ქეთევან ბოჭორიშვილმა სინგაპურის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაცია მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 13 მაისი 2015 13:57

13 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა სინგაპურის საერთაშორისო მეწარმეობის სააგენტოს (International Enterprise Singapore)დელეგაციის წარმომადგენლები მიიღო, რომლებიც საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა დაგანვითარების ბანკის ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან. ქეთევან ბოჭორიშვილთანშეხვედრაზე საერთაშორისო მეწარმეობის სააგენტოს  სტამბულის ფილიალის დირექტორი მაბელ ნეო და ევროპის მიმართულების ჯგუფის ხელმძღვანელი ანა ჰო იმყოფებოდნენ.

მხარეებმა ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით   საქართველოსა და სინგაპურს შორისურთიერთობის გაღრმავებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა“ და სინგაპურის საერთაშორისომეწარმეობის სააგენტოს შორის ერთობლივი პროგრამები განხორციელდება. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომსაქართველოში შედგება სინგაპურის წარმომადგენლობითი ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი ადგილობრივიბიზნეს-შესაძლებლობების გასაცნობად.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სინგაპურის საერთაშორისო მეწარმეობის სააგენტო ქართულ მხარესდაეხმარება სინგაპურში საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ექსპორტის ხელშეწყობის საკითხებში.მათ შორის, სურსათის და სასმელების ექსპორტის, აგრეთვე ტურიზმის  მიმართულებით. 

სინგაპურის საერთაშორისო მეწარმოების სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს იდენტური პროფილის საჯარო უწყებაა, რომელიცკონცენტრირებულია საგარეო ეკონომიკის მიმართულებაზე და ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობისგანვითარებას. ამავდროულად, ორიენტირებულია ინვესტორების მოზიდვასა და  ადგილობრივი, მცირე დასაშუალო ბიზნესის წახალისების საშუალებით  კონკურენტუნარიანი კომპანიების ჩამოყალიბებაზე.

წაკითხულია 373 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური