ნოდარ ხადური რომან გოცირიძის განცხადებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016 13:36
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადური "ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მას "გაზპრომის" მიერ ერთ-ერთი ქართული ბანკის შესაძლო შესყიდვის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. "არ მაქვს ეს ინფორმაცია. ეტყობა ბატონ რომან გოცირიძეს პირდაპირი კავშირი აქვს "გაზპრომთან", - განაცხადა ხადურმა. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის ინფორმაციით, "გაზპრომი" საქართველოში ერთ-ერთი პატარა ბანკის შესყიდვას გეგმავს, ამ ინფორმაციას კი ქართული მხარე საგულდაგულოდ მალავს.
წაკითხულია 603 ჯერ

Related items

  • ნოდარ ხადური სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

    საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური სომხეთის პრემიერ-მინისტრ, კარენ კარაპეტიანს შეხვდა. როგორც „ნიუს დეი ჯორჯიას“ კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს შეხვედრა ერევანში გაიმართა.

    მხარეებმა კონკურენციის კუთხით თანამშრომლობისა და მომავალში საერთო კვლევების წარმოების მნიშვნელობა განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო ქართული და სომხური კომპანიებისათვის კონკურენტული გარემოსა და ჯანსაღი პირობების ხელშეწყობას; ასევე ფასწარმოქმნის ფაქტორების დადგენისათვის აუცილებელი პროცედურების და შესაბამისი სასაქონლე ბაზრების შესწავლას; საქართველოსა და სომხეთის კონკურენციის უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობას და ა.შ.

    ნოდარ ხადურმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ უწყებებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც ხელს შეუწყობს სომხეთისა და საქართველოს ბაზრების კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებას.

    კარენ კარაპეტიანმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა უწყებებს შორის, სომხეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო მეგობრობა და პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია.

  • ნუკრი ქანთარიამ რომან გოცირიძეს პარლამენტის სხდომაზე კუპონები მიუტანა

    “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ოპოზიციონერ კოლეგას რომან გოცირიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კუპონები მიუტანა. 
    ნუკრი ქანთარიამ კუპონები გოცირიძეს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით მისი კრიტიკის საპასუხოდ წარუდგინა.
    როგორც ქანთარიამ აღნიშნა, მას გოცირიძის კომპეტენციაში ეჭვი არ ეპარება, მაგრამ აოცებს მისი თავდაჯერებულობა.
    “რომან გოცირიძის დიდი წარმატების და შემოქმედების მწვერვალი ჩვენ ვიცით. ეს „მწვერვალი“ ამასწინათ აღმოვაჩინე და წამოვიღე – გაგახსენებთ იმ დროს, საქართველოს მოქალაქეები უცბად მილიონერები რომ გახდნენ, ეს არის თქვენი მილიონები და როცა კრიტიკული გამოსვლა გექნებათ, იქნებ ესეც გაიხსენოთ”, - განაცხადა პარლამენტის ტრიბუნიდან ნუკრი ქანთარიამ და გოცირიძეს კუპონის რამდენიმე ერთეული კუპიურა წარუდგინა. 

  • ეს მთავრობა უნდა წავიდეს, როგორც სასამართლოზე ზემოქმედების ავტორი - რომან გოცირიძე
    „ეს არის ძალიან პრაგმატული შეთავაზება," - ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე, ტელეკომპანია რუსთავი2-ის მენეჯმენტის მიერ ქიბარ ხალვაშისთვის შეთავაზებულ წინადადებაზე საუბრობს. “ეს არის გონივრული და სწორი. არა მგონია, ეს იყოს რაღაც ტაქტიკური შეთავაზება, რომელიც კიდევ ერთხელ ამხელს ხელისუფლების უგუნურობას და იმას, რომ, თითქოს, ქიბარ ხალვაშს ამოძრავებს კეთილი სურვილები. ეს არის ძალიან პრაგმატული შეთავაზება, რომელმაც შესაძლებელია, ქვეყანა ააცილოს მოვლენების კრიზისულ განვითარებას. მთავრობამ, რა გინდ მარიონეტიც არ უნდა იყოს, უნდა აგოს პასუხი. ეს მთავრობა უნდა წავიდეს, როგორც სასამართლოზე ზემოქმედების ავტორი. თუ შემოთავაზებაზე არ წამოვლენ, მაშინ ჩვენი ლოზუნგი იქნება, გადადგეს მთავრობა და გაყიდე აქტივები ხალვაშო, ეს იქნება მთავარი ლოზუნგი,“ - განაცხადა გოცირიძემ.
  • კახა კალაძე დღეს „გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას შეხვდება

    ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს ქალაქ მინკსში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას შეხვდება.

    როგორც ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ მორიგი სამუშაო შეხვედრა რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტის საკითხთან დაკავშირებით გაიმართება.

  • „ჰუალინგ ჯგუფის“ წარმომადგენლების შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან

    2016 წლის 15 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჩინეთის საბანკო სექტორის მარეგულირებელი კომისიის და "ჰუალინგ ჯგუფის" წარმომადგენლებს შეხვდა.
    როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია და მისასალმებელია, რომ სულ უფრო იზრდება ჩინური კომპანიების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება.
    აღინიშნა, რომ საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი ქვეყანაა და მზადაა ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
    გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საბანკო და ეკონომიკის რეალურ სექტორში თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, ყურადღება გამახვილდა ჩინური მხარის ინიციატივის - „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ პროექტის მნიშვნელობაზე.
    მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საფინანსო და მონეტარული პოლიტიკის ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური