ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.4702 ლარი გახდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 16:59

ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.4702 ლარი გახდა.ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ახალი კურსი ხვალიდან ამოქმედდება, ამ დროისთვის კი ერთი დოლარის შეძენა 2.4719 ლარად არის შესაძლებელი.

წაკითხულია 949 ჯერ

Related items

  • უსინათლოთათვის ლარის ამომცნობი პირველი მობილური აპლიკაცია შეიქმნა

    ტექნო პარკში ,,პროგრამირების ინკლუზიური კურსის'' დახურვის ცერემონია და  უსინათლოთათვის შექნილი ლარის კუპიურის ამომცნობი აპლიკაციის ,,Lari Reader''-ის პრეზენტაცია გაიმართა.

    სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამა გათვლილი იყო შშმ პირებზე და მიზნად ისახავდა მობილური აპლიკაციების დეველოპმენტის შესწავლას ნულიდან. საპილოტედ ინკლუზიურ კლასში 10 შშმ პირი შეირჩა. კურსი შვიდმა მათგანმა დაასრულა. კურსის წარმატებულმა მონაწილეებმა ტრენერების დახმარებით ლარის ამომცნობი აპლიკაცია შექმნეს.

    სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩკაშვილმა კურსდამთავრებულ მონაწილეებს წარმატება მიულოცა და  სერტიფიკატები გადასცა.

    პროგრამა განხორციელდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და UG lemondo trainings ინიციატივითა და მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორები: კომპანია Lemondo, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

    ღონისძებას სპორტისა და ხალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩკაშვილი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარის მოადგილე ავთანდილ კასრაძე, კომპანია „Lemondo"-ს პროექტების მენეჯერი გიორგი ყანჩაველი, უსინათლოთა კავშირის დირექტორი რევაზ მაისურაძე და უსინათლოთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

  • ფუტსალის ეროვნული ნაკრები დღეს გადამწყვეტ მატჩს გამართავს

    საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მეინ რაუნდის ბოლო მატჩამდე ოლიმპიურ სასახლეში ივარჯიშა. ავთანდილ ასათიანის გუნდი იტალიასთან შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. საწყისი ორ ტურში იტალიამ ზედიზედ ორი მატჩი მოიგო, ჯგუფის ლიდერია და ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე მოიპოვა. საქართველოს ნაკრები კი ორი ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, მეორე ადგილზე იმყოფება და პლეიოფში გასვლისთვის იბრძვის.  

    მეინ რაუნდის დასკვნითი, მესამე ტურის მატჩები 11 აპრილს გაიმართება. მესამე-მეოთხე ადგილზე მყოფი ჰოლანდია და ბელარუსი, ერთმანეთს 15:30 საათზე დაუპირისპირდება. საქართველოსა და იტალიის ნაკრებების დაპირისპირება კი 18:00 საათზე შედგება. შეგახსენებთ,რომ მეორე ადგილზე გასული ნაკრებები და ერთი საუკეთესო მესამე პოზიციის მქონე გუნდი, სექტემბერში პლეიოფში დაუპირისპირდება ერთმანეთს. 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს სლოვენია უმასპინძლებს.

    საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 

    მეკარეები: ზვიად კუპატაძე („ტტგ იუგრა“, რუსეთი), ჯაბა ჯამბურია („ტატიშვილი“, თბილისი) 

    წინა ხაზი: შოთა ჭანუყვაძე („ტატიშვილი“, თბილისი), მურთაზ კაკაბაძე („ტატიშვილი“, თბილისი), ლევან კობაიძე („ტატიშვილი“, თბილისი), ზურაბ ლუკავა („ტატიშვილი“, თბილისი), დავით ბობოხიძე („ტატიშვილი“, თბილისი), შოთა თოფურია („სტუ-თელასი“, თბილისი), კახა მაისაია („სტუ-თელასი“, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე („პსპ“, თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე („სპარტაკი“, მოსკოვი, რუსეთი), ირაკლი თოდუა („ბჩ“, გომელი, ბელარუსი), ვახო ჯვარაშვილი („ბჩ“, გომელი, ბელარუსი), არჩილ სებისკვერაძე („ლიდსელმაში“, ლიდა, ბელარუსი), რონინიო და სილვა („აელ“, ლიმასოლი, კვიპროსი) 

    ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი: მთავარი მწვრთნელი - ავთანდილ ასათიანი; მთავარი მწვრთნელის ასისტენტები - არჩილ ბოკერია, ბესიკ არველაძე; ადმინისტრატორი - ამირან ცხომარია. 

  • ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს, - ვლადიმირ ვაისი

    "ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს, რომ ზეგ ან ერთი წლის შემდეგ გერმანიასთან, იტალიასთან, ესპანეთთან თანაბრად შევძლოთ ბრძოლა. ჩვენ ვმუშაობთ, ჯერჯერობით რეზულტატი არ გვაქვს, ჯგუფში ქულებს ვერ ვიღებთ, თუმცა სადღაც ვუახლოვდებით კარგ შედეგს," - აღნიშნული განცხადება საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა  ვლადიმირ ვაისმა გააკეთა. 

    ჯვაროსნების თავკაცმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს ლატვიასთან ამხანაგურ მატჩამდე უპასუხა.

    "ძალიან ბევრი სამუშაოა ახალგაზრდა თაობასთან, რომლებმაც კიდევ ბევრი უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე პირველ რიგში კლუბებში, შემდეგ კი ეს ყველაფერი ნაკრებში გამოიყენონ.  პასუხისმგებლობა მე მეკისრება იმიტომ, რომ მწვრთნელი ვარ. ყოველთვის სწორი დასკვნების გამოტანაა საჭირო. მწვრთნელის ცხოვრება ყოველთვის ასეთია, ჩემოდნით ხარ და უცდი, კარგი შედეგი იქნება, მწვრთნელი რჩება, ცუდის შემთხვევაში კი შესაძლოა, შეიცვალოს. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული- ფეხბურთელების თამაშზე, ჩემს მუშაობაზე, ფედერაციაზე, გულშემატკივრებზე... 

    შევხედავთ, რა მოხდება მომავალში, ხვალ კი მოგებას ვეცდებით. ჩვენთვის ყველა მეტოქე რთულია იმიტომ, რომ წილისყრის დროს ბოლო კალათაში ვიყავით," - განაცხადა ვაისმა.
    საქართველო- ლატვიის მატჩი დღეს დინამო არენაზე 18:00 საათზე დაიწყება.

  • ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, - ვლადიმირ ვაისი

    დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის პირველ  ოფიციალურ მატჩს გამართავს.  ჯვაროსნები 2018 წლის მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, სერბეთს უმასპინძლებენ.  შეხვედრა დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ რეჟიმში ვებგვერდზე tkt.ge - ზე და დინამო  არენას სალაროებშია შესაძლებელი. 

    საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წლის პირველი ოფიციალური მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. 

    ვლადიმირ ვაისმა 24 მარტს გასამართი საქართველო-სერბეთის დაპირისპირების შესახებ ისაუბრა:  

    „ჩვენ გვსურს ამ უმნიშვნელოვანესი თამაშის მოგება და ქულების დაგროვება. ამჟამად ჩვენ მხოლოდ 2 ქულა გვაქვს, თუმცა, თამაშებიდან გამომდინარე, ალბათ მეტს ვიმსახურებდით. ასეთია ფეხბურთი და საბოლოოდ, სწორედ დაგროვილ ქულათა რაოდენობაა გადამწყვეტი. ხვალ ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, იმის მიუხედავად, რომ ტრავმებისა და დისკვალიფიკაციების შედეგად წამყვანი ფეხბურთელები დაგვაკლდება ოქრიაშვილის, მჭედლიძისა და დაუშვილის სახით. ნაკრებში კარგი განწყობაა. ჩვენ ვარჯიშებზე ორი სქემა და სხვადასხვა შემადგენლობა გამოვცადეთ,“ - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

  • 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4498 ლარი გახდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4498 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4498 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4491 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.
    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6436 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6453 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0017 ლარი შეადგინა.
    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური