ადეიშვილის და სააკაშვილის საუბარი wikileaks-მა გამოაქვეყნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 15:31

 უკრაინული wikileaks-ი მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილს შორის  მორიგ საუბარს  აქვეყნებს სათაურით: „ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის და საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის საუბრის გაშიფრული ჩანაწერი“.
სადაც მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საქართველოში მიმდინარე  პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრობენ.

 

 მ. მოდი, ზურა! „ზდრასტი“, ძამო, როგორ ხარ?!

. მიშა, ძირითადად, მოგიყვები, რაც მითხარი საქართველოს თემებზე!

. იქ იცოდე, სიტუაცია უნდა დავძაბოთ. კარგი იქნება, დივერსიები ზუგდიდიში, თბილისში, მარნეულში! ბათუმი კიდევ,  ნავთობსადენიც კარგი იქნება!

.  მიშა, მე არ ვუჭერ მაგას მხარს. ხო ნახე შენი დაგეგმილი, რომ გაეკეთებინათ „რუსთავი 2“-თან  დაკავშირებით, მსხვერპლი მოჰყვებოდა და შედეგიც არ დადგებოდა.

. შენ,  ბიჭო, ძაან ჭკვიანი ნუ გეგონება თავი. მე რომ არ ჩავრეულიყავი, დავკარგავდით რუსთავს და წაიღებდა პინგვინა.

. იცი რა, ეგ საკითხი საერთაშორისო ზეწოლამ გადაწყვიტა, როგორც გეუბნებოდი. მაკკეინმა და ელჩმა გადაარჩინეს სიტუაცია. თორე ის, რაც სუსს ჩანაწერები ჰქონდა ბოკერიაზე და სხვებზე, ჩვენს დროს ყველა ციხში იჯდებოდა უკვე. მე არ მინდა მაგ ოპერციებში ჩარევა, კვლევებს მივცემ და დაავალე, იქ გიგა და კეზერას ხალხი მიხედავენ მაგას.

. რა წუწუნა ხარ, შე ჩემა, შენ არ გეხება ეგ საკითხი. მაგათ აქვთ დავალებული და მთავარია, რუსებს გადავაბრალოთ ყველაფერი, რა.

. ეგ თემაც, თუ ძალიან გინდათ, ისე უნდა გაკეთდეს, თავისი მსხვერპლით და პიარით, რომ ასე ითქვას, მიშა არჩევნებს იგებს და პუტინს უნდა, რომ ხელი შეუშალოს და საქართველოს აფეთქებსო! იქვე კადრები გავა, დაღუპულების ოჯახები რომ იყვირებენ, მიშა მოგვხედე, გვიშველე, დაგვიცავი, უშველე საქართველოს! აი ეს უნდა იყოს შედეგი!

. მერე მეც მაგას გეუბნები, რომ მაგ კუთხით დაეხმარე-მეთქი, აბა, შენ ხომ არ შეგაგდებინებ „გრანატას“ ზუგდიდის ბაზრაში!

. ჩერნოვიცკის და ბურჭულაძის თემაა მისახედი, მიშა. ეს უფრო მნიშვნელოვანია. ანალიზი, რომელიც გავაკეთებინე,  „ნაცმოძრაობის“ რეიტინგს 14- 15% აფიქსირებს. პრინციპში ეს ჩვენი უცვლელი რეიტინგია და მაგის გაზრდა ძნელი იქნება, ადმინისტრაციულ რესურსს ჩვენ არ ვაკონტროლებთ. ამიტომ 65%, რომელიც არც ჩვენ და არც „ოცნებას“ აძლევს ხმას, ეგ ელექტორატი უნდა ავითვისოთ.

. ზურა, „ოცნების“ რეიტინგი თუ შეისწავლეთ, მაგათ რა აქვთ ახლა?

. მაგათი რეიტინგი რეგრესშია! მიახლოებით ჩვენნაირი აქვთ – 15 %, ნუ სახელისუფლებო რესურსით 2-3 %-ით გაზრდიან, მეტით არა! უმრავლესობის შანსი მაგათ არ აქვთ. საერთოდ უმრავლესობას ვერავინ აიღებს. მაჟორიტარებს არ ვგულისხმობ, ეგ ცალკე უნდა განვიხილოთ! ჩვენი მთავარი ამოცანა  პაატას და ლონიას მივხედოთ და ჩვენები იქ გადავანაწილოთ!

. ბიძინას „რესპები“ რომ ჩამოვაშორთ? დათო და თინა ვერ იტანენ მაგ პინგვინას. უსუფა მეუბნებოდა, ასეთი გაუნათლებელი არსება არ მინახავსო, რა ვქნა, თავს ვუქნევო. ვაშინგტონიდან  მივაწოდებთ ამ თემას და ცალკე გავიდნენ ეგენი პარლამენტში, ესე აჯობებს!

. მიშა, ძალიან გთხოვ, რა! ეგენი შენ გელაპარაკებიან ასე, სინამდვილეში ბიძინას უძვრებიან. საგარეჯოში რომ დავეხმარეთ, მადლობაც არ შემოუთვლიათ! „რესპები“ არიან ახლა ხელისუფლებაში, სხვა კი არავინ არის. მერე ეგენი ცალკე რომ გავიდნენ, ბარიერს ვერ გადალახავენ. „რესპუბლიკელების“  გარეშე „ოცნება“ მეტ ხმას აიღებს და  რათ გვინდა ეგ! მაგას ჯობია, ჩვენ დავეხმაროთ, რომ ბიძინას იან კელი მიაწვეს და „რესპებისთვის“ მეტი ადგილი დაათმობინოს. ეს არის უკეთესი.

. ისე მართალი ხარ, ზურიკო! მაგათ ხმას არავინ მისცემს და „ოცნებაში“ იყვნენ და იქ დავათრევინოთ გამსვლელი ადგილები. ლონია მელაპარაკა და იმედი აქვს, რომ ბევრ ხმებს აიღებს. მაგას კარგი გამოცდილება აქვს კიევში მიღებული. იანუკოვიჩის ებრძოდა და იულიაც და კიევი მოიგო. პენსიონრებთან მუშაობა იცის მაგ ჩემისამ, მაგარი აფერისტი ტიპი კია ისე.

. მიშა, მეც მაგას ვამბობ, ხომ არ გადაგვაგდებს, მერე პარლამენტში თუ მოხვდა?!

. მაიცა რა! მაგას მოვუტყნავ როჟას. მე რომ არ შემენახა, ციხეში იჯდებოდა  დღესაც და მილიონები გაუფრინდებოდა. შენ სქემა დადე და მიეცი მაგას, გადაგდებას ვაჩვენებ მაგას, ვერ გაბედავს!

. ახლა რაც დაიწყეს, ცუდი არ არის, ის დუმბაძე ჩვენთან არ ასოცირდება და კარგია. მაგასთან „ნაციონალებიდან“ ჯერ არავინ არ უნდა დაფიქსირდეს. „იმედის საქართველო“ არ არის ცუდი. რეგისტრაციის საკითხი აქვთ გასაკეთებელი და ინფარსტრუქტურაში დავეხმარებით.  სოციალურ დახმარებაზე, პენსიების გაზრდაზე უნდა გააკეთოს აქცენტი. დახმარების  პროექტებს გავუწერთ, ფულები ტყუილად რომ არ ფანტოს. ჩერნოვეცკის მიმართულება სოციალური თემა უნდა იყოს. თან თვითონ მაგან უნდა გამოაცხადოს, რომ არანაირი თანამდებობა არ უნდა,  რახანც ის საქართველომ დაიფარა, უყვარს საქართველო და ასეთები რა. ამომრჩეველთა ყველაზე დიდი რაოდენობა პენსიონერია და მაგი უნდა გავხადოთ, პენსიონერების „ლიუბიმჩიკი“!

. გეთანხმები, კი! კარგი ვარიანტია. შენ კონცეფცია გაწერე და მაგის კაცს მოგამაგრებ. თან გააკონტროლე მერე, ხო!

. კარგი! მე ლარისა რომ არის კიევში, ეგ მეკონტაქტებოდა  და…

. არა, არა სხვა  იქნება საქართველოდან. სხვებზე რას ვშვრებით?

. ხო, ახლა პაატას საკითხი დასახვეწია. მაგი  პარტიული მუშაობის აზრზე არ არის, მაგარამ „სასტავი“ გავუკეთეთ და დაწყებული აქვთ მუშაობა. მაგის ხიბლი ის არის, რომ შევარდნაძის ჩინოვნიკები, ვინც იყვნენ, ასევე  „ოცნებაზე“ განაწყენებულები  შეიკრიბონ მაგასთან. ეგ პროცესი დაწყებულია უკვე. ახლა პროგრამაზე მიდის მუშაობა და ახალი ეტაპი იქნება მაგათი ფონდისთვის. პოლიტიკური ორგანიზაცია გასაკეთებელი ექნებათ.

. ნუ გაწელავთ, ყველაფერი დროულად არის გასაკეთებელი. სხვა ჯგუფებში რა ხდება?

. სხვებში რა! ბურჯანაძეს პარტია დაშლის პირას ჰყავს, შალვა ვერაფერს შეძლებს. მაგას ცოტას თუ მივცემთ და ბიძინაზე ვალაპარაკებთ, ეგ იქნება. თარხან-მოურავის პარტია რომ არის, მაგენი ეცდებიან, აკრიფონ, მაგარამ ბიძინასგან ელოდებიან წყალობას და მაგ ორბიტაზე ტრიალებენ, „რესპუბლიკელების“ ჩანაცვლება უნდათ.  ახალი „სასტავები“ ჩნდებიან უკვე, ერთმა  სახალხო ხელისუფლება დაირქვა, ხუთ ენაზე გაავრცელეს ახალი წლის მოლოცვა, აფხაზურად,  ოსურადაც. ეს ჩვენმა „სირებმა“ როგორ ვერ მოიფიქრეს. როგორც დავადგინე, მამალაძის და მოლაშვილის შექმნილია. არ ხმაურობენ, მაგრამ რეგიონებში ოფისებს ხსნიან აქტიურად.

. თქვე „სირებო“, თავის დროზე უნდა მოგეშორებინათ  ეგ ნაბიჭვრები.

. გასაგებია! მამალაძის ჩასვლა დაბლოკილი გვაქვს, პროკურატურაში მაგის საკითხები გავჭედეთ, ხიდაშელი  არის თან მონდომებული. აპელაციაში შეიტანა და იქ ჩემიამ უარი უთხრა, ახლა უზენაესში აქვთ საქმე შთანთქმის გამოყენებაზე და იქ გიორგის აქვს შავლიაშვილს, ჩემი ახლობელია და ის მიხედავს. კაროჩე მამალაძეს არ ჩაუშვებთ იქ, მოლოაშვილი კი ძლივს დადის, ორი დღე აქვს დარჩენილი ალბათ!

. ზურა, სასამართლო და პროკურატურა, სულ შენი გამოზრდილები არიან და მიხედე! ქინძი ალასანია რას შვრება? ხო, გარდაბანში კიდე რა ვითარებაა?

. აუ, გარდაბანი დაიკიდე რა, არაფრის მაჩვენებელი ეგ არ არის! ირაკლის „სასტავიდან“, ზოგი ბიძინას კოალიციაში შესვლაზე ჩალიჩობს, შიშები აქვთ, რომ შეიძლება ვერ გადალახონ! მაგათ ფინანსებით სჭირდებათ დახმარება. ჩემი აზრია, რომ დავეხმაროთ, რადგან ეგ „ოცნების“ ელექტორატზე იმუშავებს.

. ყოველთვის ხელით სათრევი როგორ უნდა იყოს, ეგ ჩემისა. რა ვიცი, აბა. შენ შეძლებ მაგის დალაგებას და მიხედე.

. ხოროშო! „ნაცმოძრაობა“ გვაქვს მისახედი სერიოზულად. შიდა  დაჯგუფებების თემა უნდა დავამთავროთ. ახლა ბიუჯეტს ვაკეთებთ. ყველგან არის ოფისები აღსადგენი. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ხელისუფლებაში ვბრუნდებით. მე სპეციალურად გავავრცელებინე ჩემი ხედვები. იმას, რასაც ჩვენზე ამბობენ, რეჟიმი და ასე შემდეგ, ჩვენვე უნდა ვთქვათ. ძალადობრივ მომენტებზე, ასევე ვიტყვი, რომ რუსეთი გვიტევდა და სახელმწიფოს გადარჩენის ამოცანა გვქონდა. ამიტომ შეცდომებიც იყო, ზოგიერთის გადაცდომაც იყო, მაგრამ სახალმწიფო შევინარჩუნეათ და გავაძლიერეთ. ამას მივაბავ ყველა ასპექტს, რომ სააკაშვილმა  და „ნაცმოძრაობამ“ შექმნა ძლიერი საქართველო, მისი დაცვის საერთაშორისო გარანტიები, ხალხი სოციალურად დაცული იყო, მუშაობდა ყველა  და ასე შემდეგ. რომ იცოდე, მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთისკენ იხრება და ეგ თემაც უნდა მივიბათ. მიახლოებით ასე, რომ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობას  მხარს ვუჭერთ, და არა კაცთმოძულე  აგრესორ პუტინს! „კაროჩე“, ყველა საკითხი, რისი მოსმენაც უნდა ხალხს, ყველაფერი ჩვენ უნდა ვთქვათ და ჩვენს „სასტავებს“ ვათქმევინოთ! მთავარი აქცენტი გვექნება იმაზე, რომ ყველა პროგნიზით არჩევნებს ვიგებთ, ხელისუფლებაში ვბრუნდებით და ყველანაირი დაძაბულობისა და ანგარიშსწორების გარეშე გადმოვიბარებთ სახელმწიფოს მართვას.  ბიძინაზეც ვიტყვით, რომ არ იცის ქვეყნის მართვა და ამიტომ გაავსო მთავრობა უვიცებით, თავისი ბიზნესისთვის იყენებენ ქვეყანას, ამიტომაც ხალხი ცხოვრობს ცუდად. ვიტყვით, რომ ბიძინას არ გავდევნით საქართველოდან, დარჩეს, როგორც მეცენატი.

. ამ პინგვინაზე რამდენს ბაზრობ, პუტინის კაცია, თქვით და დაამთავრეთ. სადაც არ უნდა გაძვრეს, მაგას მაინც არ მოვეშვები!

. მიშა ძალიან გთხოვ, რა. შენ არ აგვირიო საქმე. ახლა პიარის გაწერას ვამთავრებთ ბიჭებთან ერთად, რუსთავს და სხვებსაც თავისი დატვირთვა აქვს და კიდევ გეტყვი რა, ხალხის სათქმელი ჩვენ უნდა ვთქვათ. ხმები გავზარდოთ და მერე რაც გინდა, ის გააკეთე.

. კაი, კაი!  რომ დაამთავრებთ სამოქმედო გეგმის ფორმირებას, დეტალები გავიაროთ. დამფინანსებლების სია ცალკე გააკეთეთ, მე რა უნდა დავდო, ანუ კეზერამ, ბეჟომ, ფიფიამ, გაზის სფეროდან და სხვები. „კაროჩე“, ეგ დავითასთან ერთად გააკეთეთ!

. კი ეგრეც ვაპირებ. ასე რომ, ყველა ჯგუფი რომ გავიყვანოთ, არ გამოვრიცხავ, პარლამენტში უმრავლესობა მოვაგროვოთ და მერე, როცა გინდა, დაბრუნდები.

. შენ შიგ ხომ არ გაქვს, რა მინდა მაგ „სირებთან“. საქართველოს უნდა ვაოცნებო სააკაშვილზე! ამერიკელებთან გეგმა მაქვს, როგორც ვილაპარაკეთ მაშინ, ის რეალურია უკვე. ცოტა ხანი  და უკრაინის ურიადს დავითრევთ. მერე კი იცი, რასაც გავაკეთებთ, ჩემო ზურიკო! ბილტდის თემაც ჩვენი შეგდებულია!

. ძალიან კარგი, მიშა, აბა ორმოცდაორი მილიონის მართვას როგორ  შევადარებ საქართველოს ორ კინკილა დებილებს. იაცენიუკ ავაკოვის გაჟიმვა ბოლომდე  უნდა მივიყვანოთ.

. ბიჭო, მაგათ უკრაინელი ხალხი დედას უტირებს, მიქსეული მყავს და მთავრობის დათრევის თემა რომ გაბაზრდა, მთელი ეს ჩალიჩა ოლიგარქები ჩემთან მორბიან. მაგათ ნელ-ნელა გადმოგაბარებ.

ხო, ახლა, მოიცა.

Да!

К. Михаил Николаевич, Вас ожидает Олег Викторович!

М.  Ааа, Да, да сейчас, я выйду!

. ზურა დავამთავროთ რა, ეგ ბოიკო იცი, ვინ არის, „რიციო გრუპის“ მფლობელია, სპეციალურად ჩამოვიდა. ყველაზე დიდი კაზინოები მაგისია, ვულკანი ხომ იცი და სხვები კიდევ.  კაზინოების ადგილებს ვაჩვენებ. „კაროჩე“ ეგ დათრეული მყავს! კაზინოების  აღდგენა რომ მოვითხოვე, მთელი ამბავი ატყდა, ინვესტიციებზე რიგებს დავაყენებ, აი ნახავ!

შენ გეგმა გაამზადე და მერე გავიაროთ ერთად!

. კაი, კაი. წავედი მიშა, კარგად!

წაკითხულია 1757 ჯერ

Related items

  • ადვოკატები – იმედს ვიტოვებთ, უზენაესი სასამართლო მალე გააუქმებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და თემურ ბასილიას მიმართ გამოტანილი უკანონო განაჩენი გადაიხედება

    ადვოკატები არჩილ კაიკაციშვილი და გია ტაბლიაშვილი, საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურის მხრიდან საქართველოს უზენაესს სასამართლოში გასაჩივრებულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ეხმაურებიან და სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.
    „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურა და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს სამართლიანობის დამკვიდრების პროცესში. უკვე 100-მდე მოქალაქე არის ცნობილი დაზარალებულად, რომელთა მიმართაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ხდებოდა არამართლზომიერი ქმედებები, მათ შორის პოლიტიკური მოტივით დევნა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმიანობაში ამ მიმართულებით გარკვეული ხარვეზებია. არადა, ეს გახლავთ ორგანო, ვინც უნდა განიხილოს აღნიშნული საქმეები და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, რათა აღდგეს სამართლიანობა სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ უკანონოდ დევნილ პირებზე.
    მაგალითად, მიმდინარე წლის 27 იანვარს საქართველოს პროკურატურამ და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღეს გადაწყვეტილება მომხდარიყო საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის და პრეზიდენტის თანაშემწის თემურ ბასილიას უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გადახედვა. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 26 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თემურ ბასილიას მიანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი.
    საქართველოს პროკურატურის დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, ეფუძნებოდა საქმეზე ახალ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებსა და ფაქტობრივი გარემოებების ხელახალ, საფუძვლიან შესწავლას. პროკურატურამ და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაული გამოძიების დეპარტამენტმა დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და რაც მთავარია, უმაღლესი პროფესიული სტანდატების სრული დაცვით დაადგინა, რომ თემურ ბასილიას არ ჩაუდენია რაიმე სახის დანაშაული და მის მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური მოტივით დევნას და პოლიტიკურ შურისძიებას, რომლის დროსაც, სააკაშვილის რეჟიმი იყენებდა სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლო სისტემას, როგორც პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებს. ამის შემდეგ, როგორც აღნიშნულს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს, თემურ ბასილიას განაჩენის გადახედვის საქმე განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
    მიუხედავად საქართველოს პროკურატურის მიერ ასე დეტალურად და მაღალი პროფესიული სტანდარტით მომზადებული საქმისა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით, დადგენილების განსახილველად დაშვებისა და ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადახედვის თაობაზე, სრულიად დაუსაბუთებელი მიზეზით, უარი თქვა. სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ (თავმჯდომარე: ნათია ბარბაქაძე, მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე, ლევან თევზაძე) თავის შეფასებაში აღნიშნა, რომ „მოცემულ შემთხვევაში, პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა ვერ იქნა მიჩნეული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ, განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებად, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, 2008 წლის 27 ოქტომბერის განაჩენი თემურ ბასილიას მიმართ გამოიტანა მის დაუსწრებლად, რომელიც სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და შესაბამისად, ამ ეტაპზე საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის“.
    პირველ რიგში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის არაპროფესიული და არკვალიფიციური. კერძოდ, იგი ეწინააღმდეგება:
    1. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველ, მე-2, მე-3, მე-8 და მე-11 მუხლებს;
    2. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და მე-40 მუხლებს;
    3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5, მე-13, 310-ე, 311-ე, 312-3 და 313 მუხლებს.
    თბილისის სააპელაციო სასამართლომ ამ დაუფიქრებელი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, რომ შეწყვეტილიყო თემურ ბასილიას პოლიტიკური მოტივით დევნა, რაც დაიწყო სააკაშვილის რეჟიმის დროს 2005 წლის ზაფხულიდან და დღემდე გრძელდება. ფაქტია, საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ თემურ ბასილია არის უდანაშაულო და ითხოვს მისი საქმის გადახედვას, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლო, რომლის უმთავრესი ფუნქცია უნდა იყოს სიმართლის გარკვევა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვა, ბლოკავს საქმის განხილვას, არ ცდილობს სიმართლის გარკვევას, თავად არღვევს ადამიანის უფლებებს და აგრძელებს პოლიტიკური მოტივით დევნას. ბუნებრივია, იმ პოლიტიკურ დევნაზე, რაც თემურ ბასილიას მიმართ ამჟამად ხორციელდება, პასუხისმგებლობა ეკისრება თბილისის სააპელაციო სასამართლოს. ასევე, ფაქტია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების თვალში ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმები.
    უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პროკურატურა და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, ამ ეტაპზეც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ. ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება გასაჩივრებულია საქართველოს უზენაესს სასამართლოში. იმედი გვაქვს, საქართველოს უზენაესი სასამართლო პასუხისმგებლობით და პროფესიულად მიუდგება აღნიშნულ საქმეს, დროულად და სამართლიანად განიხილავს მას და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც შეწყდება თემურ ბასილიას პოლიტიკური დევნა, მის მიმართ აღდგება სამართლიანობა და მიეცემა მას საშუალება დაბრუნდეს თავის სამშობლოში“ – ნათქვამია ადვოკატების განცხადებაში.

  • სააკაშვილი გია ლორთქიფანიძის მიერ ოდესის პოლიციის უფროსის თანამდებობის დატოვებას ეხმაურება

     

    მიხეილ სააკაშვილი ოდესის პოლიციის უკვე ყოფილი უფროსის გია ლორთქიფანიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.

    როგორც ცნობილია, ლირთქიფანიძემ ვიდეო მიმართვა პოსტის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გაავრცელა, სადაც გადადგომის მიზეზები განმარტა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო.

    მიხეილ სააკაშვილი  ლორთქიფანიძის პოსტზე ყოფნის პერიოდს დადებითად აფასებს და მას გაწეული ღირსეული სამსახურისთვის მადლობას უხდის. 

    "ეს იყო ოდესის ისტორიის ძალიან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პოლიციის პირველი უფროსი, რომელიც ქრთამს არ იღებდა. თავიდან მას ფუნქციების უმეტესობა ჩამოართვეს, შემდეგ ყველა მხრიდან იდევნებოდა. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ მადლობა იმისთვის, რომ მშვიდობა შეინარჩუნეთ, ოდესა ნორმალურ და მშვიდ ცხოვრებას დაუბრუნეთ და ასევე იმისთვის, რომ სრულიად ძირგამომპალ სისტემაში სუფთა დარჩი და ღირსება შეინარჩუნე. ახლა კორუფციონერებს და ყველა ჯიშის ნაძირლებს შეუძლიათ, გამარჯვება იზეიმონ. მაგრამ ვარწმუნებ მათ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება,“ - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

  • სააკაშვილი ენმ-ს ახალი თავმჯდომარის არჩევას სთავაზობს

     

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმიანება. 

    „გადაჯგუფება ნიშნავს განახლებას, მეტ ჩართულობას და ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევას“, - წერილი ამ სათაურით „ფეისბუქში“ მიხეილ სააკაშვილის გვერდზე გამოქვეყნდა. 

    „მე ვარ ყველაზე დიდი მომხრე შიდაპარტიული დემოკრატიის. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ ნებისმიერმა ჯგუფმა მოახდინოს პარტიის უზურპაცია და საკუთარ ინტერესებში გამოიყენოს ათეულობით ათასი აქტივისტის მრავალთვიანი თავგანწირვა და მუხლჩაუხრელი შრომა.

    ჩემი წინადადებაა, დებატები არ შემოიფარგლოს მხოლოდ პოლიტსაბჭოს დახურულ კარს მიღმა შეხვედრებით. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, თუ რატომ აღმოვჩნდით მოუმზადებელი, წინ აღვდგომოდით არჩევნების მასობრივ გაყალბებას, რატომ ვერ შევძელით ჩვენი პოზიციების უკეთ დაცვა ბოლო 4 წლის იდეოლოგიურ დებატებში და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახლა მაინც არ შევყვეთ ივანიშვილს მის მზაკვრულ თამაშში. კონკრეტულმა ლიდერებმა უნდა ისწავლონ შეცდომებზე თავისი წილი პასუხისმგებლობის აღება, ნაცვლად სხვა ადამიანების პირით ჩემკენ ხელის გამოშვერისა. მათ უნდა ისწავლონ, როგორ იყვნენ ნაკლებად ხისტი და მეტად თავმდაბალი, როგორ მოუსმინონ პარტიის წევრებს და, ზოგადად, ხალხს.

    მათ უნდა მოუსმინონ გულშემატკივართა კრიტიკას, ნაცვლად ადამიანების მიმართ ქედმაღლური დამოკიდებულების გამოვლენისა.

    გთავაზობთ ნაციონალური მოძრაობის ყრილობის მოწვევას რამდენიმე ათასი არჩეული დელეგატით, ჩვენი გმირული აქტივის მაქსიმალურად ფართო წარმომადგენლობით. გთავაზობთ ახალი თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევას, იმ ხალხისგან ვინც არ იყო თუნდაც ბოლო საარჩევნო კამპანიების მცდარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი და რომლებიც შეძლებენ გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს. ბუნებრივია, მეც მექნება ჩემი მოსაზრებები პარტიის მმართველი ორგანოების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.

    ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება გადაჯგუფება, ვიწრო ჯგუფის მიერ თავსმოხვეული კარჩაკეტილობის გადალახვა, დამატებით ახალი, საინტერესო ადამიანების მოზიდვა და მათი ჩართვა ივანიშვილის ოჯახურ-კლანური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნაციონალური მოძრაობა უნდა დაუბრუნდეს თავის საწყის პოზიციებს და ისევ იქცეს საერთო-სახალხო პოლიტიკურ ძალად და არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის პირადი გამოყენების ინსტრუმენტად.

    მაშინ აუცილებლად შევძლებთ ოლიგარქის დამარცხებას.

    მე ყველანაირად დავეხმარები ჩვენი მომხრეებისა და აქტივისტების უზარმაზარ არმიას დიდი გამარჯვებებისათვის მომზადებაში“, - წერს სააკაშვილი.

  • სააკაშვილი ფეისბუქ გვერდზე განცხადებას ავრცელებს

    მთავარი ბრძოლები წინ გვაქვს და, რაც უფრო სწორად ვიმოქმედებთ ახლა, მით უფრო ადრე მოვიპოვებთ საბოლოო გამარჯვებას," - ამ განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ავრცელებს, სადაც ის იმაზეც საუბრობს, რომ პარლამენტში და პარლამენტის გარეთ კოორდინირებული მოქმედებაა საჭირო.ამასთან, სააკაშვილი აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ აუცილებელია მოქმედება, რათა თავისუფალი მედია არ განადგურდეს.     

    "არჩევნების შემდეგ დისკუსია და კამათი ბუნებრივია, მაგრამ თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ ეს კამათი არ გადაიზარდოს ურთიერთბრალდებებში, თითის გაშვერებსა და განხეთქილებაში, რაც ასე სურს ივანიშვილს. მგონი, ახლა ყველამ უნდა დაიოკოს ემოციები და გონებით განვსაჯოთ, თუ სად ვიმყოფებით და როგორ უნდა ვიმოქმედოთ."ვფიქრობ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მაქსიმალურად ფართოდ და დემოკრატიულად და ამავე დროს მშვიდად უნდა გამართოს დისკუსია მიღწევებსა და დაშვებულ შეცდომებზე და შიდა პარტიული დემოკრატიის გაფართოებაზე. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, თუ როგორ მოხდა, რომ ფაქტობრივად საერთო ელექტორატის 25%-იანი მხარდაჭერის მქონე ივანიშვილმა შეძლო საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ისე, რომ ჩვენ, 2003 წლისგან განსხვავებით, მხოლოდ ნაწილობრივ მოვახერხეთ აშკარა დარღვევებისა და გაყალბებების სათანადო დონეზე დოკუმენტირება.

    "დეპუტატებმა, რომლებიც შევლენ პარლამენტში, ჩემი აზრით, ასევე ფართოდ უნდა განიხილონ აქტივისტებთან, თუ როგორ აპირებენ პარლამენტს გარეთ ჩვენ აქტივთან კოორდინირებას და ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ საქართველოში თავისუფალი მედია არ განადგურდეს, პოლიტიკურმა რეპრესიებმა კიდევ უფრო ფართო ხასიათი არ მიიღოს და არ დავუშვათ რუსი ოლიგარქის მიერ ძალაუფლების უზურპაცია.

    "ახლა თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე მაღლა უნდა დააყენოს ქვეყნის გადარჩენა, რასაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის კარგად ახერხებდა.

    "რაც შეეხება, არსებული გაყალბების მექანიზმების პირობებში, მეორე ტურში მონაწილეობას, ვიმეორებ, რომ ამის აზრს ვერ ვხედავ, თუმცა ასევე ვადასტურებ, რომ ეს თითოეული კანდიდატის გადასაწყვეტია. მე დიდ პატივს ვცემ მათ მიერ გაწეულ შრომას და არასწორია, მათ არ დავუტოვოთ პირადი არჩევანის უფლება.

    "ჩვენ მძიმე ბრძოლა გადავიტანეთ, პოლიტიკურ მოედანზე ერთადერთ ოპოზიციურ ძალად დავრჩით, მაგრამ მთავარი ბრძოლები წინ გვაქვს და რაც უფრო სწორად ვიმოქმედებთ ახლა, მით უფრო ადრე მოვიპოვებთ საბოლოო გამარჯვებას," - წერს სააკაშვილი. 

  • ,,ღამის 3-ზე საჭმლის საძებნელად გავედი...“ - სააკაშვილი ქუთაისელი ბექა და გიოსთან პრაღაში

    მიხეილ სააკაშვილი პრაღაში ქუთაისელ ბიჭებთან ერთად გადაღებულ სელფს აქვეყნებს.

    ,,ღამის 3-ზე მომშივდა და საჭმლის საძებნელად გავედი. ეგრევე პრაღის ცენტრში ორი ქუთაისელი გავიცანი, ბექა და გიო. ერთ-ერთმა მაშინვე სელფი გამოდო თავის გვერდზე.

    მოკლედ ნაბიჯი ვეღარ გადაგიდგამს, რომ არ "გაგიბაზრდეს" - წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური