ნავთობის ღირებულება გაუფასურებას განაგრძობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2016 10:54

მცირეოდენი გამყარების შემდეგ, ნავთობის ღირებულება გაუფასურებას განაგრძობს.

დღევანდელი მონაცემებით ერთი ბარელი "ბრენტის" მარკის ნავთობის ფასი 2.86 %-ით შემცირდა და 31.94 აშშ დოლარი შეადგინა.

WTI მარკის ნავთობის ღირებულება კი 29,44 აშშ დოლარია.
ნავთობის ფასმა მკვეთრი ცვლილება გასული წლის სექტემბერში დაიწყო. ექსპერტების განცხადებით, ფასის ვარდნის ძირითად მიზეზად - ბაზარზე ნავთობის ჭარბი მიწოდება სახელდება. ერთ-ერთ მიზეზად აშშ-ისა და ოპეკის ქვეყნების, პირველ რიგში საუდის არაბეთთან „სანავთობო ომს“ უკავშირებენ.
გარდა ამისა, ერაყში ნავთობის მოპოვების მოცულობამ რეკორდული მაჩვენებელი შეადგინა, გუშინ კი საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვების მოცულობის შემცირებაზე უარს არ იტყვის. 
ნავთობის ფასის ვარდნა , აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის ფონზე გრძელდება. სანქციების მოხსნის შემდეგ, ირანს უფლებამიეცა საკუთარი ნავთობი საერთაშორისო ბაზარზე გაყიდოს და ფინანსური სისტემითაც ისარგებლოს.

წაკითხულია 494 ჯერ

Related items

  • ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს

    მსოფლიო ბაზარზე ვაჭრობის განახლებისთანავე შავი ოქრო კიდევ უფრო გაიაფდა და მისი ღირებულება ერთ ბარელზე 28 დოლარს ჩამოცდა.

    ლონდონის ბირჟაზე ნავთობის ფასი 27 დოლარამდე და 67 ცენტამდე დაეცა, რაც 2003 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

    ნავთობის მკვეთრი გაიაფება მსოფლიო ბაზარზე რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა გასული კვირა რეკორდული დანაკარგით გამოირჩეოდა.

  • ფულადი გზავნილები

    მოგეხსენებათ მსოფლიოში ნავთობის ფასი ფაქტობრივად ყოველდღიურად კლებულობს და უკანასკლები მონაცემებით ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასი უკვე ფსიქოლოგიურ ზღვარს - ერთ ბარელზე 30 აშშ დოლარს ჩამოცდა, რაც სავსებით მისაღები იქნებოდა ქართველი მომხმარებლებლისთვის, რომ არა ერთი პატარა დეტალი, ჩვენი ორი მეზობელი ძლიერ არის დამოკიდებული მოცემული ნახშირწყალბადის რესურსებზე.
    რაც შეეხება რუსეთს, უახლესი მონაცენების თანახმად ფულადმა გზავნილებმა რუსეთიდან 2015 წელს, წინა წელთან შედარებით 276 მილიონი აშშ დოლარით იკლო (39%-ით), რაც საკმაოდ სოლიდური და მნიშვნელოვანი ოდენობის თანხაა, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯამურმა მაჩვენელმა 2014 წლის 1.44 მილიარდიდან, 1.08 მილიარდამდე (25%-იანი კლება). ფაქტობრივად გამოდის რომ ფულადი გზავნილების ნაკადის შემცირება ¾-ით მხოლოდ რუსულ ფაქტორზეა დამოკიდებული (ამ შემთხვევაში რუსული ვალუტის გაუფასურება 76 რუბლი 1 დოლართან, პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოში განხორციელებულ ფულად გზავნილებზე), რაც ხაზს უსვამს რუსეთზე საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან დამოკიდებულებას ამ კონკრეტული მიმართულებით.
    რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, საინტერესოა რომ რუსეთის მიერ პოზიციების დათმობის ხარჯზე აბსოლუტურ მონაცემებში დაიკლო (121-დან 109 მილიონამდე) ფულადმა გზავნილებმა იტალიიდან, თუმცა სტრუქტურაში მისი წილი 8-დან 10%-მდე გაიზარდა. 22%-ით ან/და 18 მილიონით გაიზარდა ფულადი გზავნილები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. გასაკვირი არაა საბერძნეთიდან ფულადი გზავნილების ფაქტობრივი განახევრება 205-დან 117 მილიონიდანამდე. ხუთეულს ხურავს თურქეთი საიდანაც ფულადი გზავნილები დაახლოებით 1%-ით გაზრდა და 69 მილიონი აშშ დოლარის მაჩვენებელს მიაღწია.
    რაც შეეხება აზერბაიჯანს, მას 2014 წელს საქართველოში შემოდინებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 20% ($341 მილიონი) განახორციელა, 2015 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით კი ის თითქმის 40%-ს ($392 მილიონი) უტოლდება. ვაჭრობის თვალსაზრისით აზერბაიჯანი ქვეყნების ჭრილში ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი გახლავთ საქართველოსთვის, 2014 წელს ქართულმა ექსპორტმა აზერბაიჯანში 544 მილიონი აშშ დოლარი ან/და ექსპორტის 19% შეადგინა, 2015 წლის იანვარ-ნოებრის მონაცემებით კი 11%-ს აღემატება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია რომ აზერბაიჯანი გახლავთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი უამრავ რეგიონულ პროექტში, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი, მაგ.: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, შავი ზღვის ტერმინალი, საქართველოს შეღავათიანი პირობებით გაზით მომარაგება და ა.შ.
    შეიძლება დავასკვნათ, რომ ერთი შეხედვით უწყინარი, ხოლო მეორე მხრივ ზოგიერთისთვის გასახარი ფაქტი - რუსეთის ეკონომიკის შესუსტება, საკმაოდ ნეგატიურად აისახება ქართულ ეკონომიკაზეც. ანალოგიური შეიძლება ითქვას აზერბაიჯანზეც. თუმცა, მეორე მხრივ საქართლოს უამრავი სხვა პარტნიორი ქვეყანა ჰყავს, რომელთან ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებამ შესაძლოა ზემოთ მოცემული ორი ქვეყნის ნეგატიური გავლენა შეუმჩნეველი დატოვოს, პირველ რიგში კი ამ მიმართულებით აღსანიშნავია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაძლებლობები, რომელიც წარმატებული განხორციელება დიდწილად სწორედ საქართველოზეა დამოკიდებული.

    ვახტანგ ჭარაია
    თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი


        2015 წელი (ათასი აშშ დოლარი)    წილი მთლიან გზავნილებში
    (%)    2015 წელი (ათასი აშშ დოლარი)    წილი მთლიან გზავნილებში (%)
    ქვეყნები / ჯამი    1 440 754,3    100    1 079 952,1    100
    რუსეთის ფედერაცია    709 238,0    0,492269    432 687,9    0,40065471
    იტალია    121 469,6    0,08431    109 077,7    0,10100236
    აშშ    82 062,9    0,056958    100 037,1    0,09263107
    საბერძნეთი    204 781,9    0,142135    117 750,7    0,10903327
    თურქეთი    64 336,9    0,044655    68 945,5    0,06384122
                   

  • წნეხს ლარის გაუფასურებაზე აღარ ველოდებით, - გიორგი ქადაგიძე

    "როგორც აქამდე არაერთხელ განვაცხადე, სხვა თანაბარ პირობებში წნეხს ლარის გაუფასურებაზე ჩვენ აღარ ველოდებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავარი ეკონომიკური შოკი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, უკვე ასახულია კურსში,"- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

  • ლარი გაუფასურებას განაგრძობს

    ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3838 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3838 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3782 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0056 ლარი შეადგინა.
    საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7123 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6916 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0207 ლარი შეადგინა.

  • საქართველოს ეროვნული ბანკი მიზანმიმართულად ახდენს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას

    ჩვენი აზრით საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველ შესაძლო მომენტს იყენებს ეროვნული ვალუტის გასაუფასურებლად. ასეთი თამამი განცხადების გაკეთების საშუალებას კი გვაძლევს ბოლო 11 თვის მანძილზე მათ მიერ განხორცილებული არათანმიმდევრული და აშკარად „ანტი-ლარის“ პოლიტიკა.

    იმ მომენტში როდესაც ეროვნული ვალუტის გაუფასურების ობიექტური მიზეზები არ არსებობს და ლარი უფასურდება აჟიოტაჟის და სპეკულაციის ხარჯზე, ეროვნულმა ბანკი კიდევ უფრო ამძაფრებს მდგომარეობას და უბიძგებს ლარს მომდევნო დევალვაციისაკენ. კერძოდ, 17 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (მუდმივმოქმედი) რეფინანსირების სესხის ოდენობა კვლავ გაზარდა, თუმცა ამჯერად არა რამდენიმე ათეული მილიონით, არამედ მთელი 212 მილიონით (22%-ით). რაც აუცილებლად ჰპოვებს ასახვას ეროვნული ვალუტის კურსზე უკვე მომდევნო კვირიდან.

    ეროვნული ბანკის თანახმად მან ეს ნაბიჯი გადადგა კომერციული ბანკების ლიკვიდობის მხარდასაჭერად, თუმცა კომერციული ბანკების ლიკვიდობის პრობლემა არ არის ეროვნული ბანკის მთავარი საზრუნავი, უფრო მეტიც ამ შემთხვევაში გარკვეულწილად ირღვევა მომხმარებლების უფლებებიც. ვგულისხმობ რომ კომერციული ბანკები მათი ლიკვიდობის უზრუნველყოფას არა ეროვნული ბანკიდან აღებული სესხით არამედ ანაბრებზე უფრო მაღალი პროცენტების დაწესების გზით უნდა იზიდავდნენ, სადაც მომხმარებელიც და ბანკიც მოგებულები დარჩებიან და არა ცალმხრივად მხოლოდ ბანკები, როგორც ეს დღეს ხდება. უფრო მეტიც, მსგავსი ნაბიჯებით ეროვნული ბანკი ეწინააღმდეგება თავის ერთ-ერთ უშუალო ვალდებულებასაც - ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ დონეზე შენარჩუნებას, რასაც ასეთი ხერხებით ის ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს.

    აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი ნაბიჯები ხშირად ემთხვევა ქვეყნაში გარკვეული პოლიტიკური ტალღების აგორებას…

     

    თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი

    დირექტორი,

    ვახტანგ ჭარაია

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური