ციხისძირში დაკავებულებს 15 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016 12:33
ციხისძირში დაკავებული აქციის მონაწილეები ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორებში რჩებიან. მათ ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ. პარტიზანი მებაღეები და ქობულეთისა და ბათუმის საკრებულოების დეპუტატები სასამართლო პროცესს ელოდებიან. უცნობია, როდის იმსჯელებს ბათუმის საქალაქო სასამართლო 5 დაკავებულის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის საკითხზე . პარალელურად, ადვოკატები აქციის მონაწილეების დაკავებას უსაფუძვლოს უწოდებენ და პოლიციის მხირდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობენ. დაკავებულების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
წაკითხულია 620 ჯერ

Related items

  • "ხე მიცურავს" - სოციალურ ქსელში ფოტოს გამოჩენამ ყველა აალაპარაკა

    ციხისძირიდან გიგანტური ხის ტრანსპორტირება განხორციელდა. ურეკის მიმართულებით ხით დატვირთული სპეციალური მცურავი საშუალება გაემგზავრა. ფოტომ სოციალური ქსელი დაიპყრო . 

  • რატომ შეფერხდა ციხისძირში ხის გადატანის პროცესი

    ციხისძირში დღეს განახლებული ხის გადატანის პროცესი კვლავ შეფერხდა, ამ წუთისთვის კომპანია ცდილობს შეფერხების აღმოფხვრას, რომელიც ე.წ. "ბარჯას" (ტრანსპორტი, რომელზეც ხეა დამაგრებული) შეექმნა. ტრანსპორტი, რომელიც გემს უნდა ჩაებას, ქვიშაზე დაჯდა და საბუქსირე გემები ვერ ძრავენ, შესაბამისად ზღვაზე სპეციალურად აშენებულ ხიდამდე მისი მისვლა ვერ ხერხდება.

  • ციხისძირიდან ხეები გააქვთ

    ციხისძირიდან ხეები გააქვთ.  დღეს დილით პირველი ხე ადგილიდან სპეციალური ტექნიკით რამდენიმე მეტრში გადაიტანეს. სამუშაოებს კომპანია „ზიმო" აწარმოებს. არსებული ინფორმაციით ხეს გარკვეული პერიოდით გააჩერებენ, შემდეგ კი მისი ტრანსპორტიტება გემით მოხდება. დღეს ხის გემზე გადატანა მოსალოდნელი უამინდობის გამო ვერ მოხერხდა.

     

  • ციხისძირის სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე სამუშაოები შეჩერდა

    ციხისძირის სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე, საიდანაც მრავალწლოვანი ხეების გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს, დღეს „ზიმომ“ მუშაობა შეაჩერა. ამის მიზეზად კომპანიამ უამინდობა და უსაფრთხოების ზომები დაასახელა. 

    კომპანიის წარმომადგენლები „ნაციონალურ მოძრაობას“ ისევ მოუწოდებენ, კარვებისგან გზა გაათავისუფლონ, რომელზეც მძიმე ტექნიკამ უნდა იმოძრაოს. 

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

  • გივი თარგამაძე ბიძინა ივანიშვილზე

    ნაციონალური მოძრაობის ლიდერები დღეს ციხისძირში ისევ შეიკრიბნენ, სადაც ხეების გადატანის სამუშაოები ბიძინა ივანიშვილის მისვლის შემდეგ შეჩერებულია. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის თქმით, ციხისძირის სამუშაოები შეჩერებულია ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მიერ.

    “ეს სამუშაოები შეჩერებულია არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტიზანი მებაღეების და რა თქმა უნდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მიერ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ამ ოლიგარქის თავგასულობა, თუ ეს მოვახერხეთ აქ, ამას მოვახერხებთ ხვალ სხვაგანაც და საბოლოო ჯამში წერტილს დავუსვამთ მის უკანონო მმართველობას ოქტომბრის არჩევნებზე,“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

    ნაციონალური მოძარობის ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის თქმით ისინი ოქტომბერში გაიფორმებენ საბოლო გამარჯვებას.

    “ჩვენ ერთი ეპიზოდი მოვიგეთ, ჩვენ მოვიგებთ ბრძოლას, ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, ჩვენ გამოვიყვანთ ამ არსებას მზის შუქზე, გავაშიშვლებთ და ის იქნება 7 მილიარდიანი ფუღურო მხოლოდ და ოქტომბერში ჩვენ გავიფორმებთ საბოლოოდ გამარჯვებას,“ - აღნიშნა  გივი თარგამაძემ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური