სამიტის შედეგს უნდა ჰქონდეს ორი განზომილება - პოლიტიკური მხარდაჭერა, საქართველოს ინტეგრაციის პროცესის ურყეობა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავება, პროგრესი და უსაფრთხოება არაფერია თავისუფლების გარეშე. ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის მთავარი ბერკეტი იქნება ვიზალიბერალიზაცია. საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი და ველით ევროკავშირის მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილებას. იზრდება ჩვენი თანამშრომლობა გერმანიასთანაც," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის ფაქტი, რომ მიზი ვიზიტის დროს ტარდება ქართულ-გერმანული ერთობლივი ბიზნესფორუმი, ხაზს უსვამს როგორ მუშაობს ორივე ქვეყანა ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის.  

  • კვირიკაშვილი პარლამენტში დარჩენაზე

    საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, არჩევნების შემდეგ პარლამენტში დარჩენას არ აპირებს. გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა არჩევნების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი აირჩიონ."გუშინ ატყდა მთელი ამბავი ამ საკითხთან დაკავშირებით. მე არ ვაპირებ პარლამენტში დარჩენას, გამორიცხულია. მე ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას, სადაც დღეს ვარ, რადგან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

     

  • "კარგი მოლოდინები გვაქვს, მოვიგებთ" - ხადური არჩევნებზე

    ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით კონსულტაციების შესაბამისად გადაწყდება თ8უ რა ფორმით ჩაერთვება ის წინასაარჩევნო კამპანიაში. მინისტრის თქმით მათ კარგი მოლოდინები აქვთ "კარგი მოლოდინები გვაქვს მოვიგებთ. ჩვენ ვმუშაობთ კონსულტაციები გაიმართება და კონსულტაციების შესაბამისად გადაწყდება თუ რა ფორმით ჩავერთვებით არჩევნებში",-განაცხადა ხადურმა

  • ნოდარ ხადური ეკონომიკის ზრდაზე

    რეგიონში მიმდინარე პროცესების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა შესრულებული და შეუსრულებელი დაპირებების კომენტირებისას განაცხადა. 
    „იმ გარემოებებიდან გამომდინარე რაც რეგიონში არსებობს, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რათა ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და მიუხედავად იმისა, რა ხდება რეგიონში, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდება“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა. 
    კითხვაზე, იქნება თუ არა თავად საარჩევნო სიაში, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები იქნება ან არ იქნება. რაც შეეხება, პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომ შესაძლოა ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური დაინიშნოს, ხადურმა აღნიშნა, რომ ძალიან პლურალისტური გარემოა, თავისუფალი არჩევნები ჩატარდება, ამიტომ მეორე ტური გამორიცხული არ არის.
    „ძალადობა არ არის და არც იქნება. საარჩევნო გარემო იქნება ისეთი, რომ ადამიანმა საკუთარი სინდისით და გონების კარნახით მიიღოს გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთთან“, - აღნიშნა ხადურმა. 

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური