ევროპის საბჭო საგანმანათლებლო ღონისძიებებს იწყებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 12 მაისი 2015 18:15

13 მაისს, ევროპის საბჭო, საკონცენტრაციო ბანაკების გათავისუფლებიდან 70 წლის და ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, საგანმანათლებლო ღონისძიებებს იწყებს.

პირველი სემინარი 13 მაისს, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისში ჩატარდება და მას ისრაელის ელჩი, მისი აღმატებულება იუვალ ფუქსი და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში, ბატონი ალესანდრო სავარისი გახსნიან.

თბილისის, რუსთავის, გორის, ქუთაისისა და ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები და ისტორიის მასწავლებლები უფრო მეტს შეიტყობენ ჰოლოკოსტის ისტორიის, როგორც ადამიანების მიმართ ჩადენილი ყველაზე დიდი დანაშაულის მაგალითის შესახებ. სემინარებს ჩაატარებენ ტრენერები ევროპის საბჭოს პარტნიორი ორგანიზაციებიდან- „21-ე საუკუნე“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, „სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი“ და „საფარი“. ტრენერები მონაწილეებს დაეხმარებიან იმის გაცნობიერებაში, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს არასწორმა შეხედულებებმა და რასიზმმა საზოგადოებაში და ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის როლი ადმიანის უფლებათა დაცვაში.

ეს სემინარები ეხმაურება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის სიტყვებს [2], რომელიც მან ნაცისტური გერმანიის და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკების გათავისუფლებიდან 70 წლის თავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გააჟღერა“: „ჰოლოკოსტი ადამიანის უფლებათა ტოტალური დარღვევა იყო. ანტისემიტიზმის, ქსენოფობიისა და სიძულვილის ენის მზარდ ფონზე, პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელახლა, ცალსახად და ერთსულოვნად უნდა აიღონ ადამიანის უფლებათა დაცვის პასუხისმგებლობა. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მესიჯი ნათელია: „თითოეული ადამიანი თანასწორია თავისი ღირსებით და უფლებებით“. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ჰოლოკოსტს და ვამბობთ: ეს აღარ განმეორდება!“.

წაკითხულია 1990 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური