ოპოზიცია წამლების ხარისხის გაკონტროლებას მოითხოვს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 08 თებერვალი 2016 12:28

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი უწყების მოქმედ ხელმძღვანელს და სისტემას აკრიტიკებს. ზურაბ ჭიაბერაშვილი ბაზარზე წამლების ღირებულების თემაზე საუბრობს. მისი განმარტებით გარკვეულ შემთხვევებში წამლის დაბალი ფასი, შესაძლოა, მისმა დაბალმა ხარისხმა განაპირობოს.ოპოზიციის წევრი აცხადებს, რომ ეს ვითრება წინააღმდეგობაში მოდის ჯანდაცვის მინისტრის დაპირებასთან, მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრების შესახებ."ჩვენ ვფიქრობდით, რომ პენსიონერებისათვის 50-ლარიანი მატება ეს იქნებოდა ძალიან დიდი შეღავათი გაძვირებულ წამლების ფონზე. ჯანდაცვის მინისტრმა სხვა გამოსავალი მონახა, მაგრამ სამწუხროა, რომ ამ გამოსავლის ძიებაში ჩვენ შეიძლება მივიღოთ მასობრივად უხარისხო წამალი ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. რის ხარჯზე აპირებს ჰუმანიტი ჯოჯრჯია წამლის გაიაფებას, შემაშფოთებელია ის, რომ ეს შეიძლება მოხდეს წამლის ხარისხის გაუარესების ხარჯზე. ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროდან მოვითხოვთ დეტალურად ახსნას როგორ აპირებს ამ იაფფასიანი წამლების ხარისხის გაკონტროლებას“, - განცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.  

წაკითხულია 603 ჯერ

Related items

  • ოპოზიციამ თბილისის ექვსი მაჟორიტარული ოლქისთვის კანდიდატები დაასახელა

    საქართველოს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა დასრულდა.

    ოპოზიციამ თბილისის ექვსი მაჟორიტარული ოლქისთვის კანდიდატების შეთანხმებული სია დაასახელა.

    კერძოდ, ოპოზიციამ თბილისის ოლქებში შემდეგი კანდიდატები წარადგინა:

    მთაწმინდა – შალვა შავგულიძე

    სამგორი – ლევან ხაბეიშვილი

    ვაკე – ელენე ხოშტარია

    გლდანი – ნიკა მელია

    ისანი – გიორგი ვაშაძე

    ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი.

    საერთო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებში.

     

     

  • პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა

    საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტისა და 20-მდე ოპოზიციური პარტიის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა:

    უმრავლესობის მომართვის საფუძველზე, პრეზიდენტი ვეტოში უცვლელად ასახავს უმრავლესობის წინადადებებს.

    პრეზიდენტი ვეტოში გაიმეორებს ასევე, "ქართული ოცნების" პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოზიციას 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

    დაბოლოს, საკითხზე, რომელიც პრინციპულ წინააღმდეგობაშია ქართული საზოგადოების პოზიციასთან, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლასთან დაკავშირებით - ამ წინააღმდეგობის დაძლევის ვერსიად, პრეზიდენტი, ვენეციის კომისიის სულისკვეთების გაზიარებით, სთავაზობს უმრავლესობას, რომ პრეზიდენტის არჩევის საკითხი მომავლში გადაწყვიტოს ორპალატიანმა პარლამენტმა.

    როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი პოზიცია უზრუნველყოფილია პარლამენტში ოპოზიციის ხმებით, რაც განაპირობებს იმას, რომ "ქართული ოცნების" პრინციპული პოზიციები გატარდება ცხოვრებაში და კონსტიტუცია აღარ იქნება ერთპარტიული დოკუმენტი. ამავე პოზიციას მხარს უჭერს არასაპარლამენტო ოპოზიციაც. ამ ყველაფრის ერთობლიობით, შესაძლებელი იქნება ქართული დემოკრატია გადავიდეს პოლიტიკური დისკუსიის, კომპრომისის და კონსენსუსის მიღწევის ევროპულ სტანდარტზე.

    პრეზიდენტისა და ოპოზიციურ პარტიების შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე.

  • დენის დავითაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციას პოპულიზმში ადანაშაულებს!

    ცესკოს დამკვირებელსა და უწყებათაშორისი კომისიის წევრის დენის დავითაშვილის განცხადებით, არასაპარლემენტო ოპოზიციის წევრების გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ხარატიშვილის ინიციატივას მოსახლეობაში შეცდომაში შეყვანა უდევს საფუძვლად.

    დავითაშვილის თქმით, ცესკოს ამ ეტაპზე არ აქვს რესურსი სკანერების შეძენის, რადგან პირველ რიგში, ეს ყველაფერი საკანომდებლო თვალსაზრისით დღის წესრიგით ვერ დადგება.

    „პირველი სულ ახლახანს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო.  ვადა კონკრეტული საკითხების განხილვის  დასრულებულია. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ პრეტენზიების წამოყენება ხდება ხდება მაშინ, როდესაც გამოცხადებულია არჩევნების თარიღი, დაწყებულია საარჩევნო ციებ-ცხელება. ხარატიშვილმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტში არაა გათვალისწინებული. საინტერესოა, როცა თავის დროზე, თავმჯდომარე იყო ამდაგვარი კითხვები რატომ არ დააყენა? და ეს, შეცდომაში შეყვანაა მოსახლეობის. ახლა კანონი ძალაშია, მოკლედ, პოპულისტული განცხადებაა და რაც მთავარია, მოსახლებოის შეცდომაში შეყვანას  ემსახურება. ეს არის არ ნახული უსინდისობა!“- განაცხადა დავითაშვილმა.

    „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძისა ”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის” თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ცესკომ სკანერი უნდა შეიძინოს,  რომლის მეშვეობითაც აიტვირთება ბიულეტენი და ამით ყოველგვარი საარჩვენო გაყალბება თავიდან აცილებული იქნება.

     

  • სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია მმართვლ გუნდს მოუწოდებენ პრეზიდენტის მოტივირებული გაიაზრონ

    დილიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვეტოდადებულ სასამართლო რეფორმირების ე.წ. მესამე ტალღის კანონპროექტთან დაკავშირებით, შეხვედრები გაიმართა, რომელსაც საპარლამენტო უმცირესობის ფრაქციების და მესამე სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე საპარლაენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ მივიდნენ. 

    სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია მმართვლ გუნდს მოუწოდებენ პრეზიდენტის შენიშვნები გაიაზრონ. 

     

  • „ზოგიერთმა ხელი ჩაიქნია და ხელისუფლებას ეპრანჭება, იქნებ სადმე დანიშნოს“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

    „ის პოლიტიკური ელიტა, რომელიც ავსებდა პოლიტიკურ მოზაიკას საქართველოში, სრულიად გაკოტრებული იყო. მას შემდეგ, რაც პოსტსაარჩევნო პერიოდში თამაშგარე დარჩენილმა პარტიებმა კიდევ ერთი სტრესი მიიღეს, ისინი ახლა ცდილობენ, რომ გადაჯგუფდნენ რამენაირად, მოახდინონ რებრენდინგი, იფიქრონ ახალ პოლიტიკურ სტარტზე., ვიღაცამ საერთოდ ჩაიქნია ხელი და ხელისუფლებას ეპრანჭება, იქნებ სადმე დანიშნოს...ეს ჩვეულებრივი პროცესია პოსტსაარჩევნო პერიოდისთვის.“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ დაუსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური