ზურაბ აბაშიძე ჰააგის სასამართლოზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 იანვარი 2016 10:02

მთავრობის სხდომის დაწყებამდე ,განცხადება გააკეთა პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.

ის გამოეხმაურა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის ომზე გამოძიების დაწყებას. აბაშიძე იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართება.

„მინდა შევუერთდე იმ მოლოდინს, რომ ეს პროცესი წარიმართება ობიექტურად და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი," - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ასევე გამოეხმაურა ოკუპირებულ რეგიონში სოფელ ზერტის მცხოვრების გატაცების ფაქტს და იმედი გამოთქვა, რომ მისი გათავისუფლება დროულად მოხდება.

"იმედი მაქვს ჩაერთვება მექანიზმი, რომელიც არსებობს კონფლიქტების პრევენციისა ევროკავშირის მისიის წარმომადგენელთა მონაწილეობით და მალე მოხდება მისი გათავისუფლება," - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

წაკითხულია 397 ჯერ

Related items

  • საქართველო და რუსეთი მეგობრები უნდა იყვნენ - მიხაილ შვიდკოი

    რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კულტურული თანამშრომლობის საკითხებში მიხაილ შვიდკოიმ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე და მათი განვითარების პერსპექტივებზე, დღეს თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

    რუსეთის ყოფილი კულტურის მინისტრი თბილისში იმყოფება და საპატიო სტუმრის სტატუსით სამხრეთ-კავკასიურ საერთაშორისო მედია-ფორუმს ესწრება.

    „მედია-ფორუმზე ჩვენ განვიხილავთ მედია-სივრცეში მიმდინარე პროოცესებს. ასევე განვიხილავთ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს, ვინაიდან მე გახლავართ დსთ-ს საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის ფონდის თავმჯდომარე“, - აღნიშნა მ. შვიდკოიმ.

    მისივე თქმით, იგი თბილისში დღენახევარს დაყოფს და აუცილებლად გამონახავს დროს, რათა მოინახულოს მისი ძველი მეგობრების საფლავები და პატივი მიაგოს მათ ხსოვნას. „მე აუცილებლად მივალ სასაფლაოზე, სადაც განისვენებენ ჩემი ძველი მეგობრები და ერთხელ კიდევ გავიხსენებ მათ“, - დასძინა მან.

    გარდა ამისა მ. შვიდკოი თბილისში ყოფნისას გამართავს არაფორმალურ შეხვედრებს საქართველოს კულტურის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ქართულ-რუსული ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან. შეხვედრებზე განიხილავენ საქართველო-რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების განვითარების საკითხებსა და კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების გააქტიურების საკითხებს.

    „არასაკმარისი კონტაქტები გვაქვს კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში. სამწუხაროდ ახალგაზრდობა სათანადოდ არ იცნობს იმ კონტაქტებს, რომელიც ოდითგანვე არსებობდა საქართველოსა და რუსეთს შორის. ამიტომ ჩვენი მიზანია უფრო მეტად გავააქტიუროთ კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობები“, - ხაზი გაუსვა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კულტურული თანამშრომლობის საკითხებში.

     

     

  • Пограничная Зона - ახალი რუსულენოვანი თოქ-შოუ "სტარვიზიაზე"

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე „სტარვიზიის“ რუსულენოვანი სპეცპროექტის - "სასაზღვრო ზონა" /Пограничная Зона/ - პირველი სტუმარი. არსებობს თუ არა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში ოპტიმიზმის საფუძვლები, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება საუბრობს? როგორ აფასებენ დასავლელი პარტნიორები საქართველოს დაბალანსებულ პოლიტიკას რუსეთთან დაკავშირებით? უყურეთ "Пограничная Зона"-ს სპეცპროექტის პირველ გამოშვებაში.

  • „ნებისმიერი ინციდენტი შეიძლება სერიოზულ გართულებაში გადაიზარდოს“ - ზურაბ აბაშიძე (ვიდეო)

    „მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის ფორმატი სხვა თემებს განიხილავს, როდესაც ასეთი სასტიკი მკვლელობა ხდება, მასზე საუბარს გვერდს ვერ აუვლი. სწორედ ამიტომ, ჩვენი გზავნილი ასეთი იყო, რომ ეს პიროვნება რაც შეიძლება სწრაფად უნდა დააპატიმრონ. ამის თაობაზე მივუთითეთ, პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ამ დამნაშავეს შეისაძლოა რაღაც საფრთხე შეექმნას. ეს შეიძლება პროვოკაციად იყოს გამოყენებული და ამან გამოიწვიოს კონფლიქტის ესკალაცია, რაშიც საქართველოს მთავრობა არანაირად დაინტერესებული არ არის. ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და ნებისმიერი ინციდენტი შეიძლება სერიოზულ გართულებაში გადაიზარდოს. მათი პასუხი ასეთია: ვგმობთ ჩვენ ამ მკვლელობას. რუსეთის მხარეს არანაირი კავშირი არ აქვს ამათთან. ეს არის კონკრეტული აფხაზი მესაზღვრის დანაშაული და ეს შინაპატიმრობა, რომელიც მას შეუფარდეს, აბსოლუტურად არაადეკვატური სასჯელის ფორმაა.“ - განაცხადა პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ზურაბ აბაშიძე პასუხობს.

  • ფატუ ბენსუდა აგვისტოს ომის გამოძიებაზე

     ბრიტანულ გარდიანში წერილი ქვეყნდება,წერილის ავტორია საერთაშორისო სისხლის სასამართლოს პროკურორი  ფატუ ბენსუდა , ბენსუდა წერილში  იმ მიზეზებს ასახელებს, რატომ დაიწყო გამოძიება რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილ სავარაუდო სამხედრო დანაშაულებებთან დაკავშირებით.

    ჰააგის პროკურორი წერს, რომ მისი უწყება უკვე შეუდგა სხვადასხვა წყაროდან მტკიცებულებების შეგროვებას და თუ ეს მტკიცებულებები საფუძვლიანი იქნება, მიმართავენ საერთაშორისო სისხლის სასამართლოს მოსამართლეებს გასცენ დაკავების ორდერი, ან უწყება კონკრეტული პირის სასამართლოში გამოცხადების შესახებ.

    "გამოძიება არ ეხება არც გეოპოლიტიკას და არც პოლიტიკური უთანხმოების მოგვარებას. ის არ გულისხმობს არც სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრას და არც კონფლიქტის გაჩაღებისთვის ბრალის დადგენას. ეს არის დამოუკიდებელი სამართლებრივი პროცესი სიმართლის დასადგენად,"- წერს ფატუ ბენსუდა.

    ჰააგის პროკურორი წერილში აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოძიებასთან სრულყოფილ თანამშრომლობას დაჰპირდა და მიესალმება სამხრეთ ოსეთის მხრიდან საჯარო განცხადებებს მხარდაჭერის შესახებ.

  • ზურაბ აბაშიძის საგანგებო პრესკონფერენცია

    პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში 1 საათზე საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.ბრიფინგის თემა ჯერ-ჯერობით  უცნობია.  ასევე უცნობია აბაშიძის პოზიცია პრეზიდენტის ინიციატივაზე, ასევე იმ განცხადებებზე, რომელიც თბილისში გაკეთდა ბოლო პერიოდში პრაღაში გამართული მოლაპარაკებების შესახებ. შეგახსენებთ ,რომ საქართველოს პრეზიდენტი აბაშიძე - კარასინის შეხვედრების ფორმატის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური