დავით ბაქრაძემ ფინეთში ორმხრივი შეხვედრები გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 13 მაისი 2015 13:10

11-12 მაისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ფინეთში, ქ.ჰელსინკიში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან პეტერ სტენლუნდთან, საგარეო ურთიერთობების საკითხებში ფინეთის პრეზიდენტის მრჩეველთან მიკო ჰაუტალასთან და სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში იააკო ლააიავასთან.

 შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის მოლოდინებზე ისაუბრეს. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის შესრულების პროცესში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე და ხაზი გაესვა სამიტის დეკლარაციაში საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესის ადეკვატური ასახვის აუცილებლობას. დავით ბაქრაძემ განსაკუთრებით აღნიშნა ევროინტეგრაციის პროცესში ფინეთის ხელისუფლების მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობა.

შეხვედრებზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, კერძოდ, უკრაინასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს და   აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებულ საგარეო გამოწვევებსა და საფრთხეებზე, ასევე, ქვეყნის შიგნით სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

 ფინეთის მხარის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და გამოთქვეს მზაობა მომავალში, როგორც არაღიარების პოლიტიკის, ისე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის თაობაზე.

 „ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე, მაღალი დონის ვიზიტების აუცილებლობაზე. ჩვენ განვაგრძობთ ევროკავშირის დედაქალაქებში კონსულტაციებს რიგის სამიტის წინ, რათა მივიღოთ მაქსიმალურად პოზიტიური შედეგი -რიგის სამიტის დეკლარაციაში იმ პროგრესის ასახვა, რაც საქართველომ განიცადა.“-განაცხადა შეხვედრების დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა.

 ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძემ, ასევე,  მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო-კვლევით ცენტრში „ალეკსანტერი ინსტიტუტ“(Aleksanteri Institute) გამართულ შეხვედრაში თემაზე „საქართველო რიგის სამიტის მოლოდინში“. დისკუსიაში ფინეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

წაკითხულია 477 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური