რუსეთმა საქართველოში 2008 წელს ძალა გამოიყენა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 17:30

„რუსეთი განაგრძობს საქართველოს ნაწილების უკანონო ოკუპაციას“, – ამის შესახებ ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის ყოველწლიური, 2015 წლის ანგარიშში, რომელიც ალიანსის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
დოკუმენტში საქართველოს შესახებ ვრცლად არის საუბარი.
ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთმა ნატოს საზღვრებთან სამხედრო აქტიურობა მნიშვნელოვნად გაზარდა და მოახდინა დემონსტრირება, რომ მზად არის, საკუთარი საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად ძალა გამოიყენოს.
“რუსეთმა საქართველოში 2008 წელს ძალა გამოიყენა”, – ნათქვამია დოკუმენტში.
2015 წლის ნატოს ანგარიშში ასევე ჩამოთვლილია გასული წლის განმავლობაში ნატოსა და მისი მოკავშირეების მიერ ჩატარებული სამხედრო წვრთნები, ასევე აღნიშნულია, რომ 5-20 ივნისს ბალტიისპირეთში გამართულ მასშტაბურ საზღვაო წვრთნებში ქართველმა სამხედროებმაც მიიღეს მონაწილეობა.
საკვანძო სამხედრო წვრთნებს შორის დასახელებულია საქართველოში, 2015 წლის 8-22 ივლისს ჩატარებული მრავალეროვნული წვრთნებიც, რომელშიც, ქართველების გარდა, მონაწილეობა მიიღო 800-ზე მეტმა სამხედრომ ბულგარეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, რუმინეთიდან და აშშ-დან.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2015 წელს ჩატარდა არაერთი საკონსულტაციო შეხვედრა ნატოსა და მის მოკავშირეებს შორის, მათ შორის საქართველოშიც.
დოკუმენტის თანახმად, ნატო ასევე მუშაობდა ევროკავშირთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის პარტნიორთა, მათ შორის საქართველოს მხარდასაჭერად.
ანგარიშში, სადაც ნატოს პარტნიორებზეა საუბარი, დეტალურადაა განმარტებული ნატოს აქტივობები „ღია კარის“ პოლიტიკის ფარგლებში და ამ კონტექსტში საქართველოცაა ნახსენები.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ დეკემბრის დასაწყისში გამართულ შეხვედრაზე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს წევრობის მისწრაფებისადმი და მოუწოდეს, განახორციელოს წევრობისთვის საჭირო რეფორმები, ასევე დაადასტურეს ნატოს მხარდაჭერა ამ ძალისხმევისადმი.
“ალიანსმა 2015 წელს დაადასტურა მისი ერთგულება „ღია კარის“ პოლიტიკისადმი. ნატოს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომელიც ალიანსის ფასეულობებს იზიარებს, მზად არიან და შეუძლიათ, აიღონ წევრობის პასუხისმგებლობა და ვალდებულებები”, – ნათქვამია დოკუმენტში.
ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს ნატომ რიგი სიახლეები შემოიღო, რამაც გარკვეულ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს უფრო ღრმა თანამშრომლობის შესაძლებლობა მისცა.

წაკითხულია 349 ჯერ

Related items

  • ოთარ დანელია ჰააგაში ჰოლანდიელ კოლეგას შეხვდა

    ჰოლანდიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ნიდერლანდების სამეფოს სოფლის მეურნეობის მინისტრს, მარტინ ვან დამს შეხვდა. ჰააგაში გამართულ შეხვედრაზე ოთარ დანელიამ „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების" (DCFTA) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების და საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში ასოცირების შეთანხმებით მიღებულ სარგებელს თითოეული ფერმერი იგრძნობს.

    შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებისა და ქართული პროდუქციის ევროპის ბაზარზე ექსპორტის საკითხები განიხილეს. ოთარ დანელიამ მცირე ფერმერული მეურნეობების გამსხვილების მნიშვნელობაზე და, შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციასა და ამ მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა, ბიოპროდუქციის წარმოებაზე და საერთაშორისო ბაზარზე, სწორედ ამ ნიშნის დამკვიდრების პოტენციალი აქვს.

    ნიდერლანდების სამეფოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, ქართულ მხარეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობისა და სოფლის მეურნეობაში მაღალი ტენოლოგიების დანერგვის კუთხით საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.

    ნიდერლანდების სამეფოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან გამართულ შეხვედრას, ოთარ დანელიასთან ერთად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე სურგულაძე ესწრებოდნენ.

     

     

     

  • ფატუ ბენსუდა აგვისტოს ომის გამოძიებაზე

     ბრიტანულ გარდიანში წერილი ქვეყნდება,წერილის ავტორია საერთაშორისო სისხლის სასამართლოს პროკურორი  ფატუ ბენსუდა , ბენსუდა წერილში  იმ მიზეზებს ასახელებს, რატომ დაიწყო გამოძიება რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილ სავარაუდო სამხედრო დანაშაულებებთან დაკავშირებით.

    ჰააგის პროკურორი წერს, რომ მისი უწყება უკვე შეუდგა სხვადასხვა წყაროდან მტკიცებულებების შეგროვებას და თუ ეს მტკიცებულებები საფუძვლიანი იქნება, მიმართავენ საერთაშორისო სისხლის სასამართლოს მოსამართლეებს გასცენ დაკავების ორდერი, ან უწყება კონკრეტული პირის სასამართლოში გამოცხადების შესახებ.

    "გამოძიება არ ეხება არც გეოპოლიტიკას და არც პოლიტიკური უთანხმოების მოგვარებას. ის არ გულისხმობს არც სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრას და არც კონფლიქტის გაჩაღებისთვის ბრალის დადგენას. ეს არის დამოუკიდებელი სამართლებრივი პროცესი სიმართლის დასადგენად,"- წერს ფატუ ბენსუდა.

    ჰააგის პროკურორი წერილში აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოძიებასთან სრულყოფილ თანამშრომლობას დაჰპირდა და მიესალმება სამხრეთ ოსეთის მხრიდან საჯარო განცხადებებს მხარდაჭერის შესახებ.

  • ჰააგის სასამართლოს დელეგაცია თბილისში შეხვედრებს განაგრძობს

    როგორ მოხდება ჰააგის სასამართლოს მიერ აგვისტოს ომის გამოძიება. ამ თემაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია თბილისში შეხვედრებს განაგრძობს. 

    მთავრობის შემდეგ ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლები უკვე არასამთვრობო სექტორს ხვდებიან. 

  • ნინო კალანდაძე ჰააგის სასამართლოზე

    27 თებერვალს, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის წარმომადგენლების ვიზიტს და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე გამოძიების დაწყებას ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მნიშვნელოვნად აფასებენ.

    ისინი იმედოვნებენ, რომ რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებები გამოძიებით საბოლოოდ დადგინდება.

    "რუსეთი ყველა ღონეს ხმარობდა, რომ ეს გამოძიება ბოლომდე არ მისულიყო და სიმართლე საერთაშორისო თანამეგობრობას არ გაეგო. ქართულმა მხარემ მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოს იმისთვის, რომ რეალურად სიმართლე დადგინდეს და რუსეთი პასუხისმგებლობას თვითონ თუ არ აიღებს, საერთაშორისო თანამეგობრობამ მაინც დააკისროს,“- განაცხადა საქართველოს დიპლომატთა კლუბის წევრმა, ნინო კალანდაძემ. 

    საქართველოს განვითარების ფონდის წევრი, ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ სიმართლის დადგენა დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლების მონდომებასა და ასევე იმ სტრუქტურების კვალიფიციურობაზე, რომელმაც ჰააგის სასამართლოს სათანადო დოკუმენდაცია უნდა მიაწოდოს.

    ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის წარმომადგენლები საქართველოს თებერვლის ბოლოს ეწვევიან. ამის შესახებ პროკურორ ბენსუდასა და პრემიერ კვირიკაშვილის მიუნხენში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

    დელეგაციას ქართული მხარე ყველა იმ მნიშვნელოვან მასალას მიაწვდის, რომელიც ეთნიკურ წმენდასა თუ ტყვეების წამებას ეხება.

  • ფატუ ბენსუდა მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

    უსაფრთხოების კონფერენციის გარდა, მიუნხენში მედიის ყურადღების ცენტრში სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურორი მოექცა. 

    საქართველოს დელეგაციასთან გამართული შეხვედრების შემდეგ, ფატუ ბენსუდა მიხეილ სააკაშვილს შეხვდა , რომელიც  2008 წლის სამხედრო მოქმედებებში კონკრეტულ დავალებებს იძლეოდა.

     ოდესის მოქმედი გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ გამოძიება ჭეშმარიტებას იმ შემთხვევაში დაადგენს თუ ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდება. 

    პარალელურად, უკვე ცნობილია, რომ 27 თებერვალს თბილისში სპეციალურად რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო ჯგუფი ჩამოვა. 

    რუსეთის პოზიციის მიუხედავად, ბენსუდა იმედოვნებს, რომ მოსკოვი გამოძიებას ხელს არ შეუშლის. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური