გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 09 თებერვალი 2016 19:00

9 თებერვალს თბილისში გაიმართა საქართველოს საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მესამე კონფერენცია “გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად".
ადგილობრივ თვითმმართველობაში მოღვაწე ქალბატონები შეხვდნენ საქართველოს პარლამენტისა და ცენტრალური ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ფორუმის მონაწილეებმა წარმოადგინეს 2015 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში და იმსჯელეს ფორუმის სამომავლო გეგმებზე.
მსჯელობის მთავარ თემებს შორის იყო საქართველოს საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმისათვის პრიორიტეტული საკითხები, როგორიცაა გენდერული კვოტირება, ადგილობრივ დონეზე ქალთა როლის გაძლიერება, სკოლამდელი განათლება და ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობა.
„წლევანდელ ფორუმზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქალების მნიშვნელოვან როლზე ადგილობრივ თვითმმართველობაში - როგორც მოქალაქეების და როგორც ლიდერების. ადგილობრივი თვითმმართველობა მოქალაქეების შეხების პირველი წერტილია მათ მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც უნდა გადაწყდეს ადამიანების ყოველდღიური ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები. რაც უფრო მეტი ქალია ადგილობრივ თვითმმართველობაში, მით უკეთ პასუხობს ის ადამიანების უშუალო საჭიროებებს“, - განაცხადა ლორა თორნტონმა, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა.   
შომბი შარპმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქრთველოში, ხაზი გაუსვა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მნიშვნელობას.
„ქალების შესაძლებლობის სრული გამოყენება სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების გაუმჯობესებისათვის ახალი გლობალური დღის წესრიგის - მდგრადი განვითარების მიზნების განუყოფელი ნაწილია. საქართველომ მიიღო მნიშვნელოვანი კანონები, რომლებიც ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას, მაგრამ რეალური ცვლილების მისაღწევად ჯერაც ბევრია გასაკეთებელი. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში, ასევე პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა 12 პროცენტს არ აღემატება. ამის შედეგად ქვეყანა კარგავს სიბრძნის, უნარებისა და გამოცდილების უძვირფასესი მარაგის გამოყენების შესაძლებლობას. საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, დღეს მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა ამ სმდგომარეობის შეცვლის პრაქტიკულ გზებზე“, - თქვა შომბი შარპმა.
კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ: მერილ ფრენკი - ჰაილედ პარკის ყოფილი მერი (ნიუ-ჯერსი) და ყოფილი ელჩი გაეროს ქალთა სტატუსის კომისიაში, ეკა სეფაშვილი - საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე; გუგული მაღრაძე - გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, და ევა სმედბერგი - საქართველოში შვედეთის საელჩოს  განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი.
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოში, მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაცია (MSPA) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შვედეთის მთავრობის, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.

წაკითხულია 1092 ჯერ

Related items

  • დონორებისა და ფინანსური ინსტიტუტების ინვესტიციების აღქმა: 2020 წლის მოლოდინები და რეალობა

    Noblet Media–მ და Info Sapiens–მა წარმოადგინეს აქტიური მომხმარებლების მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების აღქმის კვლევა საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვასა და უზბეკეთში.

    2020 წლის 18 დეკემბერი – კომუნიკაციების კომპანიამ Noblet Media, Edelman-ის შვილობილმა კომპანიამ, Info Sapiens კვლევით სააგენტოსთან თანამშრომლობით წარადგინა კვლევა მომხმარებელთა მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების აღქმის შესახებ იმ ქვეყნებში, სადაც ეს კომპანიები ოპერირებენ. აღნიშნული კვლევა არის საშუალო და ზედა-საშუალო ფენის სოციალური და ეკონომიკური შეხედულებების ინტეგრაციული კვლევის ნაწილი, რომელიც ჩატარდა Noblet Media–ს და Info Sapiens–ის მიერ 2020 წელს. კვლევის მიზანია წარმოადგინოს ყველაზე აქტიური მომხმარებლების პორტრეტი, რომლებიც ტონს აძლევენ ეკონომიკურ ცხოვრებას საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვასა და უზბეკეთში.

     „ბოლო 10 წლის განმავლობაში, Noblet Media მუშაობს საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ახლა ჩვენ ვახორციელებთ დონორების მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს და ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია თვალყური ვადევნოთ რეგიონში აქტიური მომხმარებლის მიერ აღქმისა და ნდობის ნებისმიერ ცვლილებას მსხვილი დონორი ორგანიზაციების მიმართ. ჩვენ ვაღიარებთ მონაცემთა საფუძველზე კომუნიკაციის მნიშვნელობას - კარგად ვიცნობთ რა სამიზნე აუდიტორიის ქცევას, მიზნებს, მტკივნეულ წერტილებსა და გამოწვევებს, შევიმუშავებთ ეფექტურ კამპანიებს მათი კონკრეტული საჭიროებების შესაბამისად. ეკონომიკური კოლაფსის შედეგად, რომელიც გამოწვეულია პანდემიითა და ქცევითი მოდელის შეცვლით ჩვენს მთავარ ბაზრებზე, ჩვენ დავიწყეთ კვლევა, რათა მოვნახოთ ძირითადი შეტყობინებების მიწოდებისა და ჩვენი პარტნიორების რეპუტაციით მუშაობის ყველაზე საიმედო გზები”, - თქვა ევგენია პანკრატიევამ, Noblet Media CIS-ს დირექტორმა.

    კვლევა შედგება 8 ბლოკისგან. პირველ ბლოკში ასახულია დონორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აღქმა, ასევე სამიზნე აუდიტორიის ნაციონალური პროფილები. ქვემოთ მოცემულია მთელს რეგიონში დონორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ ნდობასთან, აღქმასთან და შეფასებასთან დაკავშირებული ძირითადი დასკვნები:

    • ნდობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ. საქართველოში რესპონდენტები ძირითადად ენდობიან ევროკავშირს (59%), გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) (53%) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) (51%). უკრაინელები ძირითადად ენდობიან ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო დონორს[1], ყველაზე მეტად ენდობიან ევროკავშირს (74%). ასევე მოლდოველების 59% ამბობს, რომ ენდობა ევროკავშირს. გაეროს სააგენტოებს ძირითადად ენდობიან აზერბაიჯანელები, ბელარუსები და უზბეკები: UNICEF (35%, 39% და 51%) და UNDP (აღნიშნულ ქვეყნებში გამოკითხულთა 44%, 42% და 39%). მსოფლიო ბანკი ასევე ყველაზე სანდო დონორია უზბეკებისა (51%) და ბელარუსებისთვის (53%).
    • ძირითადი დონორები. უკრაინაში (64%) და საქართველოში (45%) საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) განიხილება, როგორც ძირითადი დონორი. აზერბაიჯანში (51%) და უზბეკეთში (65%) რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ მათ ქვეყანაში ყველაზე ხშირად მსოფლიო ბანკი ახორციელებს ინვესტიციებს და უზრუნველყოფს საგრანტო მხარდაჭერას. რესპონდენტების აზრით, ბელარუსში - EBRD (48%), ხოლო მოლდოვასა და საქართველოში - ევროკავშირი (54% და 44%).
    • დონორების ინვესტიციების აღქმა. აზერბაიჯანის გამოკლებით, ყველა ქვეყანაში რესპონდენტები თვლიან, რომ ინვესტორებისა და დონორების უმეტესობა ენერგოსექტორში ახორციელებენ ინვესტირებას. გამოკითხულთა 86%-ის აზრით, აზერბაიჯანში ინვესტიციები ყველაზე ხშირად ნავთობისა და გაზის სექტორში კეთდება. ფარმაცევტიკა და ინფრასტრუქტურა ასევე ინვესტირების ძირითად სექტორებს შორისაა: უზბეკეთსა და მოლდოვაში გამოკითხულთა 38%-მა და 49%-მა ფარმაცევტიკა მიუთითეს, ხოლო ქართველების 38% მიიჩნევს, რომ ეს ინფრასტრუქტურაა. კვლევის თანახმად, მანქანა-დანადგარების წარმოება რეგიონში 5 ყველაზე დაფინანსებული სექტორების შორის ბოლო ადგილზეა, ყველაზე დიდი მაჩვენებლით ბელარუსში (34%) და უზბეკეთში (37%).
    • უცხოური ინვესტიციების წარმატებულობა. რესპონდენტები ყველა ქვეყანაში, აზერბაიჯანისა და მოლდოვას გარდა, ასევე თვლიან, რომ ინვესტიციები ენერგოსექტორში ყველაზე წარმატებულია. აზერბაიჯანში, ნავთობისა და გაზის სექტორებში ინვესტიციები ყველაზე წარმატებულად გამოკითხულთა 93%-ით აღიქმება, ხოლო მოლდოვაში გამოკითხულთა 70% ფარმაცევტულ სექტორში ინვესტიციებს მიიჩნევს წარმატებულად. სხვა წარმატებული ინვესტიციები განხორციელდა ეკოლოგიაში საქართველოში (39%), განათლებაში მოლდოვაში (52%), ფარმაცევტიკაში უზბეკეთში (41%), ჯანდაცვაში უკრაინაში (25%) და მანქანა-დანადგარების წარმოებაში ბელარუსში (39%).
    • რეფორმების ღირებულება. უკრაინელები ყველაზე მეტად აცნობიერებენ, რომ დასავლეთ ქვეყნების დონორები ხელს უწყობენ სასარგებლო რეფორმებს მათ ქვეყანაში; კერძოდ, მოსახლეობის 44% მიიჩნევს, რომ ეს ინვესტიციების ძირითადი სარგებელია. ბელარუსების და მოლდოველების მიერ დასავლეთ ქვეყნების დონორების პოზიტიური აღქმის დონე ყველაზე დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით, და შესაბამისად, მათი 12% და 14%-ი აცხადებს, რომ ინვესტიციებს, კრედიტებს და საერთაშორისო ორგანიზაციების საგრანტო მხარდაჭერას არანაირი სარგებელი არ მოაქვს მათი ქვეყნისთვის.
    • ძირითადი დონორების შესახებ არსებული აღქმა. საქართველოში ძირითად დონორებად რესპონდენტები მიიჩნევენ საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF) და ევროკავშირს თითქმის თანაბარი პროპორციით (45% და 44% შესაბამისად). IMF უკრაინაში განიხილება, როგორც მთავარი დონორი (64%). მსოფლიო ბანკი ლიდერობს აზერბაიჯანში (51%) და უზბეკეთში (65%). რესპონდენტები ბელარუსიიდან თვლიან, რომ მათ ქვეყანაში ინვესტიციებს ყველაზე ხშირად EBRD ახორციელებს (48%), ხოლო მოლდოველები (54%) მთავარ დონორად ევროკავშირს მიიჩნევენ.
    • კომუნიკაციის ნაკლებობა. ყველა ქვეყნის მოქალაქეებს არა აქვთ ზუსტი წარმოდგენა საერთაშორისო დონორების ფინანსური პროგრამების შინაარსის შესახებ, მაშინ როცა უკრაინელები ყველაზე ინფორმირებულ საზოგადოებას წარმოადგენენ - 34% ამბობს, რომ ფინანსური პროგრამების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალეა. კომუნიკაციის ნაკლებობას ძირითადად განიცდიან ბელარუსის (77%), მოლდოვის (77%) და უზბეკეთის (78%) მოქალაქეები.
    • ინფორმაციის სანდო წყაროები.  ქართველები (50%), ბელარუსები (50%) და უზბეკები (48%) ირჩევენ სოციალურ ქსელს ინფორმაციის ძირითად წყაროდ იმის გასაგებად, თუ რა ხდება ქვეყანაში და საზღვარგარეთ, ხოლო უკრაინელები (60%), აზერბაიჯანელები (53%) და მოლდოველები (60%) სიახლეების გასაგებად ხშირად მედიის ვებსაიტებს იყენებენ.  

     „გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ექვსივე ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვთ მკაფიო კომუნიკაცია საერთაშორისო დონორების ფინანსური პროგრამების შინაარსთან დაკავშირებით. თუმცა, უკრაინელები შედარებით უფრო ინფორმირებული საზოგადოებაა. უფრო მეტიც, უკრაინაში ხალხი საკმაოდ მაღალ ნდობას გამოხატავს საერთაშორისო დონორების მიმართ და ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის შემთხვევებმა შეიძლება ეფექტური სამუშაო მოდელები წარმოუდგინოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ხოლო უკრაინაში დონორებთან ჩვენი ერთობლივი მუშაობის გამოცდილება შეიძლება გამოსადეგი გახდეს საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი და უზბეკეთი ”, აღნიშნა ინა ვოლოსევიჩმა, Info Sapiens-ის დირექტორის მოადგილემ.

    კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ

    კვლევაში მოცემულია 6 ქვეყნის საშუალო და ზედა-საშუალო ფენის სოციალური და ეკონომიკური შეხედულებების ინტეგრაციული კვლევა, მათ შორის საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვასა და უზბეკეთში. თითოეულ ქვეყანაში 200 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა 18-45 წლის ასაკის ქალაქის მოსახლეობაში. კვლევის მიხედვით, საშუალო და ზედა-საშუალო ფენა შეადგენს სამიზნე ასაკის ქალაქის მოსახლეობის 50-60%-ს და იღებს ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მსხვილი შესყიდვებისა და ინვესტიციების თაობაზე.

    Noblet Media CIS-ის შესახებ

    Noblet Media CIS არის საზოგადოებასთან ურთიერთობების, კომუნიკაციებისა და მარკეტინგის კომპანია, რომელიც 2004 წელს დაფუძნდა. დღეს კომპანია ოპერირებს რვა ქვეყანაში – უკრაინა, საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ყაზახეთი და უზბეკეთი, მთავარი ოფისებით ქ. კიევსა და ქ. თბილისში. Noblet Media არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილ დამოუკიდებელ კომუნიკაციებისა და მარკეტინგის კომპანია Edelman-თან აფილირებული. Noblet Media სთავაზობს პიარისა და მარკეტინგის პროფესიონალური სერვისების სრულ სპექტრს, რომელიც იყენებს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების შიდა და გარე გამოცდილებას. კომპანიის და მისი სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ან ფეისბუქის გვერდზე.

    Info Sapiens-ის შესახებ

    კვლევითი სააგენტო Info Sapiens სპეციალიზდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებზე (სოციალური, პოლიტიკური და მარკეტინგის საკითხებზე), ქცევის გაზომვისა და მეორადი წყაროებიდან მიღებული მონაცემების ანალიზზე. Info Sapiens დაფუძნდა 2018 წლის სექტემბერში, GfK კომპანიის მომხმარებელთა კვლევის ბიზნესის გლობალური დახურვის შემდეგ. 2019-2020 წლებში Info Sapiens-მა განახორციელა 500-ზე მეტი კვლევითი პროექტი 200-ზე მეტი კლიენტისთვის. უკრაინული მარკეტინგის ასოციაციის 2019 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვენ ვართ ყველაზე მსხვილი ადგილობრივი კვლევითი კომპანია (საერთაშორისო კომპანიების 5 წარმომადგენლის შემდეგ). Info Sapiens შეესაბამება ICC/ESOMAR-ის ყველა კვლევით სტანდარტს და განთავსებულია ESOMAR-ის ცნობარში. კომპანიის და მისი სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე ან ფეისბუქის გვერდზე.

    [1] კითხვარი მოიცავდა შემდეგ დონორებს: ევროკავშირი (EU); ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO); მსოფლიო ბანკი (WB); საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF); გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP); ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD); გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF); ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE); ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB); ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID); ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი (CEB); შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA); გერმანიის განვითარების ბანკი (KfW Entwicklungsbank / KfW განვითარების ბანკი); გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO); სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაცია (NEFCO); სკანდინავიის საინვესტიციო ბანკი (NIB); გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit / GIZ); საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC)

     

  • ადამიანის უფლებათა დაცვა პანდემიის შემდგომი აღდგენის საფუძველია

    ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ევროკავშირი იწყებს 3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს გაეროს განვითარების პროგრამასთან და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან ერთად
     
    თბილისი. 9 დეკემბერი 2020 – კორონავირუსის პანდემია კიდევ უფრო ამძაფრებს საზოგადოებაში არსებულ უთანასწორობას და საფრთხის წინაშე აყენებს მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფების უფლებების დაცვას. ამის გათვალისწინებით, ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა (OHCHR) ერთად იწყებენ 2.5 მილიონი ევროს (3 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების პროგრამას, „ადამიანის უფლებები ყველასთვის“, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვას ემსახურება.

    სამწლიანი ინიციატივის ხელმოწერა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართა.

    პროგრამა განხორციელდება გაეროს სააგენტოების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტებთან, საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.

    „ინვესტიცია ადამიანის უფლებებში, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაში აუცილებელია უფრო სამართლიანი, უფრო მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების მისაღწევად. ევროკავშირისთვის ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ისევე როგორც გენდერული თანასწორობა, ყოველთვის წამყვანი იქნება პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევისა და შემდგომი აღდგენის საქმეში“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

    „საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში აღწერილი პრინციპების განხორციელების გზაზე. თუმცა, პანდემიამ ამ პროცესის სუსტი მხარეებიც გამოავლინა და დაგვანახა ის საფრთხე, რომელიც ადამიანის უფლებებს ემუქრება. ჩვენი ახალი პროგრამა პასუხს გასცემს ამ გამოწვევას და თავისუფლებისა და თანასწორობის ღირებულებებს პოსტ-პანდემიური აღდგენის ცენტრში დააყენებს“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

    „დღეს ხაზს ვუსვამთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვა პანდემიის შემდგომი აღდგენის იმპერატივია. საერთო მიზნების მიღწევას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როდესაც ყველა ადამიანისთვის თანაბარ შესაძლებლობებს უზრუნველვყოფთ, პანდემიის მიერ გამოვლენილ ჩავარდნებს მივხედავთ, ხოლო დამკვიდრებული, სისტემატური და თაობათაშორისი უთანასწორობის, გარიყულობისა და დისკრიმინაციის მოსაგვარებლად ადამიანის უფლებათა სტანდარტებს გამოვიყენებთ“, -  განაცხადა ვლადიმირ შკოლნიკოვმა, OHCHR-ის უფროსმა მრჩეველმა.

    ევროკავშირის, UNDP-სა და OHCHR-ის ერთობლივი პროგრამა ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკისა და შესაბამისი პრაქტიკის განმტკიცებას საქართველოში. პროგრამის განხორციელებისას, განსაკუთრებული ყურადღება იმ საკითხებსა და გამოწვევებს მიექცევა, რომლებიც აღნიშნულია ევროკავშირისა და გაეროს მიერ 2019 წელს გამოქვეყნებულ დამოუკიდებელ შეფასებაში.  

    ახალი პროგრამა ხუთი ძირითადი მიმართულებით წარიმართება:

    1. ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკის შექმნაზე, მონიტორინგსა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი საჯარო უწყებების გაძლიერება.
    2. სამართალდამცავი ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ხელშეწყობა.
    3. უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის მხარდაჭერა.
    4. ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე.  
    5. საქართველოს მოქალაქეთა ინფორმირება ადამიანის უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ.

    პროგრამა „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ეყრდნობა ევროკავშირისა და გაეროს ოთხწლიან თანამშრომლობას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ამ თანამშრომლობის ახალი ეტაპი მომავალი სამი წლის მანძილზე, 2023 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.

    ევროკავშირის წარმომადგენლობის პრეს-რელიზი

  • ჟენევაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი თავმჯდომარეობს

    2019 წლის 9-12 დეკემბერს ჟენევაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის რიგით 33-ე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება. კონფერენციას, რომელსაც ოთხ წელიწადში ერთხელ ჟენევა მასპინძლობს, წელს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე წაუძღვება.

    კონფერენციაზე საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის  192- ქვეყნის წარმომადგენელი,  ჟენევის კონვენციის წევრი ქვეყნები, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო დელეგაცია, იუსტიციის მინისტრის მოადგილის გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით,   აგრეთვე მთავარი ჰუმანიტარული პარტნიორები გლობალური მნიშვნელობის ჰუმანიტარული საკითხების განხილვასთან ერთად, ერთობლივ ვალდებულებებს იღებენ, რათა ადამიანების ცხოვრება უკეთესი გახადონ.

    ,,იმოქმედე დღეს, შექმენი ხვალ’’ ეს გახლავთ კონფერენციის ლოზუნგი, რომლის მიზანია შეიარაღებული კონფლიქტების, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების, მათ შორის კლიმატური ცვლილებების შედეგად დაზარალებული საზოგადოების მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე, განხილვა იმ არსებული და მომავალი გამოწვევებისა, რასაც ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან.

    მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრაში,  საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნულ საზოგადოებებთან ერთად, ქვეყნის მეთაურები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, გავლენიანი ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.

    წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელია, რომელიც 192 ქვეყნის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებას აერთიანებს. ოცკაციანი მმართველი საბჭოს წევრი კი  საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე გახლავთ.

  • IBSU ამერიკისმცოდნეობის მე-12 საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) ამერიკისმცოდნეობის მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.

    ღონისძიების გახსნას ქართული სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების დელეგაციების გარდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

    ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, რომელმაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

    “ეს კონფერენცია, რომელიც ტარდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არის კარგი შესაძლებლობა, სადაც იკრიბებიან ექსპერტები და განიხილავენ უახლეს კვლევებს ამერიკის ეკონომიკის და პოლიტიკის შესახებ საერთაშორისო კონტექსტში. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ვმონაწილეობთ და მხარს ვუჭერთ აღნიშნულ ღონისძიებას შავი ზღვის უნივერსიტეტთან პარტნიორობით. აღნიშნული უნივერსიტეტი და მისი  პროგრამები უზრუნველყოფს სტუდენტებს მაღალკვალიფიციური ცოდნით. შემდგომში კი, კურსდამთავრებულებს თავიანთი წვლილი შეაქვთ საქართველოს განვითარებაში სხვადასხვა სექტორში მუშაობით, იქნება ეს მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება თუ ბიზნეს წრეები”, – განაცხადა  ელიზაბეთ რუდმა.

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ ილიას ჩილოღლუს თქმით, კონფერენცია ყოველწლიურად ვითარდება და მასში უცხოელებთან ერთად უნივერსიტეტის დოქტორანტები და მაგისტრანტების მონაწილეობენ.

    “ტარდება მე-12 ამერიკისმცოდნეობის კონფერენცია,ის ეხება სხვადასხვა თემებზე განათლებას ოლიტიკას, ეკონომიკას და ა.შ. მონაწილეობას იღებს ძალიან ბევრი ქვეყნის ექსპერტი, მონაწილეობენ ჩვენი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტები და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები. კონფერენცია წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან და ვფიქრობ, რომ ეს ხელს უწყობს ახალგაზრდების გაზრდას და მათ ურთიერთობას იმ პროფესორებთან, რომლებიც ძალიან დიდი ხანია ამ მიმართულებით მუშაობენ. ძალიან კარგია, რომ ამ კონფერენციას ვატარებთ ამერიკის საელჩოს დახმარებით და ვფიქრობთ, რომ საერთო ჯამში კარგი ღონისძიება გვექნება”,- ამბობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ილიას ჩილოღლუ.

    კონფერენცია სამი ვორკშოფისგან შედგება და ჯამში ქართველი და უცხოელი ავტორების 40-მდე მოხსენება იქნება განხილული.

  • სპეციალური შემოთავაზება: კომბო-ბილეთი ორ კონფერენციაზე აფილიატ-მარკეტინგის შესახებ

    ბილეთi გლობალურ არბიტრაჟზე: 1 ფასი 2 ივენთზე

    BizDev აფილიატებისთვის: კონფერენცია თბილისსა და მინსკში

    სპეციალური შემოთავაზება მათთვის, ვინც დაინტერესებულია შემოსავლის მიღებით სათამაშო ბიზნესიდან და სხვა პოპულარული თეთრი ნიშიდან.

    შეიძინეთ ერთი კომბობილეთი და ეწვიეთ ორ ღონისძიებას - Georgia iGaming Affiliate Conference-ს თბილისში და Affiliate Marketing Conference Belarus-ს მინსკში.

    რა იქნება მინსკში?

    კონფერენციის თემები: არბიტრაჟი ისეთ ნიშებში, როგორებიცაა საქონელი, ფინანსები, ფარმაცევტიკა, დეითინგი და მობილური აპლიკაციები. სპიკერები წარმოადგენენ რეალურ ქეისებს და მოყვებიან თუ როგორ უნდა შექმნათ სარეკლამო შეთავაზებები და მოახდინოთ ტრაფიკის მონეტიზაცია.

    ივენთი გათვლილია ვებმასტერებზე, აფილიატებზე, არბიტრაჟელებზე, CPA-ქსელებისა და პარტნიორული პროგრამების წარმომადგენლებზა და ყველასთვის, ვისი მოღვაწეობაც დაკავშირებულია ინტერნეტ-მარკეტინგთან.

    რა იქნება თბილისში?

     

    ექსპერტები ისაუბრებენ გადასახადებსა და რეგულაციებზე საქართველოს სათამაშო ბიზნესში, ადგილობრივი ბაზრის უპირატესობებზე, ონლაინ და ოფლაინ კაზინოში კლიენტების მოზიდვისთვის აქტუალურ ინსტრუმენტებზე.

     

    კონფერენცია სასარგებლო იქნება მათთვის, ვისაც უკვე აქვს შემოსავალი სათამაშო ბიზნესიდან, ან ვისაც სურს საკუთარი საქმის დაწყება და მისით სარგებლობა.

     

    პირობები

     

    ცალკე 2 ღონისძიება afterparty-ს გარეშე ეღირება დაახლოებით 200 EUR. კომბობილეთის ღირებულება კი შეადგენს 150 EUR-ოს. პირველი 10 ბილეთი გაიყიდება მაქსიმალურად დაბალ ფასად - მხოლოდ 100 EUR-ოდ.

     

    კომბობილეთის ღირებულებაში შედის:

    • „ბიზნეს“ კატეგორიაზე წვდომა ორივე კონფერენციაზე;
    • დემოზონებზე წვდომა;
    • ორივე ღონისძიების სპიკერების პრეზენტაციები;
    • ფასდაკლება სასტუმროში დარჩენაზე;
    • თბილისში წვეყლებაზე დასწრება.

     

    შემოთავაზება ძალაშია 17 ოქტომბრამდე.

     

    გამოიყენეთ უნიკალური შანსი და მოასწარით ბილეთის ყიდვა ყველაზე ხელსაყრელ ფასად.

     

    პროგრამა და დეტალები Georgia iGaming Affiliate Conference>>>

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური