კვირიკაშვილი „გაზპრომზე"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 08 თებერვალი 2016 12:46

გაზპრომთან დაკავშირებით პრემიერმინისტრმა რამდენიმე წუთის წინ ილაპარკა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს საკითხი ამოწურულია, რადგან, მისივე განცხადებით, სტარტეგიულ მოლაპარაკებებზე საუბარი არ ყოფილა.

"ეს საკითხი ამოწურულია. იმიტომ, რომ სტარტეგიულ მოლაპარაკებებზე საუბარი არ არის, საუბარი იყო წმინდა ტექნიკური ხასიათის პრობლემების აღმოფხვრაზე, ამიტომ სრულიად უსაფუძვლოა ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელება, აზერბაიჯანთან სტარტეგიული ურთიერთობები გვაქვს, სოკართან მნიშვნელოვანი ურთიერთობები გვაქვს და ამ ურთიერთობებს არაფერი არ ემუქრება,"- განაცხადა კვირიკაშვილმა. 

 

წაკითხულია 482 ჯერ

Related items

  • გიორგი კვირიკაშვილი სენტ კიტსისა და ნევისის ფედერაციის პრემიერს შეხვდა

    საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სენტ კიტსისა და ნევისის ფედერაციის პრემიერმინისტრს, ტიმოთი სილვესტერ ჰარისს შეხვდა. 

    მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ორმხრივ თანამშრომლობას საერთაშორისო დონეზე, მათ შორის გაერო-ს ფარგლებში. 

    შეხვედრისას აღინიშნა, რომ სენტ კიტსისა და ნევისის ფედერაციის პრემიერმინისტრის ვიზიტი საქართველოში ხაზს უსვამს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. საქართველოს მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა, სენტ კიტსისა და ნევისის ფედერაციას გაუზიაროს წარმატებული რეფორმების გამოცდილება, მათ შორის - ელექტრონული მმართველობის, საჯარო სერვისების, საკანონმდებლო ბაზის გაძლიერებისა და სხვა მიმართულებებით.  

    ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას რეგიონულ ორგანიზაციებში; განათლებისა და მეცნიერების სფეროში, ასევე - ორი ქვეყნის სავაჭრო პალატებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. 

    სენტ კიტსისა და ნევისის ფედერაციის პრემიერმინისტრი თბილისში „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მე-9 პლენარული სესიის ფარგლებში იმყოფება. გლობალური ფორუმის პლენარული სესია საგადასახადო პოლიტიკის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის შეხვედრაა, რომელშიც ფორუმის წევრი 100-ზე მეტი სახელმწიფოსა და 14 საერთაშორისო ორგანიზაციის 250-მდე დელეგატი მონაწილეობს.

  • "საქართველომ მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა"

    ძალიან მისასალმებელია, რომ საქართველომ მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორიგ კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

    პრემიერის განმარტებით, დღეს საქართველო 190 ქვეყანაში 10 ტოპ რეფორმატორთა სიაშია და ასევე რეგიონის ლიდერი რეფორმატორი ქვეყანაა. 

    „ეს ძალიან დიდი შედეგია. ეს არის მთელი გუნდის მუშაობის შედეგი და მე მინდა ყველა თქვენგანს მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრსა და ფინანსთან მინისტრს. ამ ორმა სამინისტრომ განსაკუთრებული ძალისხმევა გასწია ამ მიმართულებით. ეს ძალიან დიდი შედეგია. ეს რეიტინგი ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი ინვესტორისთვის და ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ამ ინფორმაციის მიტანა ყველა ინვესტორთან.

    ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი მმართველობის პირობებში არა მხოლოდ ბიზნესის დაწყება არის იოლი, არამედ ჩვენ გვაქვს გამოცხადებული უმაღლეს პრინციპად ქონების საკუთრების ხელშეუხებლობა და დაცვა. ძირითადი პუნქტები, რომელშიც მიღწეული იქნა პროგრესი, წამყვანი პოზიციები არის ქონების რეგისტრაციის მიხედვით, კრედიტის მიღება, მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა, ბიზნესის დაწყება და მშენებლობის ნებართვა.

    ეს პუნქტებია, რომელშიც მნიშვნელოვნად წავიწიეთ წინ. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგის მიხედვით, რომელიც გამოხატავს ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი ვაჩვენეთ, განსაკუთრებით საკუთრების უფლების დაცვის მიმართულებით, ასევე არაერთი სხვა მიმართულებით, რაც ასევე ხაზგასასმელია“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.

  • კვირიკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის მონაწილეებს ქვეყანაში გასატარებელი რეფორმების შესახებ მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო.

    გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის მონაწილეებს ქვეყანაში გასატარებელი რეფორმების შესახებ მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო.

    როგორც პრემიერმა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მთავრობამ წელს დაიწყო რეფორმების ოთხპუნქტიანი სამოქმედო გეგმის განხორციელება, რომელიც გულისხმობს ქვეყნის სწრაფ განვითარებას, რაც „საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე აისახება, ასევე - რეგიონში განვითარებისა და სტაბილურობის ხელშეწყობას“.

    „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მქონე ეფექტიანი მმართველობა არსებითია მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნისა და მდგრადი განვითარებისთვის. ჩვენ შევჩერდით მდგრადი განვითარების მე-16 მიზანზე და პრიორიტეტად დავისახეთ ეფექტიანი მმართველობა, რითაც მკვეთრად გავემიჯნეთ წარსულს.ორი დღის წინ ჩემმა ქვეყანამ, ესტონეთთან, კორეის რესპუბლიკასა და გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად, უმასპინძლა მაღალი რანგის სპეციალურ ღონისძიებას, რომელზეც ერთმანეთს გავუზიარეთ მდგრადი განვითარების მე-16 მიზანთან დაკავშირებული წარმატების მაგალითები. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ და გავუზიაროთ გამოცდილება ტრანსფორმაციის გზაზე მყოფ ქვეყნებს.

    ქვეყნის შიგნით ჩვენ მიზნად ვისახავთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მაქსიმალურად ჩავრთოთ ყველა დაინტერესებული მხარე. ჩვენ შევქმენით სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წამომადგენლებთან დიალოგის რამდენიმე პლატფორმა.

    ეფექტიანი მმართველობის განსამტკიცებლად ჩვენი მიზანია საჯარო მომსახურება კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გავხადოთ ბიზნესისთვის. სწორედ ამიტომ დავიწყეთ საქართველოს დედაქალაქში - თბილისში „ბიზნესსახლის“ პროექტი. ინტერნეტის პლატფორმასთან ერთად, ბიზნესისთვის შეიქმნება ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედი ფრონტოფისი, რომელიც თავს მოუყრის ყველა სახელმწიფო სტრუქტურას“, - განაცხადა პრემიერმა.

    ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეფექტიანი მმართველობისთვის არსებითია სამართლიანი და ეფექტიანი საგადასახადო სისტემა. 

    „მართალია, საქართველო უკვე არის ერთ-ერთი ლიდერი გადასახადების დაბალი მაჩვენებლების მხრივ, მაგრამ ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ გადასახადების შემდგომ ლიბერალიზაციას. იმისთვის, რომ ბიზნესმა განახორციელოს ინვესტიციები განვითარებაში და ამით შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დივიდენდების სახით გაუნაწილებელი მოგების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით.

    მართალია, ეს რეფორმა მნიშვნელოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ის უზრუნველყოფს ბიზნესისა და სამუშაო ადგილების გრძელვადიან მდგრადობას.
    გარდა ამისა, ჩვენ ვაუმჯობესებთ გადასახადების ადმინისტრირების სისტემას, რისთვისაც ვაძლიერებთ მართლმსაჯულების როლს საგადასახადო ინსპექციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას, რაც გაზრდის კერძო სექტორის დაცულობის ხარისხს“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

    მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს პოზიციები ბევრი მიმართულებით განუხრელად უმჯობესდება.

    „1. მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, რომელიც სულ ახლახან გამოქვეყნდა, 2012-2014 წლებში სიღარიბის დონე საქართველოში 10 პროცენტით შემცირდა. ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონზე ნაკლებია, ეს დიდი მიღწევაა.

    2. 2015 წელს უმუშევრობის დონე კიდევ უფრო დაეცა და მიაღწია ყველაზე დაბალ ნიშნულს ბოლო 12 წელიწადში. ხელფასებისა და ანაზღაურების ოდენობა მნიშვნელოვნად მეტია დღეს, ვიდრე ეს იყო სულ რამდენიმე წლის წინ. 

    3. მიუხედავად ჩვენ გარშემო მიმდინარე კრიზისისა, საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ზრდას, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაზრდილია - თითქმის 100 პროცენტით 2012 წელთან შედარებით. ყოველივე ეს კი გამოიხატება უშუალოდ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში.
    დღეს საქართველო მეოთხე ადგილზეა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კატეგორიაში და მზად არის იქცეს დამწყები ბიზნესისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების მქონე ქვეყნად.

    დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა ამდენი შესაძლებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია ახალი ბიზნესის წამოწყებისა თუ არსებულის განვითარების მსურველი ადამიანებისთვის. მეწარმეობის სულისკვეთების მქონე მოქალაქეებს დღეს წარმატების მეტი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე ოდესმე.

    ჩვენ წამოვიწყეთ რამდენიმე პროექტი, რომლებიც მიზნად ისახავს ინოვაციური იდეების მქონე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით საქართველოში წარმოებითა და ფერმერობით დაინტერესებული პირებისთვის, ინფრასტრუქტურასა და ფინანსებზე წვდომას“, - დასძინა კვირიკაშვილმა.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა და მტკიცე ინკლუზიური საზოგადოების შექმნა მოითხოვს ქვეყნის ჯერ კიდევ არასრულად რეალიზებული რესურსის - მისი ხალხის აქტივაციას. 

    „შესაბამისად,განათლება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ შევცვალეთ ჩვენი განათლების სისტემა ისე, რომ მან სარგებელი მოუტანოს ყველა მოქალაქეს და, ზოგადად, საზოგადოებასა და ეკონომიკას. ჩვენი მიზანია, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ყველა პროფესიული თუ უმაღლესი განათლების ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა თავისი ადგილი იპოვოს კონკურენტულ შრომის ბაზარზე. ჩვენ გვჭირდება კონკურენტუნარიანი განათლების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი სტუდენტების ცოდნის მაღალ ხარისხს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

    აღნიშნულ კონტექსტში მან გაეროში ტექნოლოგიური უნივერსიტეტების მშენებლობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს დაიწყო ორი ახალი კერძო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ერთ მილიარდ ევროს. 

    „მალე ჩვენ სტუდენტებს შევთავაზებთ რეგიონში საუკეთესო შესაძლებლობებს“, - დასძინა პრემიერმა.

  • გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ოკუპაციაზე

    დადგა დრო, რომ საქართველოს მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებაში აისახოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.პრემიერმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მდგრადი განვითარება არასრულია, თუკი ის მოწყვეტილია უსაფრთხოების ყოვლისმომცველ საკითხს, რასაც საქართველოში არსებული მწარე რეალობა ყოველდღიურად შეგვახსენებს - ქვეყნის 20 პროცენტი დღესაც ოკუპირებულია უცხო ქვეყნის ჯარების მიერ.
    „ასობით ათას ადამიანს დღესაც არ აძლევენ შინ დაბრუნების უფლებას. ჩვენ მადლობას მოგახსენებთ იმ მორალური მხარდაჭერისათვის, რომელიც ასახულია გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. დადგა დრო, რომ ეს მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებაში აისახოს.ოკუპანტების მიერ აღმართული მავთულხლართები და გამყოფი კონსტრუქციები ერთმანეთს აშორებს ქართულ ოჯახებსა და თემებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა განიცდის მუდმივ დისკრიმინაციას და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს. შეზღუდულია მათი გადაადგილებისა და საკუთრების უფლებები. მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობაც კი არა აქვთ.მე ვგმობ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სახელმწიფო დუმას არჩევნების ჩატარების ფაქტს, როგორც მოსკოვის მხრიდან ანექსიისკენ გამიზნული პოლიტიკის ფარგლებში გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს.ყველაფერი ეს კი ხდება საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის არარსებობის პირობებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეზღუდული საქმიანობის ჩათვლით, რომელსაც უარი ეთქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლაზე“, - განაცხადა პრემიერმა. 
    გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მიმდინარე ოკუპაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც ჩვენმა მთავრობამ მემკვიდრეობით მიიღო.

  • კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

    საქართველოს პრემიერმინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ენტონი ბლინკენს შეხვდა. 

    
საუბრის მთავარი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, საქართველოში განხორციელებული რეფორმები და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა იყო.
 ყურადღება დაეთმო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. 


    პრემიერმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ასევე ისაუბრეს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად, გამჭვირვალედ და მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური