თბილისი ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადისთვის იწყებს მზადება

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2016 13:15

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა (IYIPO)  გაზაფხულზე საიუბილეო ოლიმპიადა-გამოფენას უმასპინძლებს. წელს ილიმპიადა 40-მდე ქვეყანასა და 200-ზე მეტ დელეგატს ელოდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
IYIPO 2016-ის რესპუბლიკური ტური 29 მარტს გაიმართება და მასში მონაწილეობა საქართველოში მცხოვრებ მერვე-მეთორმეტე კლასის მონაწილეებს შეეძლებათ, რომლებსაც უკვე აქვთ საინტერესო პროექტი, გამოგონება ან კვლევა. რესპუბლიკურ ტურში შერჩეული ახალგზარდები კი საკუთარ ქვეყანასა და ნაშრომს აპრილში დაგეგმილ ფინალურ გამოფენაზე წარადგენენ.
„წელს განსაკუთრებით საინტერესო პროექტებს ველოდებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ განსაკუთრებულ იმედებს ქართველ მოსწავლეებზე ვამყარებთ, რომლებსაც უკვე შეუძლიათ საკუთარი პროექტების შემოტანა IYIPO-ს კონკურსზე. ჟიურის მიერ შერჩეული პროექტების ავტორებს საშუალება ექნებათ ფინალურ გამოფენაზე საკუთარი მიღწევები ჟიურის გარდა უცხოელ თანატოლებსა და ქვეყნის სტუმრებსაც გააცნონ“ - განაცხადა პროექტის პიარ-კოორდინატორმა მაიკო ჩიტაშვილმა.
წელს IYIPO ქართველ და უცხოელ მონაწილეებს მორიგ სიახლეს სთავაზობს. მიმდინარე წლიდან  არსებული სექციების გარდა მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საკუთარი გამოგონება ან კვლევა წარადგინონ ეკოლოგიის მიმართულებითაც, რომელიც წელს ბიოლოგიის განყოფილებას დაემატება. ტრადიციულად კი კვლავ შეფასდება ნაშრომები ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში, ინფორმატიკასა და ინჟინერიაში.  ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა 17 მარტამდე შეუძლიათ ვებ გვერდზე www.iyipo.ge. 

შემოსული პროექტები სპეციალური ჟიურის მიერ შეფასდება და საუკეთესო მოსწავლეები უცხოელ ნორჩ გამომგონებლებთან ერთად 21-23 აპრილს დაგეგმილ ფინალში იასპარეზებენ.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 17 მარტამდე გაგრძელდება.

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა  ოლიმპიადის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან, ფართო წრეებს გააცნოს საკუთარი მიღწევები და ნოვატორული პროექტები. ოლიმპიადა, ერთი მხრივ ეხმარება ახალგაზრდებში სამეცნიერო უნარების განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ ხელს უწყობს ინოვაციაზე დამყარებული ბიზნეს იდეების განვითარებას, მომავალი თაობის წახალისებას, მათ წიგნიერებისა და მეცნიერებისაკენ სწრაფვას. საერთაშორისო ოლიმპიადა აერთიანებს მრავალ ქვეყანას, აახლოებს სხვადსხვა ქვეყნის მეცნიერებსა და კულტურებს.
ოლიმპიადის შესახებ:
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადა - IYIPO ყოველ წლიურად გაზაფხულზე იმართება. ტრადიციულად პროექტის ფინალში 200-ზე მეტი ნორჩი გამომგინებელი იღებს მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ოლიმპიადაში მონაწილეობის საშუალება ეძლევა VII-XII კლასის მოსწავლეს, რომელსაც საკუთარი გამოგონება  ან ინოვაციური პროექტი აქვს. ოლიმპიადის სექციები  შემდეგ დისციპლინებს მოიცავს:  ქიმია, ბიოლოგია-ეკოლოგია, ინჟინერია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა.

წაკითხულია 1135 ჯერ

Related items

  • „Sputnik-საქართველომ" ჩაუშვა პროექტი Sputnik-Taoba მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

    პროექტის Sputnik Taoba ფარგლებში თბილისელი მოსწავლეები საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის მუშაობას გაეცნობიან.

    საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველომ" ჩაუშვა პროექტი Sputnik-Taoba. ის ითვალისწინებს მასტერ-კლასების ჩატარებას მოსწავლეების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის და მათ წარმოდგენას აძლევს თანამედროვე მასმედიის მუშაობისა და მისი თავისებურებების შესახებ. პროექტის პირველ სემინარში მონაწილეობას მიიღებენ სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც პროფესიის არჩევა სურთ. ისინი ნახავენ, როგორ მუშაობს ნიუსრუმი, მულტიმედიური რედაქცია და Sputnik-ის პრეს-ცენტრი, შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს და გაიგებენ ბოლო ტრენდების შესახებ საერთაშორისო მასმედიის მუშაობაში.

    პროექტის „Sputnik-საქართველოს" ხელმძღვანელი ოქსანა ვოინცევა: „ძალზე მოხარული ვართ, სააგენტო Sputnik-ის კარი გავუღოთ ახალგაზრდა, ნიჭიერ ბავშვებს, რომლებიც ჟურნალისტობაზე ოცნებობენ. მათ აქვთ შესაძლებლობა გაიგონ, რა არის თანამედროვე მედია, თავად სცადონ შექმნან კონტენტი ვებ-გვერდისთვის: ტექსტები, ფოტო და ვიდეო. Sputnik Taoba - ეს ახალი კრეატიული პროექტია, რომელშიც სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები შეძლებენ შეხვედრასა და ურთიერთობას. ჩვენ ვუზიარებთ გამოცდილებას, ხოლო ახალგაზრდებსა და მომავალ ჟურნალისტებს თავიანთი წვლილი და ახალი იდეები შეაქვთ ჩვენს საქმეში.

    პროექტი Sputnik Taoba (თაობა) ითვალისწინებს გაცნობით ექსკურსიებს სააგენტოში და „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მასტერ-კლასების ჩატარებას სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის. Sputnik Taoba-ს მონაწილეები ნახავენ, როგორ მუშაობს თანამედროვე მულტიმედიური რედაქცია და შეძლებენ ურთიერთობას ჟურნალისტებთან, რომლებიც სხვადასხვა თემას აშუქებენ - პოლიტიკიდან და ეკონომიკიდან მოდისა და სპორტის ჩათვლით.

    Sputnik-ი ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო მედიასაშუალებაა, რომელიც აერთიანებს ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონულ მულტიმედიურ ინტერნეტ–საიტებს 32 ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და სხვა ენებზე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქალაქსა და ინტერნეტში. Sputnik-ი 24-საათიან რეჟიმში მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამყვან გამოცემებს გადასცემს ახალ ამბებს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ და სპარსულ ენებზე. Sputnik-ის საინფორმაციო რესურსების აუდიტორია თვეში 60 მილიონზე მეტ მომხმარებელს შეადგენს, Sputnik China-ს აკაუნტის ხელმომწერთა რაოდენობა „ვეიბოში" 10 მილიონს აჭარბებს. მთელ მსოფლიოში ტოკიოდან მონტევიდეომდე 22 სარედაქციო ცენტრში ათობით ეროვნების ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. Sputnik-ი შედის მედიაჯგუფ Россия сегодня-ში. Sputnik-ის სათავო ოფისი მოსკოვში მდებარეობს.

    პოსტსაბჭოთა სივრცეში მუშაობის პერიოდში Sputnik-ის ვებ-გვერდებმა კონტენტის მიწოდების ტექნოლოგიური ფორმატებისა და ახალი ტექნოლოგიების წყალობით ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებს შორის ლიდერი პოზიციები დაიკავა. უცხოეთის თითოეულ ქვეყანაში Sputnik-ის ვებ-გვერდები ეროვნულ და რუსულ ენაზეა წარმოდგენილი, ისინი მკითხველს ასევე აწვდიან მრავალფეროვან მულტიმედიურ კონტენტს: ინფოგრაფიკას, ვიდეოს, ფოტორეპორტაჟებს, ონლაინ-ეთერებს და ა.შ. ოპერატიულ ახალ ამბებთან ერთად Sputnik-ი აქვეყნებს ანალიტიკურ მასალებსა და ექსკლუზიურ ინტერვიუებს.

  • ლიბერთი სოციალურად დაუცველი მოსწავლეების მხარდაჭერას აგრძელებს

    ლიბერთისა და ,,კინგსი საქართველოს“ შორის გაფორმებული ურთიერთ თანამშრომლობის თანახმად, სოციალურად დაუცველიმოსწავლეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სრულიად უფასოდმიიღებენ მონაწილეობას ,,კინგსი საქართველოს“  მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო ოლიმპიადებში.

    24 მარტს, კინგსის 2019 წლის გაზაფხულის სეზონი ინგლისურიენის ოლიმპიადის ტურით გაიხსნა და ქვეყნის მასშტაბით 22 ქალაქში ერთდროულად ჩატარდა. პირველ ტურში 14 432 მოსწავლე მონაწილეობდა. 7 აპრილს მეორე ტურში  9 543 მოსწავლე  მიიღებს მონაწილეობას.  მაისში დაგეგმილია საგნობრივი ოლიმპიადების ჩატარება ქართულ ენასა და მათემატიკაში.

    ,,მოხარული ვართ, რომ ჩავერთეთ კიდევ ერთ საგანმანათლებლო პროექტში და ჩვენი თანადგომით სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ მონაწილება მიიღონ საგნობრივ ოლიმპიადებში. განათლების მხარდაჭერის მიმართულებით არაერთ პროექტში ვართ ჩართული და ვცდილობთ ჩვენი  წვლილი შევიტანოთ მომავალი თაობების აღზრდის მეტად საპასუხისმგებლო საქმეში“ - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

    "კინგსი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებზე მომავალი თაობის განვითარებისა და მათთვის მოტივაციის შექმნის მიზნით. განათლებული, განვითარებული მომავალი წარმატებული ქვეყნის წარმატების საწინდარია. სწორედ ამიტომ, ამ ეროვნულ საქმეში ჩართულობა და მსგავსი საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა თითოეული ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობაცაა. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ლიბერთის მხარდაჭერისთვის, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ჩაერთონ საგნობრივ ოლიმპიადებში.’ - განაცხადა სესილი გელოვანმა, კინგსის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

    დაფინანსების მსურველმა მოსწავლეებმა უნდა მიმართონ კინგსისადმინისტრაციას 032 2 306131 / www.kings.ge.

  • ფრანკოფონიის კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

    ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში, ფრანკოფონია 2019-ის კონკურსების გამარჯვებული მოსწავლეების, სტუდენტებისა და პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ, ბელგიისა და მოლდოვას ელჩებმა საქართველოსა და აზერბაიჯანში ბერტ შჰოფსიმ და გეორგე ლეუკამ, შვეიცარიის საელჩოს პირველმა მრჩეველმა ალვარო ბორგიმ დააჯილდოვეს.

    ფრანკოფონია 2019-ის ფარგლებში, საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა საქართველოს სკოლების მოსწავლეების, სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის რამდენიმე ფრანგულენოვანი კონკურსი ჩაატარა, კერძოდ: კალიგრამების შექმნა ფრანკოფონიის 10 სიტყვიდან ერთის გამოყენებით; ვიდეორგოლის შექმნა ფრანკოფონიის 10 სიტყვიდან ერთის გამოყენებით; სლამის (მუსიკალური ტექსტი) შექმნა ფრანკოფონიის 10 სიტყვიდან მინიმუმ ხუთის გამოყენებით; მჭერმეტყველების კონკურსი სტუდენტებისთვის. ასევე ჩატარდა კონკურსი ფრანგული ენის პედაგოგთა შორის, რომლის გამარჯვებულებიც ორკვირიან პედაგოგიურ სტაჟირებას საფრანგეთში, კერძოდ ნიცაში გაივლიან.

  • PSP-მ საახალწლო ნახატების კონკურსი „ბედნიერი ახალი წელი“ გამოცხადა

    ახალი წლის მოახლოებასთან ერთად პსპ-მ საახალწლო ნახატების კონკურსი გამოაცხადა. მომხმარებლების ჩართულობისა და წახალისებისთვის პსპ არა ერთ საინტერესო აქტივობას ახორციელებს. თითქმის მუდმივად მიმდინარეობს საბავშვო ფოტოების კონკურსი რომლის გამარჯვებულიც ერთი თვით პსპ-ს ბავშვთა თვის აქციების სახე ხდება და საჩუქრები გადაეცემა.

    „ბედნიერი ახალი წელი“ - არის კონკურსი, რომელშც ოჯახის სახვადასხვა ასაკის წევრები ბავშვებთან ერთად საახალწლო თემატიკაზე ნახატებს ქმნიან და პსპ-ში აგზავნიან.

    „თუ გინდათ თქვენი ოჯახის მიერ შესრულებული ნახატი სრულიად საქართველომ იხილოს და თქვენი ქალაქის  სხვადასხვა უბანში პსპ აფთიაქის ვიტრინებზე იხილოთ, შექმენით ოჯახური ნახატი თქვენს პატარებთან ერთად, გამოგვიგზავნეთ ფოსტაზე: JLIB_HTML_CLOAKING 5 ნოემბრის ჩათვლით და დაელოდეთ ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას. სათაურის ველში მიუთითეთ „ბედნიერი 2019“. ნახატი სასურველია იყოს  შავ-თეთრი, მარტივი, კონტურული, ფანქრით ან კალმით შესრულებული. საუკეთესო ნამუშევრების ელემენტებით PSP-ს აფთიაქების ვიტრინები გაფორმდება და ავტორები დასაჩუქრდებიან,“ - აცხადებენ პსპ-ში.

    ჰიგიენისა და კოსმეტიკის პროდუქციის ფართო არჩევანი, პროფესიონალი ფარმაცევტები და კონსულტანტები, მოხმარებელზე ორიენტირებული „უფრო მეტი ვიდრე აფთიაქი“ - ეს პსპ-ს აფთიაქია. 220 პპს აფთიაქი საქართველოს ყველა კუთხესა და დედაქალაქის ყველა უბანში მომსახლეობას მხოლოდ გარანტირებული ხარისხის 60000-ზე მეტი სახეობის პროდუქციას სთავაზობს.

  • გიორგი მარგველაშვილმა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა გახსნა

    საქართველოს პრეზიდენტმა 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა გახსნა და ცერემონიაში მონაწილე ცნობილ სპორტსმენებსა და საპატიო სტუმრებს „ბლექ სი არენის“ სცენიდან მიმართა:
    "მოგესალმებით 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილეებო, სპორტსმენებო, მწვრთნელებო, ჩვენი ქვეყნის სტუმრებო, ძვირფასო გულშემატკივრებო!
    საქართველო და მისი ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ბათუმი უდიდეს სპორტულ ღონისძიებას - საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ოლიმპიადა არა მხოლოდ ჩვენი მოჭადრაკეებისთვის, მთელი ქვეყნისთვის დიდი ზეიმია.
    საქართველო ცნობილია სტუმართმოყვარეობით და დარწმუნებული ვარ, რომ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი, ასევე საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ღირსეულად უმასპინძლებს ამ ღირშესანიშნავ ტურნირს.
    ჭადრაკი, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ ლეგენდარული ჩემპიონებით: ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი და ქალბატონი მაია ჩიბურდანიძე 5-5-ჯერ ფლობდნენ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს, ქალბატონი ნანა ალექსანდრია კი მსოფლიოს ორგზის ვიცეჩემპიონია. საჭადრაკო ოლიმპიადის 6- გზის გამარჯვებული. საერთო ჯამში საჭადრაკო დედოფლის გვირგვინი 30 წლის განმავლობაში საქართველოში ინახებოდა! მინდა ვისურვო, რომ უახლოეს ხანებში საქართველომ კიდევ ერთხელ გაიხაროს მსოფლიო ჩემპიონობით.
    ოლიმპიადა გუნდური შეჯიბრებაა და ქართული ჭადრაკის ისტორიას არაერთი ტრიუმფი ახსოვს: საქართველოს დროშის ქვეშ მოგებული 4 ოლიმპიადა, მსოფლიოს ჩემპიონობა...მესმის, რომ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ასპარეზობა ორმაგად საპასუხისმგებლო და რთულია, მაგრამ შინ გამარჯვებით გამოწვეული სიხარულიც უდიდესია.
    მსურს საქართველოს ვაჟ და ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებ გუნდებს წარმატებული ასპარეზობა ვუსურვო, აჭარის, ბათუმის სტუმრებსა და ოლიმპიადის მონაწილეებს კი სასიამოვნო დღეების გატარება“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
    ცერემონია გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც ქართველი მომღერლები, მუსიკოსები და მოცეკვავეები მონაწილეობდნენ. ბათუმის ოლიმპიადაში, რომელიც 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება, პირველობისთვის 190 ქვეყნის წარმომადგენელი იბრძოლებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური