პატრიარქი თბილისის მერს უსახლკაროებისათვის თავშესაფრის გამოყოფას სთხოვს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 09 თებერვალი 2016 13:21

 საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უსახლკარო და მიუსაფარი ადამიანებისათვის თავშესაფარს ითხოვს. ილია მეორემ თბილისის მერსა და საქველმოქმედო ფონდის წევრებს მიმართა.ინიციატივით კათოლიკოს პატრიარქი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის 11 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოვიდა.

წაკითხულია 727 ჯერ

Related items

  • თბილისსა და იანანს შორის განზრახვათა წერილს მოეწერა ხელი

    თბილისსა და ჩინეთის ქალაქ იანანს შორის განზრახვათა წერილს მოეწერა ხელი. დოკუმენტს  ხელი თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა და ქალაქ იანანის მუნიციპალური პარტიის კომიტეტის გენერალურმა  მდივანმა ჭანგ ციანგიმ მოაწერეს. ღონისძიება აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა. 

    განზრახვათა წერილის მიზანია ორი ქალაქს შორის  ეკონომიკური თანამშრომლობისა და  მეგობრული კავშირების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა,  ასევე,  გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა  კულტურის, ტურიზმის, ტექნოლოგიის, მეცნიერებისა  და განათლების სფეროებში.  

    როგორც ილია ელოშვილმა აღნიშნა, ხელმოწერილი დოკუმენტი ქალაქებს, სხვადასხვა სფეროში ერთმანეთის საუკეთესო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს.

    „იანანის პროვინცია ნამდვილად გამორჩეულია ჩინეთში. აქ დაიბადა ჩინეთის სახელმწიფოებრიობა.  ასევე, ის იყო პირველი წერტილი  აბრეშუმის გზაზე, რომლის ნაწილიც იყო საქართველო და თბილისი. დღეს ჩვენი სტუმრები მოვიყვანეთ აბრეშუმის მუზეუმში, რომლის რეაბილიტაციასაც ვგეგმავთ. ეს არის უნიკალური განძი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და ასევე, დამადასტურებელი იმისა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი, არა მხოლოდ სატრანზიტო, არამედ როგორც მწარმოებელი ქვეყანა აბრეშუმის გზაზე. დღეს ხელი მოეწერა თანამშრომლობის შეთანხმებას,  რითაც  ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო ამ რეგიონთან“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.  

    თავის მხრივ, იანანის მთავრობის წარმომადგენელმა,  ჭანგ ციანგიმ,  ქალაქებს შორის   სხვადასხვა მიმართულებით უფრო მჭიდრო  ურთიერთობის  გაგრძელების იმედი გამოთქვა.

    „ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები და ვეცნობი  ამ უძველესი ქალაქის ტრადიციებს, რისთვისაც თბილისის მერიას განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი. ამ  დოკუმენტის  ხელმოწერა ქალაქებს შორის ახალი ურთიერთობის დაწყების შესანიშნავი ნაბიჯია. ეს ხელს შეუწყობს ქალაქებს შორის ხალხთაშორისი კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას“, - განაცხადა ჭანგ ციანგიმ.

    ღონისძიებას ჩინეთის სამთავრობო დელეგაციის წევრები, მათ შორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შენსის პროვინციის ქალაქ იანანის გუბერნატორი სუ სინრონგი დაესწრნენ.

  • "ილია ჭავჭავაძე დაბადებულია კრავად, იგი არის კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა ერისა”- პატრიარქი

    7 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში წმინდა ილია მართლის დაბადებიდან 180 და გარდაცვალებიდან 110 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია შედგა.

     

    კონფერენციას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, მღვდელმთავრები, სემეცნიერო და ლიტერატურული წრეების წარმომადგენლები, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიისა და საქართველოს უნივერსიტეტების რექტორები და პროფესორ-მასწავლებლები.

    კონფერენციას უძღვებოდა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

    მოხსენებებით წარდგნენ: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო მინაშვილი (თემა, _ ,,ილია ჭავჭავაძე _ საქართველოს თანამდევი უკვდავი სული”), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ბენაშვილი (თემა, _ ,,ანალიტიკური აქცენტები ილიას შემოქმედებიდან”) და ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა მემანიშვილი-კალანდარაშვილი (თემა, _ ,,ილია ჭავჭავაძის ჰომილეტიკური ხასიათის პუბლიცისტიკა”).

    წმინდა ილია მართლის საქველმოქმედო ფონდის თანადამფუძნებელმა, რეჟისორმა გიორგი სავანელმა საზოგადოებას ამცნო, რომ ამ საიუბილეო წელს ფონდმა დააწესა ილია ჭავჭავაძის პრემია საზოგადოებისა და საერთოდ ერის განვითარების საქმეში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის. ფონდის წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, პირველად ეს პრემია მიენიჭა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ს.

    სიტყვით ასევე გამოვიდნენ: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დიმიტრი შველიძე,.

    დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა. ილია II-მ მადლობა გადაუხადა შეკრებილ საზოგადოებას და წმინდა ილია მართლის ცხოვრებაზე ისაუბრა:

    „წმინდა ილია მართლის, ჭავჭავაძის, ცხოვრება საიდუმლოებით არის მოცული. ძნელია, ისაუბრო მასზე. უპირველეს ყოვლისა, იგი გვაძლევს იმედს, რომ მომავალი შენია, სამშობლო, და მომავალი კეთილია. თვითონ სახელი ,,ელია” მოიცავს ღვთის სახელს ორგზის: ,,ელ” _ ღმერთი და ,,იახვე” _ უფალი, ე.ი. _ ღმერთი-უფალი. ასე, ერთ სახელში არის ორჯერ ნახსენები ღმერთი. ილია ჭავჭავაძე დაბადებულია კრავად. ის არის კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა თავისი ერისა. მისი მკვლელები სულ სხვა შედეგს ელოდნენ. მათი მიზანი იყო მოესპოთ ილიას სახელის ხსენება. მათ რომ სცოდნოდათ, რომ ქართველი ერი ასე განადიდებდა ილიას, _ ისინი მას არ მოკლავდნენ. დღეს ილია ჭავჭავაძე არის მლოცველი ჩვენთვის. შეგეწიოთ მისი ლოცვა-კურთხევა თქვენ და საქართველოს, ამინ! დალოცვილი იყავით, გაიხარეთ!“- განაცხადა პატრიარქმა.

    წმინდა ილია მართლის ფონდი საიუბილეო კონფერენციას გამართავს ასევე საინგილოში. კონფერენციაზე საგალობლები შეასრულეს კვარტეტმა ,,მუხამბაზმა” და არქიმანდრიტმა სერაფიმემ (ბიტ-ხარიბი) თავის გუნდთან ერთად. ოთხშაბათს, 8 ნოემბერს, 13 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მთაწმინდაზე წმინდა ილია მართლის განსასვენებელზე გადაიხდის პარაკლისს.

  • 21 ოქტომბერი უქმე დღეა

    2017 წლის 21 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო)  ამომრჩევლებსა და საარჩევნო პროცესის მონაწილე მხარეებს შეახსენებს, რომ საარჩევნო კოდექსის (მუხლი 6) შესაბამისად, არჩევნების დღე - 21 ოქტომბერი არის უქმე დღე.

     

    დამატებით შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს.

  • კურდღლის ფეხები და ჯადო თოჯინა - ,,პატრიარქი ამბობდა, მომაშორეთ ეს ქალი აქედანო“

    შორენა თეთრუაშვილი დაკავებულია საოცარი მისტიციზმით, რომელსაც სამწუხაროდ, არანაირი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან. ეს ადამიანი მესვეურობს საქართველოს საპატრიარქოს. 

    "ჯადობაზობა" და ასეთი თემები, რომელსაც არც მალავს არასდროს, ყოველთვის ღიად ამბობს. ყოველთვის საუბრობს რომ არსებობენ ჭინკები, სასაცილოა. სოსო ოხანაშვილი ყვებოდა, რომ ის შეესწრო მისი ასეთი ტიპის რაღაც ქმედებას. 

    ჟურნალისტის კითხვაზე, სწორია თუ არ ინფორმაცია, რომ სოსო ოხანაშვილმა კურდღლის ფეხები იპოვა შორენა თეთრუაშვილის ოთახში? ტარას შავშიშვილმა უპასუხა, რომ "ეს ინფორმაცია მართალია". 

    მისი თქმით, ამას სერიოზული კონფლიქტი მოჰყვა. "ამაზე ნამდვილად არ მინდა საუბარი"- განაცხადა გადაცემაში შავშიშვილმა. 

  • ჩვენი გადარჩენა ჩვენს მთლიანობაშია - პატრიარქი

    ყოველ ხუთშაბათს, 12:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს გადარჩენისა და მთლიანობისათვის ლოცვა ჩატარდება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. 

    უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და საქართველოს გადარჩენისა და მთლიანობის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. პატრიარქის თქმით, ხშირად ეკითხებიან თუ რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ ადამიანის გადასარჩენად. 

    ”მე ვფიქრობ, ჩვენი გადარჩენა ჩვენს მთლიანობაშია. ჩვენ უნდა გავმთლიანდეთ, გავერთიანდეთ. ასეთი დღე უნდა იყოს გამოყოფილი. მე ვფიქრობ, რომ ეს დღევანდელი დღეა - ხუთშაბათი. ხუთშაბათს, ჩვენ შევხდეთ ერთმანეთს, მაგალითად, მრევლი სამების ტაძარში, ეზოში და გავამშვენოთ ჩვენი კარ-მიდამო, დავასუფთავოთ ეზო და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ სათნო იყოს ღვთისა და ადამიანისათვის. მაშასადამე, ყველას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ვისაც გაქვთ სურვილი და დრო, ხუთშაბათს, 10:00 საათამდე უნდა მობრძანდეთ, მრევლი შეხვდება ერთმანეთს. 10:00 საათზე წირვა იწყება, 12:00 საათზე, ერთი საათის განმავლობაში, იქნება ლოცვა საქართველოს გადარჩენისა და მთლიანობისათვის. მე ვფიქრობ, რომ ეს გამოიღებს დიდ შედეგს და ჩვენი ერი გამთლიანდება და გადარჩება”, - განაცხადა პატრიარქმა. 

    ქადაგებისას პატრიარქმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის უდიდესი დღესასწაული. 

    ”ამიტომ არის ღვთისმშობლის მშობლებს იოაკიმ და ანას ღვთის მშობლები ეწოდებათ. დღეს უნდა ვიფიქროთ ჩვენს წარსულზე, ჩვენს დღევანდელ დღეზე და მომავალზე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ღვთისგან არის, ღვთის ძალით, ღვთის მადლით მიეცემა ადამიანს და აი, ჩვენ დღეს ვფიქრობთ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გადავარჩინოთ საქართველო”, - აღნიშნა უწმინდესმა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური