შალვა თათუხაშვილის მამა მკვლელობის დამკვეთად ბიძინა ივანიშვილს ასახელებს
სტრასბურგში იმყოფება შალვა თათუხაშვილის მამა, შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი გიორგი თათუხაშვილი, რომელიც დღეს ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას გეგმავდა. ის საკუთარი შვილის მმკვლელობის დამკვეთად ბიძინა ივანიშვილს ასახელებს. თათუხაშვილს პრტენზიები მთავარ პროკურორთანაც აქვს.
“საქართველოს პროკურორის ნახვა მინდა ძალიან ბევრი შეკითხვებია ჩემი შვილის მკვლელობასათან დაკაშირებით და პასუხები უნდა მივიღო. უნდა გავაჩერო და დაველაპარაკო თუ არა და მაგასაც იგივე ბედი ელის, რაც ქირიას ზუგდიდში. ჩემი შვილის საქმე მაგის შეკერილია, მაქვს ყევლა საბუთი და შემიძლია დავადასტურო. ეს ყველაფერი ივანიშვილის ხელძღვანელობით არის გაკეთებული, ივანიშვილი არის დამკვეთი“ - განაცხადა გიორგი თათუხაშვილმა.
საქართველოს მთავარი პროკურორის თქმით, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ საქმის მასალებს გაეცნონ.
“ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს ამ საქმეში, მათ ოჯახს არაერთხელ მიეცა შესაძლებლობა რომ გაცნობოდნენ საქმის მასალებს, ეს შესაძლებლობა მათ ახლაც აქვთ და ამ საქმის შესახაბ ჩვენ საკმაოდ დეტალური ინფორმაცია გავავრცელეთ. ჩვენ მზად ვართ დავკითხოთ ნებისმიერ დროს როცა ის ისურვებს. ექსპერტიზა ჩატარებულია და გარდაცვალების მიზეზები დადგენილია,“- აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.