გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის ფორუმის ფარგლებში ფინეთის დელეგაციას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 14 მაისი 2015 11:11

 

საქართველოსა და ფინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა EBRD-ის ფორუმისფარგლებში 13 მაისს საგარეო ეკონომიკურ საკითხებში ფინეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მატიანტონენისთან გამართულ შეხვედრაზე.

საქართველოს მთავრობა ფინეთთან რამდენიმე ძირითად სფეროში თანამშრომლობს. ორი ქვეყნის მთავრობებსშორის გაფორმებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა 3 შეთანხმებას მოიცავს. ხელშეკრულებაარეგულირებს თანამშრომლობას ისეთ საკითხებში, როგორიცაა გარემოს დაცვა, ინვესტიციების წახალისებადა თანამშრომლობის განვითარება, შემოსავლებზე ორმაგ დაბეგვრასთან და გადასახადებისგადაუხდელობასთან დაკავშირებული თემატიკა.

,,ვისაუბრეთ იმ ინვესტორებზე, რომლებიც უკვე არიან საქართველოში. ეს არის „თელია სონერა,“ რომელიცარის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტორი და ძალიან კარგი პოტენციალი არსებობს მაღალი ტექნოლოგიებისსფეროში თანამშრომლობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაჟღერეთ ის მნიშვნელოვანი მესიჯები, რომლებიცაუცილებელია გაჟღერდეს ყველა ევროპელის წინაშე, რაც ეხება რიგის სამიტის წინ საქართველოს მომზადებისძალიან მაღალ ხარისხს და იმ მოლოდინებს, რომლებიც არსებობს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნასდაფიქსირებული. ჩვენ რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ფინეთი მუდმივად მხარს უჭერს საქართველოსმისწრაფებებს ევროკავშირისკენ. ბუნებრივია ითქვა ისიც, რომ საბოლოო მიზანი არ არის ასოცირებისშეთანხმება და დავაფიქსირეთ, რომ მომავალში, რა თქმა უნდა, ვუყურებთ ევროპულ პერსპექტივას, ეს ძალიანმნიშვნელოვანი მიზანია საქართველოსთვის,-‘’განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველო-ფინეთს შორის ურთიერთობები ვითარდება როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და საგანმანათლებლო სფეროებში. 2014 წლის მონაცემებით, საქართველოსა და ფინეთს შორის სავაჭრობრუნვა, წინა წელთან შედარებით, 3%-ით გაიზარდა და 18.02 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ფინური ბიზნესი საკმაოდ აქტიურია საქართველოს ტელესაკომუნიკაციო ბაზარზე. აღსანიშნავია შვედურ-ფინური გიგანტის - „თელია სონერას“ საქმიანობა, რომელიც კომპანია „ჯეოსელის" აქციათა პაკეტის 100%მფლობელია.

,,ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითია, რომ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა თბილისში იმართება. ჩვენგანვიხილავთ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხს ჩვენ ქვეყნებს შორის, თუ როგორ ვითარდებაეკონომიკა საქართველოსა და რეგიონში. ასევე განვიხილავთ საქართველოსა და ევროკავშირს შორისურთიერთობას. ფაქტი, რომ EBRD-ის შეხვედრა აქ მიმდინარეობს, ამტკიცებს გაზრდილ ინტერესს ამრეგიონისა და კონკრეტულად საქართველოს მიმართ. ამიტომ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის ახალშესაძლებლობებს,-‘’განაცხადა მატი ანტონენიმ.

 ფინეთის მთავრობამ საქართველოში გაერო-ს განვითარების ოფისთან (UNDP) ერთად, ბორჯომი-ხარაგაულისსატყეო ეკოსისტემების აღდგენის და წყლის მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესების პროექტებიგანახორციელა. ასევე, ტექნიკური დახმარების შემდეგ ეტაპზე, EBRD-მა ფინური კომპანია „DIGITA“-სტექნიკური ექსპერტები დაიქირავა, რომლებმაც საეთერო ციფრული მაუწყებლობის ქსელის მშენებლობისტექნიკურ-ეკონომიკური პროექტი შეიმუშავეს.

 EBRD-მა საქართველოში მიმდინარე წელს ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლის მხარდაჭერისპროექტი გააგრძელა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს სსიპ „ციფრულიმაუწყებლობის სააგენტოს“ სამომხმარებლო და სეტ-ტოპ-ბოქსების შესყიდვის საკითხებთან დაკავშირებითდახმარება აღმოუჩინა.

 

 

 

წაკითხულია 282 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური