სამუშაო შეხვედრა ადამიანის უფლებათა საკითხებზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2016 14:11

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ  სამუშაო შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე  ეკა ბესელიამ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს 2016 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო. ღონისძიებაზე მთავარი თემა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები იყო. სამინისტროებმა დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებსაც პარლამენტს წარუდგენენ. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გეგმა წარადგინა, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაუმჯობესებას და ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას ეხება.

წაკითხულია 343 ჯერ

Related items

  • ბესელია პაპუაშვილს კონსტიტუციური პრინციპების უპატივცემულობაში ადანაშაულებს

    კა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კონსტიტუციური პრინციპების უპატივცემულობაში ადანაშაულებს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ დეპუტატების კრიტიკული შეფასებები სასამართლოში ჩარევად არ უნდა აღიქმებოდეს. ბესელია გიორგი პაპუაშვილის ,,ერთინ ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ყველა მოსამართლე უნდა დაეცვა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან 5 მოსამართლის წინააღმდეგ მიზანმიმართული შეტევა ხდებოდა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნული განცხადება გიორგი პაპუაშვილის საპასუხოდ გააკეთა.

  • ბესელიას განცხადება

    საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე განცხადება გაკეთდა მმართველ გუნდში. საგანგებო ბრიფინგზე ეკა ბესელიამ და გია ვოლსკიმ განაცხადეს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" საკონსტიტუციო რევოლუცია ჰქონდა დაგეგმილი, რაც ოპოზიციურმა პარტიამ ვერ განახორციელა. მათ გიორგი პაპუაშვილი და რამდენიმე მოსამართლე "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირში დაადანაშაულეს. დეპუტატების თქმით, გიორგი პაპუაშვილის ბოლოდროინდელი  განცხადებების მიზეზი   საკონსტიტუციო სასამართლოს 20 ივლისის გადაწყვეტილება გახდა, სადაც 42 დეპუტატის, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების სარჩელი,  მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენის წესთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდა.

     

  • ბესელია უსუფაშვილისა და ხიდაშელის განცხადებაზე საუბრობს

    კანონმდებლები თავდაცვის ახალი მინისტრის მიმართ თინა ხიდაშელისა და დავით უსუფაშვილის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურებიან. უმრავლესობის ლიდერები მას პრემიერის მსგავსად "არაადეკვატურს" უწოდებენ.პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, ინსტიტუციების შეურაცხყოფა დაუშვებელია.„კონკურენციის ვითარება, დააკარგვინებს თუ არა პოლიტიკური წონასწორობას პოლიტიკური ლიდერებს და ათქმევინებს თუ არა არა ადეკვატურ რამეს ან გააკეთებინებს იმას, რაც არ კორექტული, სწორედ ამით იზომებიან პოლიტიკოსები, ლიდერები. წინასაარჩევნო გარემო, არ ნიშნავს იმას, რომ დაკარგო კონტროლი საკუთარ განცხადებებზე,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.ლევან იზორიას მისამართით გაკეთებული განცხადებები მიუღებლად მიაჩნია ფრაქცია ქართული ნების თავმჯდომარესაც.ამ თემაზე განცხადება გააკეთა რესპუბლიკელების წევრმა ვახტანგ ხმალაძემაც, რომელიც მიიჩნევს, რომ თინა ხიდაშელის განცხადებებში არაადეკვატური არაფერი არ ყოფილა.

     

  • ბესელია: რჩება განცდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში

    ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ მედიისთვის საგანგებო ბრიფინგი გამართეს. ეკა ბესელიას თქმით, რჩება განცდა იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში, ამ პროცესების მიღმა კი ეკა ბესელია „რუსთავი ორის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ხედავს. ბესელიასთვის, ასევე, საეჭვოა ის ფაქტიც, რომ „რუსთავი ორის“ პროცესებს მუდმივად რამდენიმე მოსამართლე განიხილავს, ეს მოსამართლეები კი გვარამიასთან დაახლოებული პირები არიან.

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში

    2016 წლის 12 აპრილს, 15:30 საათზე, იუსტიციის სახლში, თბილისში, გაიმართება სამუშაო შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის.
    შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერებისა და ამ მიმართულებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდის სფეროში.
    შეხვედრას გახსნიან სახელმწიფო სერვისების სააგენტოს თავმჯდომარე -  გიორგი პატარიძე, და  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროგრამული ნაწილის ხელმძღვანელი - ნათია ნაცვლიშვილი.    
    სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელშეწყობა ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“  ფარგლებში, რომელშიც ჩართულია გაეროს ოთხი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF),  ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი (OHCHR) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO). მეტი ინფორმაცია ამ ინიციატივის შესახებ იხილეთ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ვებ გვერდზე: http://bit.ly/25PvNFP

     

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური