ზურაბ ჯაფარიძე ლარის კურსზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 იანვარი 2016 15:58

ლარის კურსთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში იმსჯელებენ. სამუშაო შეხვედრას, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის, საფინანსო და ეკონომიკის ექსპერტები დაესწრებიან.

“იქნება განხილვა იმისა, რა სიტუაციაშიც ახლა ვართ და მინდა ვთქვა, რომ ეროვნული ბანკი ყოველთვის მზად არის ასეთი კონსტრიციული განხილვისთვის, ნებისმიერი შემადგენლობით“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ.

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის თავმჯდომარის თქმით, გამოსავალი არის ერთადერთი, ქვეყანაში უნდა იყოს დაშვებული თავისუფალი სავალუტო რეჟიმი.

"მაინტერესებს პირველ რიგში ეროვნული ბანკის პოზიცია ეკონომიკურ პრობლემებზე. როგორ ხედავს ეროვნული ბანკი რა არის აქედან გამოსავალი, ასევე მაინტერესებს რა კითხვები აქვს საბიუჯეტო კომიტეტეს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან. გამოსავალი არის ჩემი აზრით ერთადერთი - ეს არის ქვეყანაში უნდა იყოს დაშვებული თავისუფალი სავალუტო რეჟიმი და უნდა მოხდეს ლარის კურსის ფიქსირება რომელიმე ვალუტასთან“, - განაცხადა ზრაბ ჯაფარიძემ.

წაკითხულია 433 ჯერ

Related items

  • ზურა ჯაფარიძეს ბრალი წაუყენეს

    „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამ წუთებში პოლიციაში იმყოფება. ორგანიზაციის ორი წევრის შემდეგ, ბრალი მასაც  წაუყენეს. მას პოლიცია წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.  

    „მასაც იგივე მუხლებით წარუდგინეს ბრალი, რაც გუშინ გირჩის სხვა ლიდერებს იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილს. ეს არის მუხლები 173-ე  და 166-ე, წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა,“-განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა.

    სასამართლო „გირჩის“ წევრების საქმეს დღეს განიხილავს. საუბარია გუშინდელ ინციდენტზე პოლიციასა და „გირჩის“ წევრებს შორის. ორგანიზაციის წევრებმა სამართალდამცავების მიერ ერთი პირის დაკავება გააპროტესტეს, რომელიც ნარკოშემოწმებაზე გადაყავდათ, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. 

    სასამართლო პროცესი ერთ საათში დაიწყება, თუმცა ადგილზე უკვე იკრიბებიან ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. „თეთრი ხმაურის“ წევრების განცხადებით სამარცხვინოა ის ქმედება, რომელსაც პოლიცია მოქალაქეების და გირჩის წევრების მიმართ ახლორციელებს.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის თანახმად 14 ოქტომბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4808 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4831 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0023 -ით გამყარდა.

    ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.9326 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.9432 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0106 -ით გამყარდა.

    ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.2975 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.2737 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0238 -ით გაუფასურდა.

    თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6787 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.6790 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0003-ით გამყარდა.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი კურსის მიხედვით, 25 მაისს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4076 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4144 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0068-ით გამყარდა.

     

    ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.6927 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.7155 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით 0.0228 - ით გამყარდა.

    ლარის კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.1215 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.1322 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0107-ით გამყარდა.

    თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6753 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.6770 ლარი იყო. შესაბამისად, ლარის კურსი ლირასთან მიმართებით 0.0017- ით გამყარდა.

  • ლარი კვლავ გაუფასურდა

    ლარი კვლავ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ ადგენილი ოფიციალური კურსის თანახმად, ხვალიდან ერთი  აშშ დოლარი  2.6763 ლარი გახდა ეღირება.  აქამდე მოქმედი კურსით ერთი დოლარის ღირებულება 2.6624 ლარშ შეადგენდა.  

  • ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა

    ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6562 ლარი გახდა.  გუშინდელი ოიციალური კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება  2.6441 ლარს შეადგენდა.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დი...

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური