ფეროშენადნობთა მწარმოებლებს დახმარება ესაჭიროებათ, - დიმიტრი ქუმსიშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 29 იანვარი 2016 17:08

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მსოფლიოში ფასების დაცემის გამო ფეროშენადნობთა მწარმოებლებს დახმარება ესაჭიროებათ. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ფეროშენადნობთა მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებასა და მოთხოვნებს ეხებოდა.

„ფეროშენადნობთა მწარმოებელთა ასოციაციასთან შეხვედრა იყო წინა კვირას. ჩვენ ძალიან დეტალურად გავიარეთ მათი პრობლემები. ეს დარგი პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან ექსპორტის საკმაოდ დიდი წილი მოდის მასზე. ჩვენ ვნახეთ, რომ დღეის მდგომარეობით, მსოფლიო ფასები საკმაოდ დაცემულია და შესაბამისად, აღნიშნულ კომპანიებს აუცილებლად სჭირდებათ მიხმარება როგორც ადმინისტრაციული ბარიერების ნაწილში, ასევე შესაძლოა სხვა ნაწილშიც. ჩვენ შევთანხმდით წინა კვირას, რომ ისინი 5-7 დღის განმავლობაში მოიტანენ იმ სრულყოფილ წინადადებას, რითაც სურთ, რომ დაეხმაროს სახელმწიფო და ამაზე ვიმსჯელებთ. ჩვენ ხელი ჩამორთმეული გვაქვს და ველოდებით მათგან წინადადებას,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

წაკითხულია 829 ჯერ

Related items

  • დიმიტრი ქუმსიშვილი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

    პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა საქართველოში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე, აგრეთვე საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე. 

    აღინიშნა, რომ საქართველოსთვის თურქეთი უმსხვილესი სავაჭრო და რიგით მეორე ინვესტორი ქვეყანაა. ინტენსიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მიუხედავად, ქვეყნების ბიზნეს წრეებს შორის კავშირები ვითარდება, ხოლო საქართველოში თურქული კაპიტალის მოცულობა იზრდება. 

    შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი. 

  • ნავთობისა და გაზის კორპორაცია ჩინელ პარტნიორებთან ერთად საქართველოში ბუნებრივ აირზე დამყარებული პეტროქიმიის შესაძლებლობებს შეისწავლის

    “ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, ნავთობისა და გაზის კორპორაცია და ჩინური კორპორაცია „China Tianchen Engineering Corporation” საქართველოში ბუნებრივ აირზე დამყარებული პეტროქიმიის შესაძლებლობებს შეისწავლიან. შესწავლის ბოლოს, ჩვენ პოზიტიურ შედეგს მივიღებთ, რაც მოგვცემს ახალი საწარმოო მიმართულებების განვითარების შესაძლებლობას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ - ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მემორანდუმი, რომელსაც დღეს, 30 მაისს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა და CHINA TIANCHEN ENGINEERING CORPORATION (CNCEC)-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ დაი ჰეგენმა მოაწერეს ხელი. 

    მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოში ქიმიური საწარმოს მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით მხარეები განაგრძობენ საქართველოში სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების ქარხნის პროექტთან დაკავშირებული თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლას. ჩინურმა კორპორაციამ მზადყოფნა გამოთქვა, დეტალურად განიხილოს და მხარი დაუჭიროს ამგვარ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ იგეგმება.

  • დიმიტრი ქუმსიშვილი უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

    საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, უზბეკეთის დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დღის წესრიგითაც გათვალისწინებულია საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაში მონაწილეობის მიღება. დელეგაციას უზბეკეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჟამშიდ ხოჯაევი ხელმძღვანელობს. 

    „ჩვენთვის ძალიან საინტერესოა უზბეკეთში როგორც ექსპორტი, აგრეთვე ის ტრანზიტული შესაძლებლობები, რომელიც შეგვიძლია უზბეკურ მხარეს შევთავაზოთ საკუთარი პროდუქციის მესამე ქვეყნებში გადასატანად. უზბეკეთთან ჩვენ გვაქვს პოზიტიური სავაჭრო ბალანსი შარშანდელი წლის მდგომარეობით და ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება. თუმცა მოცულობები, რომელიც უზბეკეთთან გვაქვს, არ შეესაბამება იმ შესაძლებლობებს, რომლებიც გაგვაჩნია. ამდენად, ჩვენი ამოცანაა, ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა ჩვენს ქვეყანაში შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და დამატებითი დოვლათი,“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.

    მინისტრის თქმით, შეხვედრაზე მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, როგორიცაა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვისა და ტურისტული პოტენციალის განვითარება, ასევე პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობა თბილისსა და ტაშკენტს შორის.

    სამინისტროს ინფრომაციით, შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა თანამშრომლობის მიმართულებები ტრანსპორტის სფეროში. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა პრიორიტეტულად განიხილავს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებასა და რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის ფორმირებას, რაც აღნიშნულ დერეფანში საერთაშორისო ტვირთ და მგზავრთ ნაკადების ზრდაში უნდა აისახოს. 

    შეხვედრაზე მხარეები საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ. 

    დღესვე საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და უზბეკეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჟამშიდ ხოჯაევი ერთობლივად წარუძღვებიან მთავრობაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომას. 

  • საქართველო მონაწილეობას მიიღებს შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში

    ჩინეთის მთავრობა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, ქართულ მხარეს ჩინეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებაში დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრთან ჭონ შანთან პეკინში გამართული შეხვედრის შემდეგ  განაცხადა. 

    პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის შემოთავაზება უპრეცედენტოა და ის ხელს შეუწყობს ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას. 

    „დღეს ჩვენ კიდევ ერთი უპრეცედენტო დახმარების შემოთავაზება მივიღეთ კომერციის მინისტრისგან ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიმართულებით. მინისტრმა შემოგვთავაზა არაერთი ღონისძიების წარმართვა ჩინეთის ტერიტორიაზე, რათა უფრო მეტი ქართული პროდუქცია გაიყიდოს ჩინეთში და შესაბამისად, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზარდოს“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

    პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ჩინეთში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ჯგუფები იმუშავებენ, რაც შეიძლება მეტი ჩინური კომპანიისთვის მოხდეს საქართველოს შესაძლებლობების გაცნობა და შეთავაზება, და იმ ინვესტიციების განხორციელება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვისაა აუცილებელი. 

    შანხაის ექსპოს საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო აღნიშნულ შეხვედრაზე. 

    დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის კომერციის მინისტრს საქართველოს ოფიციალური მიწვევისთვის შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც 2018 წლის ნოემბერში გაიმართება. 

    „შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ 150,000 მყიდველთან პირდაპირი კომუნიკაცია მოახდინონ, რაშიც მათ ჩინეთის კომერციის სამინისტრო მხარდაჭერას აღმოუჩენს. ეს იქნება გამოფენა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ სრული პოტენციალით უნდა გამოიყენოს. ეს გამოფენა საშუალებას აძლევს ქართულ კომპანიებს, რათა მათ თავიანთი პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე გაიტანონ და მნიშვნელოვნად გაზარდონ თავიანთი გაყიდვები“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის შემდეგ. 

    ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრი ჭონ შანი საქართველოში, ზაფხულში მოიწვია და ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომისა და მის ფარგლებში ბიზნესფორუმის ჩატარება თბილისში, მიმდინარე წლის ზაფხულში შესთავაზა. 

    საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისია წარმოადგენს ეფექტურ ბერკეტს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

    დიმიტრი ქუმსიშვილი და ჭონ შანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საკითხზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ ქართულმა და ჩინურმა კომპანიებმა სრულად უნდა აითვისონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალიწინებული სარგებელი, რისთვისაც ორივე მხარე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს. 

    შეთანხმება, რომლის შესახებაც მოლაპარაკება რეკორდულად მოკლე დროში 7 თვეში დასრულდა, ძალაში 2018 წლიდან ამოქმედდა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ შეთანხმების ხელმოწერისა და ამოქმედების შემდეგ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენცია სახეზეა, თუმცა პოტენციალი დიდია და მას აუცილებლად ესაჭიროება ორივე მხარისთვის ხელსაყრელი მიმართულების მხარდაჭერა, რისთვისაც ჩინეთის მხარე ქართველ მწარმოებლებს დახმარებას აღმოუჩენს.

    შეხვედრა ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე, სს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური.

  • დიმიტრი ქუმსიშვილმა ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის მიმდინარეობა მსოფლიო ბანკის დელეგაციასთან განიხილა

    პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იყო „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის“ (GENIE) მიმდინარეობა. აღნიშნულ პროექტს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს.

    შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბებას და მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს შესაბამისი პროექტის მხარდაჭერისთვის. GENIE-ს პროექტი 40 მლნ აშშ დოლარის ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს, რომელიც საქართველოში ინოვაციებისა და სტარტაპების ხელშეწყობას გულისხმობს.

    მხარეებმა ასევე განიხილეს პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და კერძო სექტორთან.

    შეხვედრას, პროექტის მენეჯმენტის გარდა, ასევე დაესწრო მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ავთანდილ კასრაძე და ამავე სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მარიამ ლაშხი, აგრეთვე მსოფლიო ბანკის ფინანსების, კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების სექტორის მენეჯერი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მარიალისა მოტა.

    ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა გულისხმობს რეგიონებში კომპანიებისა და ფიზიკური პირების ჩართვას ციფრულ ეკონომიკაში. ეს ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, არსებული თანამედროვე ინოვაციური ტენდენციების ათვისებას მათი მხრიდან და მეორე მხრივ, საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობის ზრდისთვის ინოვაციური მიდგომების შექმნას. ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ნოვატორული იდეების განხორციელებას და შესაბამისად, სამუშაო ადგილების ზრდას.

    პროექტი GENIE მსოფლიო ბანკის ქვეყანასთან პარტნიორობის უახლესი სტრატეგიის ძირითადი ელემენტია და მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკური სტრატეგიას სამუშაო ადგილების ზრდის და კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლების საშუალებით.

ბიზნეს ნიუსი

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური