უბედური შემთხვევა კახეთში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2016 13:16

უბედური შემთხვევა მოხდა კახეთში. თვითმხილველების თქმით, მეზობელს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა. დაჭრილი 15 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა. 

მას ახმეტის საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა დაჭრის ბრალდებით ერთი პირი უკვე დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება. 

წაკითხულია 542 ჯერ

Related items

  • დაჭრილი ქართველი სამხედროები საზღვაო ქვეითთა თამაშებში წარმატებით ასპარეზობენ
    ქართველი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში მიმდინარე „საზღვაო ქვეითთა კორპუსის“ თამაშებში წარმატებით ასპარეზობენ.
    ასპარეზობის მეცხრე დღეს ქართველმა ჯარისკაცებმა პარასპორტის სხვადასხვა სახეობებში უკვე 9 მედლის მოპოვება შეძლეს. ველოსპორტში ჯონი თოფურია ორი ოქროს მედლით, ხოლო გოგიტა ხოზრევანიძე და ალუდა სეთურიძე ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდნენ. წარმატებით იასპარეზა რეზო გორგაძემ, რომელმაც ველოსპორტში ორი ბრინჯაოს მედალი, ხოლო მშვილდით სროლაში ერთი ვერცხლი მოიპოვა. მშვილდით სროლაში ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა ალეკო გითოლენდიაც.
    პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე, საერთაშორისო თამაშები 24 - თებერვლიდან - 10 მარტის ჩათვლით იმართება. ტურნირში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედროები სპორტის 8 სახეობაში ასპარეზობენ: მჯდომარე კალათბურთი, ცურვა, სროლა, მშვილდოსნობა, ნიჩბოსნობა, ეტლით სირბილი, ველოსპორტი. ტურნირისთვის დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 12-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა.
    აღნიშულ ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობენ.
    ასპარეზობის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.
    ქართველმა დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედროებმა, აშშ-ში „საზღვაო ქვეითთა“ თამაშებში შარშანაც იასპარეზეს და 20 მედლის მფლობელები გახდნენ.
  • უბედური შემთხვევა დიღომში

    თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობიდან მოზარდი გადმოვარდა. ამის შესახებ სამაშველო სამსახური იტყობინება. დაშავებული ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაჰყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა. 

    ექიმები ყველაფერს აკეთებენ დაშავებულის სიცოცხლის გადასარჩენად.

  • უბედურ შემთხვევა ტყიბულში - მინდელის მაღაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

    ტყიბულში, ქვანახშირის მომპოვებელ ერთ ერთ შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, 4 მეშახტე სიმაღლიდან გადმოვარდა.

    ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.  როგორც შსს-ში  განაცხადეს, ამ ეტაპზე მათთვის არაფერია ცნობილი. 

    ამ დროისთვის მაღაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. 

  • ყაზბეგში უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა

    ყაზბეგში უკრაინელი ჟურნალისტი, 32 წლის პაველ სივოკონი დაიღუპა.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  უცხოელი ტურისტი მყინვარწვერზე 25-მეტრიან ნაპრალში ჩავარდა, რის შედეგადაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.
    „შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ დაღუპული უცხოელი ტურისტია. როგორც მთამსვლელები ამბობენ, ის მყინვარწვერზე სავარაუდოდ, 25-მეტრიან ნაპრალში ჩავარდა და მიიღო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. 
    დაღუპული ჟურნალისტის მეუღლე ნატალია გუზენკო ამჟამად თბილისში იმყოფება და მეუღლის სამშობლოში გადასვენებას ელოდება.

  • უბედური შემთხვევა რუსთავში

    უბედური შემთხვევა რუსთავში: ახალგაზრდა ქალის გადასარჩენად, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმიდნრეობდა. დაკარგულს მდინარე მტკვარში ეძებდნენ. შემთხვევის დეტალებს თვითმხილველები იხსენებენ. ქალბატონის პოვნა, მდინარის ადიდების გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური