სამეგრელოში მესამე დღეა 3 დაკარგულ ბიზნესმენს უშედეგოდ ეძებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016 15:35
სამეგრელოდან სამი ადამიანი გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით მესამე დღეა ახლობლები მცირე ბიზნესით დაკავებულ სამ მამაკაცს ეძებენ. როგორც ირკვევა, დაკარგულებიდან ორი - პაატა ჩუბინიძე და მისი ბიძაშვილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოდან არიან. მათი პარტნიორი კი რომელიც ასევე გაუჩინარდა, ხობის მკვიდრია. აღნიშნულ პირებს ხორცის ბიზნესი ჰქონდათ და სამეგრელოში პირუტყვის შეძენით იყვნენ დაკავებულები. ხორცის ექსპორტს კი თათრეთში ახორცილელებდნენ. როგორც დაკარგული ჩიბუნიძის ახლობლები აცხადებენ , სამი დღის წინ პაატა ჩიბინიძის ტელეფონზე ზარი განხორციელდა. მას შეატყობინეს, რომ სოფელ ურთაში მოსახლეობა საქონლის გაყიდვას გეგმავდა. ჩუბინიძე ბიძაშვილთან ერთად "ფორდის" მარკის მიკრეოავტობუსით აღნიშნული სოფლისკენ 8 თებერვალს , დილის 6:00 საათზე გაემართა. სწორედ ურთის გადასახვევთან იპოვეს დღეს მიტოვებული ავტომობილი. ადგილზე ამ წუთებში კრიმინალისტები მუშაობენ. დაკარგულის ოჯახი ეჭვობს, რომ ბიზნესმენები გაიტაცეს. "იქ მიიტყუეს, ავტომობილი ტყეშია შეყვანილი"- ამბობენ ჩუბინიძეები.
წაკითხულია 602 ჯერ

Related items

  • სამეგრელოში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბები და ზარალის დამთვლელი კომისიები შეიქმნა

    სამეგრელოში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბები და ზარალის დამთვლელი კომისიები შეიქმნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გადაუღებელმა წვიმებმა სამეგრელოში პრობლემები შექმნა. 

    ”სტიქიამ განსაკუთრებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ლიაში რამდენიმე ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა. 

    ადიდებულმა ღელეებმა სოფელ პალურში, საჩინოსა და ჯვარში შიდა გზები ჩამორეცხეს. სოფელ ნაკიფუში კი, საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულებია დატბორილი. საჩინოში საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მეწყერი ჩამოწვა, ხოლო ქალღალში მეწყერმა სოფლის შიდა გზა დააზიანა.

    ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობის ადიდების შედეგად, მრავალსართულიანი სახლების ეზოები და სავარგულები დაიტბორა. 
    სტიქიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. კერძოდ, სოფელ ნაგვაზაოში ადგილობრივების საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდმაო ნაკვეთები დაიტბორა. 

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ, მდინარე ენგურის ადიდება გამოიწვია. ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე ენგურმა რამდენიმე მოსახლის საკარმიდამო ნაკვეთი დატბორა.

    პრობლემურ მუნიციპალიტეტებში დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, ხიდბოგირები და გაბიონები.

    სტიქიის კერებში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები და პოლიცია. არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობოდნენ მუნიციპალიტეტების გამგებლები და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. 
    სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასა და გამგეობებში შექმნილია საგანგებო შტაბები. მუშაობს ზარალის დამთველი სპეციალური კომისია.

    წუხანდელთან შედარებით, წყლის დონემ მდინარეებზე იკლო, ამ დროისთვის სამეგრელოში აღარ წვიმს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

  • USAID ZRDA ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში
    დღეს, სასტუმრო Tbilisi Rooms Hotel-ში USAID-ის პროექტ Zrda-ს ინიციატივით გაიმართა საქართველოს ტურ-ოპერატორთა და ტურიზმის სექტორში ჩართულ მხარეთა შეხვედრა, რომლის მიზანი კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაა. საუბარი იყო ტურიზმის სფეროში არსებული მოთხოვნა-მიწოდების და მასთან დაკავშირებული გამოწვევების და გადაჭრის გზებზე. ტურიზმის განვითარებისაკენ მიმართული ინიციატივებზე და დაგეგმილ პროექტებზე. პროექტის მიზანია ნაკლებად ცნობილი ტურისტული ობიექტების შესახებ ცნობადობის ამაღლების გზით ხელი შეუწყოს ახალი ტურების შექმნა-გაყიდვას, რაც, ერთის მხრივ ქართულ ტურისტულ ბაზარს შემატებს მრავალფეროვნებას და მოიზიდავს დამატებით ვიზიტორს, მეორეს მხრივ კი ხელს შეუწყობს ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული ადგილობრივი სუბიექტების შემოსავალების ზრდას და განვითარებას. რეგიონებში ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად, Zrda ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული პროდუქტის შემუშავებას, ახალი ტურისტული ობიექტების და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაციასა და ტურიზმის სექტორში ჩართული მხარეების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესებას, კომპლექსური მიდგომის გამოყენებით. პროექტი, აღნიშნული მიმართულებით მუშაობს სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოსა და პანკისის ხეობაში, თუმცა საოჯახო ტიპის სასტუმროების მხარდამჭერ ღონისძიებებს განახორციელებს ყველა სამიზნე რეგიონში. Zrda, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან და რეგიონებში საჯარო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, შეიმუშავებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარების მოდელს. მოდელი ორიენტირებულია აგრო-, ეკო-, სათავგადასავლო და კულტურული ტურიზმის განვითარებაზე და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესებას სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, Zrda დახმარებას გაუწევს დაინტერესებულ მხარეებსა და თემებს, განსაკუთრებით ანაკლიასა და განმუხურში, ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის (GEMFest) გამართვასთან დაკავშირებით არსებული ინვესტიციებისა და შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებაში.
  • პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველომ“ სამეგრელოს რეგიონში კანდიდატების წარდგენა დაასრულა

    პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველომ“ სამეგრელოს რეგიონში კანდიდატების წარდგენა დაასრულა. პარტიის თავმჯდომარემ გიორგი კვირიკასჰვილმა შვიდივე კანდიდატს გამარჯვება უსურვა: „ვფიქრობ, რომ ყველა კანდიდატი არის ძალიან ღირსეული, მათ აქვთ ძალიან კარგი გამოცდილება, ძალიან კარგი აღქმა ადგილობრივი პრობლემების და, რა თქმა უნდა უნარი, რაც სჭირდება დღეს ამ პრობლემების მოგვარებას. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენი დეპუტატები არ იქნებიან გულგრილნი არცერთი საკითხისადმი და მათ ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა რომ ადგილობრივი პრობლემები მოგვარდეს რეგიონში“.
    გიორგი კვირიკაშვილმა დასახული მიზნების მიღწევის პროცესში ასევე გუნდის ერთიანობაზე გაამახვილა ყურადღება. „თქვენ ხედავთ ჩვენი გუნდის ძველ თანამოაზრეებს, ახალ წევრებს. გვიერთდებიან ყოველდღე ახალი ადამიანები, სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფებებიდანაც. ისინი გრძნობენ, რომ საქართველოში დღეს სამთავრობო, სახელისუფლებო გუნდი ყველაზე მეტად გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს“,-აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

  • აგროდაზღვევის განახლებული პროექტი

    შიდა-ქართლის, კახეთის და ქვემო-ქართლის რეგიონების შემდეგ, საემგრელოს რეგიონში მცხოვრები ფერმერები აგროდაზღვევის განახლებულ პროექტს გაეცნენ.

    ზუგდიდში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს “აგროდაზღვევის“ პროექტის ხელმძღვანელი ლევან მაღრაძე სამეგრელოს რეგიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ფერმერებს შეხვდა. პროექტის მენეჯერმა შეხვედრაზე აგროდაზღვევის პროგრამაში შესული ცვლილებები წარუდგინა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

    აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და უკვე 2 წელი მიმდინარეობს. 2016 წელს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცმეულია 9884 პოლისი, სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს 6,237,200 ლარს.

    2016 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად პროექტის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5ჰა.-მდე მიწის ნაკვეთი, თითოეული დამზღვევი 60% ნაცვლად მიიღებს 70% - იან თანადაფინანსებას პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 40-ის ნაცვლად 50%-ს.

    მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში ან უკვე არსებული საკადასტრო კოდით დაზღვევისას თანადაფინანსება არსებულზე 10%-ით მეტი იქნება.

     

    აგროდაზღვევის პროგრამის მიზანია აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება და სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა.

    პროგრამის ფარგლებში ფერმერებს საშუალება ეძლევათ დააზღვიონ მოსავალი სეტყვაზე, ჭარბ ნალექზე, ქარიშხალზე, საშემოდგომო ყინვაზე.

    2014- 2015 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში:

    • გაცემულია 28,690 პოლისი

    • დაზღვეული ფართობის შეადგენს 23,667 ჰა

    • ჯამში დაიზღვა 193,343,000 ლარის მოსავალი

    • ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ მოახდინა 13,809,000 ლარის სუბსიდირება

     

    • 2 წლის განმავლობაში ფერმერებმა 12,434,000 ლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურება მიიღეს.

    აგროდაზღვევის პროექტის ბიუჯეტი ისევე როგორც შარშან წელსაც 10 მილიონ ლარს შეადგენს.

    აგროდაზღვევის სახელმწიფო პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

    სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც გათვილილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

  • დაკარგული ახალგაზრდა

    უშედეგოდ ეძებენ  მეხუთე დღეა,  სოფელ ქორდადან გაუჩინარებულ   ნიკა საღირაშვილს. ნათესავების განცხადებით, 26 წლის ახალგაზრდა  თანასოფლელებთან ერთად, სტუმრად იმყოფებოდა ერთ-ერთ ოჯახში, იქიდან კი, სავარაუდოდ, სარწყავი წყლის დასაკეტად გავიდა. ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს. სარწყავი წყლის სათავე ნაგებობა ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და ოჯახი ვარაუდობს, რომ, შესაძლოა,ის რუსმა სამხედროებმა დააკავეს, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია არც ოჯახს და არც ქართველ სამართალდამცველებს აქვთ. საძიებო სამუშაოებში ჩართულია სამაშველო სამსახურიც.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური