ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 14:54

H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.  შემთხვევა დიღომში მოხდა , გარდაცვლილი ქალბატონი 58 წლის იყო, როგორც მისი ოჯახის წევრები ყვებიან, ქალბატონი ბოლო ორი კვირის განმავლობაში ავადობდა. შედეგად ე.წ. ღორის გრიპით დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ , ფატალური შედეგის თავიდან ასაცილებლად ავადობის დროს დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს ან გამოიძახონ ექიმი . 

წაკითხულია 704 ჯერ

Related items

  • ბუდაპეშტში მოულოდნელად გარდაიცვალა „TV პირველის" დღის ამბების ცნობილი წამყვანი ლევან ჩხაიძე

    „TV პირველის" დღის ამბების ცნობილი წამყვანი ლევან ჩხაიძე 34 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

    გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, "თრომბი" გახდა. ლევან ჩხაიძე ბუდაპეშტში იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად.

    ამ დროისთვის ლევან ჩხაიძე ტელეკომპანია  „TV პირველზე" მუშაობდა ტელეწამყვანად.

    „ნიუსდეი საქართველო“ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ჟურნალისტის ოჯახის წევრებს და ახლობლებს.




  • "გრიპის ვირუსის 230 შემთხვევიდან 98 პროცენტი არის H1N1" - ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გრიპის ვირუსის 230 შემთხვევიდან 98 პროცენტი H1N1-ია.

    "საქართველოში ძირითადად H1N1 ვირუსი ცირკულირებს, H3N2-ის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა"- ამბობს ის.

    „ლაბორატორიული კვლევა ინდივიდუალურად ადამიანში გრიპის დიაგნოსტიკისთვის არ არის. კვლევის მიზანია, მხოლოდ მონიტორინგი, თუ რა ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით, გუშინდელი მონაცემებით, წელს გაკეთებულია დაახლოებით 450 კვლევა, აქედან 55 პროცენტში, დაახლოებით 230-ში დადგენილია გრიპის ვირუსი. 230-დან 98 პროცენტი არის H1N1. შესაბამისად, ჯერჯერობით, წელს ქვეყანაში ცირკულირებს H1N1. ოთხი-ხუთი შემთხვევაა H3N2-ის და ერთი შემთხვევა B ვირუსის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • ნოდულარული დერმატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებები

     სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მსხვილფეხა საქონელში ახლად გავრცელებული დაავადების,

    ნოდულარული დერმატიტის ვირუსის კვლევის დანერგვაზე მუშაობენ. ამჟამად, ლაბორატორიის სპეციალისტებს  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის ფარგლებში ახალი მეთოდის შემუშავებაზე სწავლება უტარდებათ. FAO-ს წარმომადგენლები უშუალოდ მონაწილეობენ კვლევის დანერგვის პროცესში და შესაბამის რეკომენდაციებს აძლევენ ქართველ სპეციალისტებს. ვირუსულ-მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში ახალი მეთოდის დანერგვას მეთვალყურეობას ისრაელის კიმრონის ვეტერინარული ინსტიტუტის პროფესორი ბ-ნ, ორან ერსტერი უწევს. სწავლების დასრულების შემდეგ, ახალი დაავადების კვლევა, როგორც თბილისის, ასევე  ახალციხისა და ქუთაისის ლაბორატორიებში იქნება შესაძლებელი.

    ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მონაცემებით,  საქართველოში მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში  ნოდულარული დერმატიტის ვირუსი 2016 წლის ბოლოს დაფიქსირდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომელიც დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი სტრატეგიის შექმნას ითვალისწინებს. FAO-ს პროექტის პირველი ნაწილის თანახმად, სპეციალურმა გუნდმა დაავადების გავრცელების რისკი შეაფასა, რის შედეგადაც, სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხოველთა ვაქცინაცია განახორციელა. პროექტის  მეორე ნაწილი ლაბორატორიული კომპონენტის შესრულებას გულისხმობს. ლაბორატორიაში ახალი მეთოდის დანერგვა ხელს შეუწყობს, დაავადების გავრცელების შემთხვევაში, დროულად მოხდეს შესაბამისი კვლევების ჩატარება.

     FAO-ს პროგრამის დასრულების შემდეგ, იგეგმება დაავადების კონტროლის სახელმძღვანელოს შექმნა. მსხვილფეხა საქონლის დაავადება - ნოდულარული დერმატიტი ახალი ვეტერინარული დაავადებაა, შესაბამისად საჭიროა დეტალური ინსტრუქცია იმისათვის, რომ დაავადების კონტროლი და აღკვეთა საჭირო პროცედურების დაცვით განხორციელდეს.

  • გორში ჯარისკაცი გარდაიცვალა

    გორში ჯარისკაცი გარდაიცვალა.  მეხუთე ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის კაპრალის დავით ლომიძის გარდაცვალების მიზეზად, პირველადი მონაცემებით, გულის უკმარისობა სახელდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ის შეუძლოდ გუშინ, დღის მეორე ნახევარში გახდა და გორის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.კაპრალი შეიარაღებულ ძალებში 2008 წლიდან მსახურობდა. საქმეს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის საგამოძიებო განყოფილება იძიებს. ოფიციალურ განცხადებას სამინისტრო დღეს გაავრცელებს. უწყება დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.

  • სოფელ კურდღელაურში 30 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

    სამძებრო სამუშაოების შემდეგ სოფელ კურდღელაურში 30 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარს სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიაგნეს. მას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ადგილობრივები მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანის გულისხმობს.  

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური