ოფიციალური მიღება EBRD-ის პრეზიდენტის სახელით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 14 მაისი 2015 09:58

საქართველოსთვის ძალიან საპატიოა, რომ ვმასპინძლობთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 24-ე ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალური მიღების მონაწილეებს, რომელიც დღეს EBRD-ის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით გაიმართა.
მთავრობის მეთაურმა სერ სუმა ჩაკრაბარტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანამშრომლობამ დღეს ახალ სიმაღლეებს მიაღწია. 
„ბატონებო, თუკი ფანჯარაში გაიხედავთ, თქვენ თვალწინ გადაიშლება უძველესი და მდიდარი კულტურის მქონე ქალაქის ხედი. თქვენ ასევე დაინახავთ დინამიკურ ქალაქს, მზარდი დემოკრატიის მქონე ქვეყნის დედაქალაქს, რომელიც სწრაფად გარდაიქმნება ბიზნესისა და ვაჭრობის თანამედროვე ცენტრად და ინვესტირებისთვის ძალიან მიმზიდველ ადგილად. ჩვენმა გზამ ევროინტეგრაციისკენ, რომელსაც მხარს უჭერს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, გარდაქმნა საქართველო, პოტენციალი კი გაცილებით დიდია. გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობას 24-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე თბილისში. იმედი მაქვს, რომ ჩემს ქვეყანაში გატარებული დრო, მისი კულტურა, მისი დინამიზმი და ხალხის სტუმართმოყვარეობა წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე და კვლავ დაბრუნების სურვილს გაგიჩენთ", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურ მიღებაზე შეკრებილ მაღალი რანგის სტუმრებს. 
საქართველოს პრემიერ-მინისტრს თბილისში მასპინძლობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა EBRD-ის პრეზიდენტმა. სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს ღირსშესანიშნაობების, ქართული კულტურისა და ტრადიციების შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთ

წაკითხულია 517 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური