ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშს შედეგი არ ექნება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 27 იანვარი 2016 13:55

რა ბედი ელის ეროვნულ ვალუტას. პარლამენტში დღეს განცხადებები ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით გაკეთდა. საპარლამენტო უმცირესობას მიაჩნია, რომ ლარის კრიზისთან დაკავშირებული ქვეყანაში არსებული პრობლემები ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

ნაციონალური მოძრაობის წევრები ითხოვენ, რომ ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტში ანგარიში წარადგინოს.

"ლარის კრიზისი, უპირველეს ყოვლისა იყო ჩვენი მთავრობის სუსტი მუშაობის ერთ-ერთი გამოვლინება. რა თქმა უნდა, გარეგანი ფაქტორებიც არსებობს, მაგრამ ამაზე გადაბრალება არ შეიძლება, რასაც ხელისუფლება აკეთებს," - აცხადებს გიგი წერეთელი.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშს არანაირი შედეგი არ ექნება დღეს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, უმრავლესობის წევრთა თქმით, ეროვნულ ბანკს პარლამენტისთვის უნდა წარედგინა ფინანსური სტაბილურობის ანგარიში, რაც ჯერჯერობით მომზადებული არ არის.

"არცერთი ქვეყანა არ დარჩენილა ამ სერიოზული დარტყმების მიღმა. ვფიქრობ, ეს აჟიოტაჟიც არ წაადგება ქვეყანას," - აღნიშნა გია ვოლსკიმ. 

წაკითხულია 548 ჯერ

Related items

  • ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს სწორ მომავალს მისცა ხმა

    "დაკნინებულად ვაფასებდი ნაციონალურ მოძრაობას,“- ეს განცხადება ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი2" იტყობინება.

    ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ კვლევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ზუსტად იცოდნენ ქართველი ხალხის აზრი.

    „ჩვენ ვატარებდით კვლევებს და ვიცოდით ხალხის აზრი, ნახეთ როგორი სიზუსტით მართლაც "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით, თითქმის, ძალიან დიდი სიზუსტით გავაკეთე სტატისტიკა, რამეთუ კვლევებს ვატარებდი სტაბილურად. ერთი შეიძლება გადაჭარბებულად, ამაღლებულად, დაკნინებულად ვაფასებდი "ნაციონალურ მოძრაობას", თუმცა აქაც, დაახლეობით, ვიცოდით, რომ მეორე ადგილი უნდა აეღო "ნაციონალურ მოძრაობას",“- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 

    შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ყოფილი პრემიერის თქმით, მან საქართველოს სწორ მომავალს მისცა ხმა.

  • "ნაციონალურ მოძრაობა" საავადმყოფოების მიმართ ჯანდაცვის სამინისტროს დავალიანებაზე საუბრობს

    საავადმყოფოების მიმართ ჯანდაცვის სამინისტროს დავალიანებაზე საუბრობენ ნაციონალურ მოძრაობაში. ზურაბ ჭიაბერაშვილი მინისტრს და საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას აკრიტიკებს.

    მისი თქმით, სახელმწიფოს დავალიანება საავადმყოფოების მიმართ, ჯერ მხოლოდ 2015 წლის მდგომარეობით, 65 მილიონი ლარია. წლის ბოლომდე კი, მთვარობას ამ პროგრამისთვის კიდევ 80 მილიონის დამატება მოუწევს და პრობლემას მაინც ვერ მოაგვარებს.

    "თუ შევხედავთ ჩვენ ხარჯვას, ვხედავთ, რომ პრაქტიკულად ქართულ ოცნებას ერთი სული აქვს მიატანოსარჩევნებამდე. იციან, რომ წააგებენ და ამიტომ არც აინტერესებთ საერთოდ ნოემბერში და დეკემბერში ჯანდაცვის სამინისტროს დარჩება თუ არა თანხები საყოველთაო ჯანდაცვისთვის. გამოსავალი არის იმაში, რომ ჯანდაცვის სამინისტროს უნდა ქონდეს დიფერენცირებული მიდგომა და ერთი კრიტერიუმით არ უნდა ეხმარებოდეს შეძლებულსაც და გაჭირვებულსაც," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა

  • „ნებისმიერ პროექტს ივანიშვილი თავისი კომფორტისთვის ახორციელებს“ -ირაკლი აბესაძე (ვიდეო)

    „თბილისის მერმა ვერ შეძლო საზოგადოების თუნდაც ჟურნალისტების წინაშე წარმდგარიყო და გაეცა შეკითხვებზე პასუხი ისეთ კრიმინალურ საკითხზე, როგორიც არის ბოტანიკური ბაღის და მიმდებარედ 29 ჰექტარი ტერიტორიის  ერთი მილიარდერის მიერ მისაკუთრება. ერთი თვის განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვისმენდით, რომ არ არსებობს ეს პრობლემა, რომ თბილისელები ბედნიერები უნდა იყვნენ იმით, რომ აშენდება ქალაქში ივანიშვილის მორიგი რეზიდენცია და ამის გამო კრწანისი-შინდისის მშენებარე გზა მილიონობით ლარით გაძვირდება. თბილისელებმა საკუთარი ბიუჯეტიდან კიდევ თანხები უნდა ხარჯონ იმისათვის, რომ ივანიშვილმა თავი უფრო კომფორტულად იგრძნოს. ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ ამას ვისმენდით და ბოლოს გადაწყვიტეს დაედგათ გენერალური სპექტაკლი, სადაც ნარმანია შეძლებდა ჩამოერეცხა მთელი ის ტალახი, რომელშიც ბატონი ივანიშვილი აღმოჩნდა. რაც შეეხება საკრებულოს სხდომას და იქ მომხდარ დაპირისპირებას, დავით ნარმანია ერთი თვის გასვლის შემდეგაც შეეცადა, საზოგადოების ყურადღება გადაეტანა ბოტანიკური ბაღის ფარულად გასხვისების  საკითხთან საერთოდ კავშირში არ მყოფ თემებზე“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო „star fm”-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ირაკლი აბესაძე პასუხობს.

  • "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას ადანაშაულებს

    "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", კახეთის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე, გიორგი ბოტკოველი ხელისუფლებას სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების გამოუყენებლობაში ადანაშაულებს. 

    „აღნიშნული სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების ჭურვები მათ გააჩნიათ მინიმალური რაოდენობით. ის მინიმალური რაოდენობაც არის გამოსადგეად უვარგისი და ფაქტიურად ხდება, წუხელაც განაცხადეს, რომ მოხდა 6 გასროლა. მაგრამ ეს 6 გასროლაც მოხდა არაფრის გულისთვის, იმიტომ, რომ მას არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია იმ ღრუბელზე, რომელი ღრუბელიც იყო შექმნილი იმ სოფლების თავზე, საითკენაც გაისროლეს ეს დანადგარი“- აცხადებს გიორგი ბოტკოველი

  • ბაღებში მიმდინარე პროცესებში სუს-ის მონაწილოებაზე საუბრობენ ნაციონალურ მოძრაობაში

     სუსის თანამშრომელი პროცესებს ადგილზე აკვირდებოდა და საკუთარი კამერით გადაღებას ახორციელებდა-ინფორმაცია ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის დიდუბის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გაავრცელა. დავით ნაფეტვარიძემ ბაღებში მიმდინარე პროცესებში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მონაწილოებაზე ისაუბრა და ვიდეოკადრები გაავრცელა.

    ნაფეტვარიძე აცხადებს, რომ უკვე დადგენლია პიროვნების ვინაობაც. ინფორმაცია გამოძიებისთვის სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნება. 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური